თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ფოტო: ვერიკო ახალაძე
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა. 32 წლის ქალი გარდაიცვალა, მისი 22 წლის ძმა კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმის, მაია თოფჩიშვილის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 22 წლის კაცი ოჯახის წევრების მოთხოვნით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო და უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 17:38
მსოფლიო
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს
გერმანიის პარლამენტში ხმაური იყო. ერთმანეთს კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი დაუპირისპირდნენ. ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებასა და ომის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, ასევე დაუწუნა მიგრაციული პოლიტიკაც.
09 სექტემბერი 2026, 17:36
პოლიტიკა
გია ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.
09 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს
თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 17:27
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა ნატალი ჰარპსა და თეთრი სახლის სხვა თანამშრომლებს სადღესასწაულო საჩუქრად 45 000 დოლარი გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოთხ თანამშრომელს, მათ შორის აღმასრულებელ ასისტენტ ნატალი ჰარპს მნიშვნელოვანი სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა - 45 000 დოლარი. ინფორმაციას The Guardian-ი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფინანსურ დეკლარაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 17:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას [„ასავალ -დასავალი“] უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღოს ამ პოლიტიკურ ასპარეზზე
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას [ასავალ-დასავალი] უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დავით გარეჯის ირგვლივ საკითხზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა, იუწყება POLITICO.
09 სექტემბერი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი სპეკულაცია დავით-გარეჯთან დაკავშირებით ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული
„ნებისმიერი სპეკულაცია დავით-გარეჯთან დაკავშირებით ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი და, იმედია, ყველაფერს ძალიან მალე მოეფინება ნათელი“, - აღნიშნა სამხარაძემ.
09 სექტემბერი 2026, 17:17
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან ერთად იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.
09 სექტემბერი 2026, 17:06
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 16:58
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით, ასევე, ინვესტიციის მოცულობით“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 16:57
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები, კიევს გადასცეს
ოფიციალური ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები, კიევს გადასცეს, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.
09 სექტემბერი 2026, 16:56
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ბათუმი-სარფის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის, ისე აჭარის განვითარებისთვის
დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. საუბარია ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე. ეს არის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ათვისების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
09 სექტემბერი 2026, 16:47
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 114,84 გრ. ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი „მარიხუანა“, რომლის ნაწილი, 7 შეკვრად დაფასოებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სხვადასხვა ადგილას განათავსეს.
09 სექტემბერი 2026, 16:40
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
09 სექტემბერი 2026, 16:36
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა, ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის კონფერენციასა და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 16:34
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა.
09 სექტემბერი 2026, 16:21
საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 16:06
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას
მარტა კოსის განცხადება საგულისხმოა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან. - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
09 სექტემბერი 2026, 15:49
მსოფლიო
The Guardian: ევროპელებს ერთიანი ევროპის ხილვა სურთ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ამ მიზნის მიღწევას
The Guardian-ის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობას, ერთიანი და ძლიერი ევროკავშირი სურს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობას.
09 სექტემბერი 2026, 15:44
პოლიტიკა
იაგო ხვიჩიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თავისუფლების მტერი უწოდა
„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“ - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.


