imedi /  27 სექტემბერი 2019, 16:01 / სანდო წყარო

შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომლის გამოკითხვა დასრულდა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი კვლავ არ გააკეთეს. გამოკითხვა სამსაათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროკურატურაში დაბარებულნი იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე - რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი. 

გუშინ, 26 სექტემბერს, გენპროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი გამოკითხეს. 

მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა. 

პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს. 

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 19:41

COVID19

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ იმ ქვეყნების სია წარადგინა, რომლის მოქალაქეებსაც ინგლისში ჩასვლისას ორკვირიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამოგზაურო დერეფნის სია წარადგინა, რომელიც 59 ქვეყანას მოიცავს, რომლის მოქალაქეებსაც ინგლისში ჩასვლისას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

შსს

03 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა. ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 ივლისი 2020, 19:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა ნაციონალების ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთერთი მთავარი შემოქმედია

სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში სად-ის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუა საქართველოში გერმანიიდან ექსტრადირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ამირან სალუქვაძე

03 ივლისი 2020, 19:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ნაცებმა ჭაკუას არ ვიცნობთო, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს

ახლა გასაგებია რატომ უტევდნენ გერმანიის ელჩს. ალბათ, ეს ვარაუდია, იყო ინფორმაცია ჭაკუას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ დღეში არ ხდება , - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საინტერესოა თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს ამბობს, რომ არ იცნობენ მას.

ბოგდან მონიჩი

03 ივლისი 2020, 19:11

მსოფლიო

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო და მოსამართლეთა საზოგადოება რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბოგდან მონიჩმა გაავრცელა.

03 ივლისი 2020, 19:05

საზოგადოება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ „მეზღვაურის დღის“ ღონისძიებაზე წერს

მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები „მეზღვაურის დღის“ კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე Twitter-სა და Facebook-ში გამოქვეყნდა.

03 ივლისი 2020, 18:59

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 63 000-ს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 299 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 62 997-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 412 პაციენტი გარდაიცვალა, 49 909 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივლისი 2020, 18:59

მსოფლიო

პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.

საფია ამირა შეიხი

03 ივლისი 2020, 18:57

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს, რომელიც ლონდონში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ლონდონის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბრიტანელ ქალს, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე წმინდა პავლეს ტაძარსა და ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მხოლოდ 14 წლის შემდეგ ექნება.

შაჰ მაჰმუდ ყურეში

03 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მაჰმუდ ყურეში კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა.

ნანა კაკაბაძე

03 ივლისი 2020, 18:35

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: ნაციონალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უმკაცრესი სასჯელები დადგებოდა

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დადგებოდა უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის უვადო პატიმრობა. საქართველოში ასეთ დამნაშავეებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ჩვენ თავისუფლებაზე ვხედავთ, ვინაიდან მათ ამოეწურათ სასჯელის ვადა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 18:30

COVID19

ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისია Twitter-ზე ავრცელებს. გადაწყვეტილება შესაბამისი განაცხადის შეტანიდან 1 თვის შემდეგ მიიღეს.

გიორგი ვოლსკი

03 ივლისი 2020, 18:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რეჟიმი იმ ყავარჯნებზე იყო შემდგარი, რომელიც მწამებელს ეჭირა და აუპატიურებდა

ის 81 ადამიანი, რომელიც გაასამართლა ჩვენმა სასამართლომ, მათ შორის იყო ბევრი ისეთი, რომელმაც სადიზმით გამოიჩინა თავი, ისინი ხომ არიან მარტო. მათ იქითაც არის ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელებმაც ჯერჯერობით თავი დააღწიეს პასუხისმგებლობას. სისტემა იყო თვითონ დანაშაულებრივი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „დღის ქრონიკის“ ეთერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

ნინო გიორგობიანი

03 ივლისი 2020, 18:22

საზოგადოება

ნინო გიორგობიანი: ვადასტურებ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

03 ივლისი 2020, 18:11

საზოგადოება

ბორდში გამართულ კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ოქროს მედლები ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინოებს ერგო: „ბიო საფერავი ვინობიზა - 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა - 2018“ და „წინანდალი იბერიული - 2018“. „შუმის" ღვინომ „ბიო საფერავი - 2016“ მიიღო სპეციალური პრიზი, როგორც საუკეთესო ქართულმა ღვინომ.

03 ივლისი 2020, 18:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ტოივო კლაარს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში რუსეთის ოკუპაციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებაზე.

გიორგი ვოლსკი

03 ივლისი 2020, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასეთი ჭაკუების ხელისუფლება იყო

ასეთი ჭაკუების ხელისუფლება იყო. ცხადია გვარს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პიროვნებას, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი შექმნა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და თავი გამოიჩინა სადიზმით - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „დღის ქრონიკის“ ეთერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივლისი 2020, 18:03

საზოგადოება

„აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ გურიაში პრეს-ტური ჩატარდა

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის რაც შენია" გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „იმოგზაურე საქართველოში" - კამპანიის მთავარი სლოგანია და შიდა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას ემსახურება.

ნანა კაკაბაძე

03 ივლისი 2020, 18:02

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენს ქვეყანას უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა

მიუხედავად იმისა, რომ არ მახასიათებს ხელისუფლების ქება არც ერთ დროსა და ეპოქაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, პირადად თეა წულუკიანს და იმ გუნდს, რომელმაც ამ საქმეზე იმუშავეს. სასიხარულოა, რომ ამ უწყებას სწორი კომუნიკაცია ჰქონდა და მათი პროფესიონალიზმის წყალობით უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა საქართველოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 17:57

ეკონომიკა

FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად, 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა.