imedi /  25 ივნისი 2019, 18:52 / სანდო წყარო

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

ნიკა მელია

ნიკა მელია

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

"როგორც მოგეხსენებათ,  საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. 

ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს - ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.

უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

გარდა აღნიშნულისა, როგორც მოგეხსენებათ, აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ", - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

მუხლი, რომლითაც ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა. მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი ხვალვე განიხილავს, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება მხოლოდ პარლამენტის თანხმობითაა შესაძლებელი. ამ საკითხს კანონით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (მე-19 მუხლი) არეგულირებს.

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 12:54

საზოგადოება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 მაისი 2026, 12:49

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.

27 მაისი 2026, 12:47

ეკონომიკა

VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა

23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.

27 მაისი 2026, 12:43

სამართალი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

27 მაისი 2026, 12:43

მსოფლიო

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს Yoozoo Games-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, რომელსაც მილიარდერისა და სერიალ „სამი სხეულის ამოცანის“ პროდიუსერის მოწამვლა ედებოდა ბრალად

მოგვიანებით შანხაის პოლიციამ განაცხადა, რომ ლინ ცი მოწამლული იყო. ბიზნესმენის მკვლელობის ეჭვმიტანილის სახით სუ იაო დააკავეს. ის Yoozoo-ში მუშაობდა სერიალზე „სამი სხეულის ამოცანა“ - ჩინელი ფანტასტი მწერლის, ლიუ ცისინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაზე. 2015 წელს კომპანიამ რომანის ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და წიგნის დამოუკიდებლად გადაღებას აპირებდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში მის ბაზაზე სერიალის გამოშვებაზე Netflix-თან შეთანხმდა.

27 მაისი 2026, 12:39

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

გიორგი კანდელაკი

27 მაისი 2026, 12:38

პოლიტიკა

The Washington Post-ი გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას და ამტკიცებს, თითქოს საქართველო ირანის ორბიტაზე გადადის, ასევე, წერს, რომ საქართველოს მთავრობა „ღიად ცდილობს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერთან დაახლოებას“

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიას სათაურით „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე გადადის“ აქვეყნებს.

27 მაისი 2026, 12:37

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

27 მაისი 2026, 12:35

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“ - განაცხადა ქადაგიძემ.

27 მაისი 2026, 12:30

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

27 მაისი 2026, 12:29

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 მაისი 2026, 12:28

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.

კახა კალაძე

27 მაისი 2026, 12:27

საზოგადოება

კახა კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ - ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის“.

27 მაისი 2026, 12:27

საზოგადოება

ბავშვთა დაცვის დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი აქტივობები გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

27 მაისი 2026, 12:25

საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

27 მაისი 2026, 12:24

რეგიონი

სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია“.

27 მაისი 2026, 12:22

ჯანდაცვა

თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად

ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან

მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.