imedi /  18 ნოემბერი 2019, 23:49 / სანდო წყარო

ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 37 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

რაც პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტთან აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება. აქციის დასრულების გადაწყვეტილება აქტივისტების ნაწილმა გააპროტესტა. ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის წინ მთელი ღამე დარჩებიან.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

მანამდე სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. 

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიის შესაბამისმა უწყებებმა აქციის დაშლამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს.

დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი აქციის გამო 2 დღე იყო გადაკეტილი.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

დავით ზალკალიანი

18 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება

ჩემთვის პატივია, ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონული გამოწვევების საპასუხოდ, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-გვერდზე.

18 ივნისი 2021, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში რომის პაპთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივნისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო, გაუმართლებელ მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა

პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

18 ივნისი 2021, 19:47

COVID19

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, უილიამ ბლერმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:34

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.

18 ივნისი 2021, 19:30

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შეათანხმა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შეათანხმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავსტრიელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

18 ივნისი 2021, 19:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება

საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.

18 ივნისი 2021, 19:03

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.

18 ივნისი 2021, 18:53

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივმა ოპერაციულმა შტაბმა ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა განიხილა

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივმა ოპერაციულმა შტაბმა სხდომა გამართა, რომელზეც, COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, განიხილეს და თანხმობა მისცეს ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმის დასამტკიცებლად. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

18 ივნისი 2021, 18:47

საზოგადოება

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

საქართველოში ბოლო ათწლეულში ტურისტული ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. უამრავი მცირე თუ მსხვილი კომპანიაა ჩართული შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაში, თუმცაღა ეს ყველაფერი, ძირითადად, სტანდარტულ მომსახურებასა და უკვე არაერთგზის ნაცად იდეებს ეფუძნება.