imedi /  25 ოქტომბერი 2023, 20:47 / სანდო წყარო

რუსთავში, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს ორგანიზებით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კამპანიის მიზანია, საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერება ამაღლდეს და შედეგად, ქალბატონებმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგით ისარგებლონ.

საინფორმაციო შეხვედრას, რუსთავის მერი, „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ლაცაბიძე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები და პარლამენტარები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე ესწრებოდნენ, რომელთაც შეკრებილ ქალბატონებს სიტყვით მიმართეს და სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია უკვე მეორე წელია აქტიურად უერთდება კამპანია „ვარდისფერ ოქტომბერს“, რომელიც გულისხმობს სკრინინგის პოპულარიზაციას. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანია და პრევენციული ღონისძიებები მთავარი. ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გასულ წელს ჩვენს ქალაქში ჩატარდა სკრინინგი და მე მიხარია, რომ ქალები მსგავსი აქტივობებით ვერთიანდებით“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

კიბოს შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა შეხვედრაზე მიწვეულმა რუსთაველმა ექიმმა, ონკოლოგმა კახაბერ ალხანიშვილმა. რუსთავში გამართულ შეხვედრას, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წევრები, კლინიკა „რუსთავის“ და კოლეჯ „მოდუსის“ წარმომადგენლები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები, პედაგოგები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ,

„ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით მთელ რიგ სერიოზულ ღონისძიებებს აწარმოებს ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. დღეს ვიმყოფებით რუსთავში, მიზნობრივი ჯგუფი განსაზღვრული იყო ახალგაზრდებით, დიასახლისებით, პედაგოგებით, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს, როგორ უნდა მოხდეს ძუძუს კიბოს სკრინინგი, რას აკეთებს სკრინინგი და როგორ შეუძლია დროულ დიაგნოსტიკას სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, რუსთავში სოლიდარობის ნიშნად, წელს ვარდისფრად განათდა თეატრი, ბოლნისის კულტურის ცენტრი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგი მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროსა და დმანისში, ხოლო 27-28 ოქტომბერს კლინიკა „რუსთავის“ ტერიტორიაზე იგეგმება სკრინინგის აქცია. სკრინინგის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ კლინიკა „რუსთავს“ ტელეფონის ნომერზე - 0341 250115.

„სახელმწიფო აფინანსებს ამ ძვირადღირებულ პროცედურებს და ჩვენ გვინდა, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ყველა ქალბატონს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი სკრინინგ ცენტრის ფილიალში. კამპანიის ფარგლებში კი რუსთავში 27-28 ოქტომბერს კლინიკა „რუსთავის“ ტერიტორიაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამომობილი იქნება განთავსებული და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოლოგები ჩაატარებენ ქალბატონების გამოკვლევას“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით ცნობილი კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და მას „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია მეორე წელია, უერთდება. შესაბამისად, მეორე წელია ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციის მიერ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის აქტივობები ტარდება. გასულ წელს, რუსთავში ჩატარებული სკრინინგის აქციის დროს 180-მდე ქალბატონმა ჩაიტარა უფასო გამოკვლევა, მათგან ნაწილს დამატებითი კვლევის რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი სპეციალიზებულ კლინიკაში გაიგზავნა.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 16:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.

01 აპრილი 2026, 16:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.

01 აპრილი 2026, 16:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.

კირ სტარმერი დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 16:11

მსოფლიო

ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

01 აპრილი 2026, 16:00

თავდაცვა

გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.

ფლორიან ფილიპო

01 აპრილი 2026, 15:57

პოლიტიკა

ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა

საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.

01 აპრილი 2026, 15:48

რეგიონი

გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა

EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ბექა გიუნაშვილი

01 აპრილი 2026, 15:40

საზოგადოება

ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას

სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:38

პოლიტიკა

მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანი

01 აპრილი 2026, 15:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.

01 აპრილი 2026, 15:24

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.

01 აპრილი 2026, 15:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

01 აპრილი 2026, 15:17

რეგიონი

თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:13

რეგიონი

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.

01 აპრილი 2026, 15:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.