imedi /  05 ოქტომბერი 2019, 20:46 / სანდო წყარო

პატრულმა სამი „შმაქსი“ დააჯარიმა

შმაქსი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ „შმაქსის“ სამი მძღოლი დააჯარიმა, ამის შესახენ 1Tv.ge წერს.  

უწყების ინფორმაციით, დაჯარიმებული მძღოლებიდან, რომლებსაც მგზავრები საფასურის გადახდის სანაცვლოდ გადაჰყავდათ, ორს ტაქსის ლიცენზია არ გააჩნდა, ერთს კი ტაქსისთვის განკუთვნილ ფერთან შეუსაბამო ავტომობილი ჰყავდა.

„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას. 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა 3 ოქტომბერს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს. 

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ამავე დღეს მერიის რეგულაციის დარღვევისთვის „გირჩის“ ლიდერი 200 ლარით დააჯარიმეს.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 15:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას. შეხვდა ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისათვის, რომელიც ადამიანის უფლებებს, სოციალური უფლებების გაძლიერებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხებოდა.

29 სექტემბერი 2020, 15:49

პოლიტიკა

პარლამენტმა შრომის კოდექსის შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა შრომის კოდექსის შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი, დაამტკიცა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს შრომითი უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და შეიქმნება ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ირაკლი კობახიძემ.

29 სექტემბერი 2020, 15:49

სამართალი

გორთან, ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობანზე მსხვერპლი მოჰყვა. სვენეთთან მსუბუქი ავტომანქანა გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც imedinews შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 15:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ახლახან ნაციონალების მხრიდან მორიგ ძალადობაზე შემატყობინეს

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოაწყვეს, სადაც მმართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნუმან ქურთულმუში

29 სექტემბერი 2020, 15:38

მსოფლიო

ნუმან ქურთულმუში: აზერბაიჯანულ სოფელზე თავდასხმა თურქულ სოფელზე თავდასხმის ტოლფასია

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანზე თავდასხმა თურქეთზე თავდასხმის ტოლფასია.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე უმძიმესია და ანტისახელმწიფოებრივი

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე უმძიმესია, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, მაგრამ ამ ადამიანისგან და მისი პოლიტიკური ძალისგან მიჩვეული ვართ ასეთ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ირაკლი კობახიძე.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლელოს ინიციატივა, დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაზე, აბსურდულია

ლელოს ინიციატივა არის აბსურდული, რომელიც განხილული იქნება თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომდა, პოლიტიკურ ველზე ცდილობენ, რაღაც პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუ კანდიდატი დებატებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მას რეგისტრაცია უნდა მოეხსნას. არავინ კითხულობს იმას, ამომრჩეველს ამ საკითხის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 15:22

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება

გამსვლელ სიაში ოცეულის შემდეგ თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი მოქმედი დეპუტატები და ახალი სახეები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

29 სექტემბერი 2020, 15:15

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს

მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019“ შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

29 სექტემბერი 2020, 15:06

COVID19

ევროკავშირი საქართველოს COVID-19-ის კრიზისის დაძლევისთვის 129 მილიონით დაეხმარება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა, ოლივერ ვარჰელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულებას, რომელიც დაეხმარება საქართველოს COVID-19- ის ეპიდემიის დაძლევაში. „COVID-19 პანდემიის გამო ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერის, რაც შეგვიძლია, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესზე“, - განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

29 სექტემბერი 2020, 15:03

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე დესტრუქციისა და მავნებლობის აშკარა გამოხატულებაა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე არის არა მხოლოდ პროვოკაციული, არამედ არაკომპეტენტურსაც ვუწოდებდი, რომ არ იცოდეს, რეალურად რამხელა ზიანი შეიძლება მოუტანოს საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 14:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან დიდი მადლობა ყველას - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის

ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური დებატების ბოლო განცხადების გაკეთება მე მომიწია მე- 9 მოწვევის პარლამენტში. ამიტომ, მე მინდა ჩემი დღევანდელი განცხადება მადლიერების გამოხატვას დავუთმო. ჩვენ ბევრი მადლობა მოგვისმენია საქართველოს პარლამენტში, ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიულიც კი, გადაჭარბებულიც, თუმცა ძალიან გულწრფელი მადლობაც ბევრი მოგვისმენია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 14:53

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 740 კოლოფი (14,800 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

რატი იონათამიშვილი

29 სექტემბერი 2020, 14:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება

სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სკამები არის ცარიელი. ეს სიმბოლურად განასახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი, უბრალოდ, აქ აღარ იქნება“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მავნებლობა და დესტრუქცია ერთ-ერთი საგანგებო რესურსია, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს

მიაქციეთ ყურადღება, რა პროცესები მიდის წინასაარჩევნო პერიოდში. მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

კახა კუჭავა

29 სექტემბერი 2020, 14:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა ოპოზიციაზე: ძალიან კარგად ხვდება ყველა, ვისთან აქვთ საქმე და რამდენად ფასადურია მათი ევროპელობა

მე მინდა კონკრეტულ ფაქტს შევეხო, საუბარი არის განცხადებებზე, რომ თურმე საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაუქმებელია და როგორც კი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, პირველი რასაც იზამენ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება. ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებების მოსმენა, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება ყველა საბოლოო ჯამში ვისთან აქვთ საქმე და რამდენად ფასადურია მათი ევროპელობა“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

29 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს

გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და მან მოგვიწოდა, რომ მომავალში გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კონსოლიდაცია დემოკრატიული პროცესებისა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ვიქტორ დოლიძე

29 სექტემბერი 2020, 14:33

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა

საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალექსანდრე წივწივაძე

29 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

16 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

„ოლიმპიური იმედების“ სახელწოდების მქონე შეჯიბრზე წივწივაძემ პირველი ადგილი 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე დაიკავა და კონკურენტებს სერიოზული უპირატესობით აჯობა. 16 წლის ქართველი ნიჩბოსანი დიდების ტურნირზეც გამოვიდა და B კატეგორიაში ფინალში გავიდა, A კატეგორიაში კი მეშვიდე პოზიცია დაიკავა.