რას გულისხმობს პატიმრების შეწყალების ახალი წესი
გლდანის ციხე
ფოტო: არქივი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პატიმრების შეწყალების ახალი წესის შესამუშავებლად და კრიტერიუმების დასადგენად თითქმის სამი თვე დასჭირდა. რას გულისხმობს ახალი წესი და როგორ შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს, ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტი უვადოდ მისჯილ პატიმარს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მსჯავრდებულს საპატიმროში 20 წელი ექნება გატარებული; აღარ შეიწყალებენ ძებნილ პირებს; არც იმ ადამიანებს, რომელთაც ორი ან მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ცვლილების მიხედვით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის გასამართლებულს მხოლოდ მაშინ შეიწყალებენ, თუ სასჯელის 2/3 ექნება მოხდილი.
უფრო ჰუმანური მიდგომა ექნება პრეზიდენტს იმ მსჯავრდებულების მიმართ, ვისაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ანგი ხუციშვილის თქმით, ასეთი კატეგორიის დანაშაულზე ადრე დადგენილი იყო პატიმრობის 1/3, ახლა კი ეს ვადა 1/4-მდე შემცირდა, შედეგად კი მეტი შესაძლებლობა ექნებათ პატიმრებს, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ.
შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდებიან სამართალდამცველების მკვლელობისთვის გასამართლებულები. ეს რეკომენდაცია იყო ერთ-ერთი, რომლითაც ადმინისტრაციას პარლამენტმა მიმართა. პარლამენტის გარდა ახალი წესების დადგენაში ზურაბიშვილის ადმინისტრაციას იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე ომბუდსმენის აპარატი დაეხმარა.
"პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ მოხდება, ასევე არ მოხდება ბავშვის, ორსულის და სხვა მოწყვლადი პირების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალება. რაც შეეხება მის პრაქტიკაში დანერგვას და განხორციელებას, ვერავინ შეზღუდავს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებას, ეს რჩება მის უფლებად", - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ახალი ბრძანებულების მიხედვით, ამიერიდან პრეზიდენტი შეწყალების კომისიის გარეშე გადაწყვეტს ვინ დატოვოს ციხეში, ვინ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან ვის შეუმციროს სასჯელი.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეწყალების ქართულ მოდელში არსებულ ხარვეზებზე წლებია საუბრობს, მათ ცვლილებების შეტანის ინიციატივა ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჰქონდათ, თუმცა არც ძველმა და არც მოქმედმა პრეზიდენტმა ისურვეს კომუნიკაცია იმ უფლებდამცველებთან, რომელთაც უშუალო შემხებლობა აქვთ მსჯავრდებულებთან.
"გაუარესებულია ნორმატიულ დონეზე ის პრობლემატიკა, რაც შემდგომში შესაძლოა პრაქტიკაში გამოვლინდეს. კერძოდ, ის რისკები, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა ახალი ბრძანებულებით არათუ დაზღვეულია, არამედ იზრდება საფრთხეები", - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრიდან ალეკო ცქიტიშვილმა.
უფლებდამცველები ნომერ პირველ საშიშროებად კორუფციას ასახელებენ, რადგან ახალი წესების პირობებში საზოგადოებისთვის უცნობი იქნება ვინ არიან ადმინისტრაციის სამსახურის ის თანამშრომლები, რომელთაც მსჯავრდებულების დოკუმენტაცია უნდა შეაგროვონ, შეისწავლონ და პრეზიდენტს გადასცენ.
"შეწყალების კომისიის დაკომპლექტება სხვანაირად ხდებოდა, ხდებოდა დადგენა ხო არ ჰქონდათ რაიმე შემხებლობა ან ადვოკატი ხომ არ იყო, ან ფინანსური ინტერესი ხომ არ ჰქონდა... დაუდგენელია საერთოდ რამდენმა ადამიანმა უნდა იმსჯელოს, ვისგან იქნება დაკომპლექტებული სამსახური, ვინ არიან ის პირები. სრულებით თავისუფლად შეიძლება კორუფციას ჰქონდეს ადგილი", - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სამსახური შეწყალების ძველი მოდელის პირობებშიც არსებობდა და მაშინაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით იყო დაკომპლექტებული, თანამშრომლების უმეტესობა კი დღესაც იურისტია.
"სამსახურის როლი არის ის რაც აქამდე იყო. შესაბამისი წესით დოკუმენტები შეაგროვოს, დაამუშაოს, გაფილტროს და წარუდგინოს პრეზიდენტს. იგივე იყო კომისიის დროსაც. კომისია იმსჯელებდა და მერე გადასცემდა პრეზიდენტს. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ანგი ხუციშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
როგორც ანგი ხუციშვილი ამბობს, როდის შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს, ამაზე ინფორმაცია მას არ აქვს.
შეწყალების ახალი წესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრეზიდენტს წესების დაუცველადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრის თხოვნის დაკმაყოფილებაზე.
პატიმრების შეწყალების წესის ცვლილება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი პატიმარი შეიწყალა, რომლებიც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე იხდიდნენ სასჯელს. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. ამასთან, პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნიამ ყველა ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.
პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა, 20 სექტემბერს კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.


