imedi /  21 აპრილი 2019, 16:29 / სანდო წყარო

შსს: პანკისში სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის 15 სპეცრაზმელია

პანკისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ უწყებაში ბრიფინგი გამართა.  

"როგორც მოგეხსენებათ პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5-მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა და პროტესტის მონაწილეებმა. მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით.

საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", - განაცხადებს შსს-ში ბრიფინგზე.

პანკისის ხეობაში ამ წუთებში შს მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს ხვდება. ადგილზე არიან ვიცეპრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.

პანკისის ხეობაში დღეს დილიდან მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

ყველა სიახლე

წვიმა

16 იანვარი 2021, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 16 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

კორონავირუსი ბრაზილია

16 იანვარი 2021, 08:21

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ალექს აზარი

16 იანვარი 2021, 08:18

მსოფლიო

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ლაციო რომა

16 იანვარი 2021, 08:09

სპორტი

რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება - რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა.

დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2021, 08:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა. მანამდე დაბლოკილი გვერდები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 16 იანვრიდან გახდა.

ქართული ოცნება

16 იანვარი 2021, 07:57

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

ანტონიო გუტერეში

16 იანვარი 2021, 01:45

COVID19

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს.

16 იანვარი 2021, 01:10

სამართალი

კახეთის პოლიციამ 3 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

მძღოლი

16 იანვარი 2021, 00:57

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა 🚗

ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.

16 იანვარი 2021, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 288 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2021, 00:45

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპი ვაშინგტონს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს

დონალდ ტრამპი ვაშინგტონს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 00:12

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

16 იანვარი 2021, 00:08

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაიკ პენსი კამალა ჰარისი

16 იანვარი 2021, 00:00

მსოფლიო

The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

კორონავირუსი

15 იანვარი 2021, 23:51

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

15 იანვარი 2021, 23:42

მსოფლიო

Associated Press: 6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ

6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები აშშ-ის არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ფედერალურ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია

პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაურისიო პოჩეტინო

15 იანვარი 2021, 23:38

COVID19

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და იზოლაციაში იმყოფება.