imedi /  02 დეკემბერი 2019, 15:26 / სანდო წყარო

მცხეთაში აქტივისტები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

აქცია მცხეთაში

აქცია მცხეთაში

მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ადგილიდან გაიყვანა, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. უცნობია ისინი დაკავებულები არიან თუ უბრალოდ სიტუაციას გაარიდეს. 

ბიუროსთან აქციას მოძრაობა "გაბედე" მართავდა, რა დროსაც მოძრაობის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, შორის, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულის ჩაგდებას თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 

 

 

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 12:30

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

27 მაისი 2026, 12:29

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 მაისი 2026, 12:28

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.

27 მაისი 2026, 12:27

საზოგადოება

ბავშვთა დაცვის დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი აქტივობები გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე

27 მაისი 2026, 12:27

საზოგადოება

კახა კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ - ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის“.

27 მაისი 2026, 12:25

საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

27 მაისი 2026, 12:24

რეგიონი

სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია“.

27 მაისი 2026, 12:22

ჯანდაცვა

თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარ იმისთანებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ

ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარ იმისთანებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან

მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 12:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე

„სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე , როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

27 მაისი 2026, 12:02

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მოჰამედ ოდე

27 მაისი 2026, 11:59

მსოფლიო

„ცაჰალმა“ „ჰამასის“ ახალი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) გუშინ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის მოჰამედ ოდეს ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას „ცაჰალი“ ავრცელებს.

27 მაისი 2026, 11:58

საზოგადოება

თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ფეისბუკის ერთი ფრენდლისტი ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება

ეს სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი, რომელიც მზად არის დაამხოს ქვეყანა და დაუქვემდებაროს სხვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით

„ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ვნახოთ, დაველოდოთ. მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რაც აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2026, 11:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე: მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა

მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით.

27 მაისი 2026, 11:47

სამართალი

,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

27 მაისი 2026, 11:46

რეგიონი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.