თბილისში, ძმობის ქუჩაზე ხანძარია
ფოტო: არქივი
ნაძალადევის რაიონში ხანძარია. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძმობის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის.
მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 20:22
პოლიტიკა
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ხელისუფლება კიშინიოვის და ბრიუსელის გადაწყვეტილებებს გმობს. დეტალები „ქრონიკაში“
კიშინიოვში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიება სამმა ქართულმა მაუწყებელმა, მათ შორის „იმედმა“ მოლდოვის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო გამოტოვა. აკრედიტაციაზე უარს საქართველოს პირველმა დიპლომატმა შემაშფოთებელი ფაქტი უწოდა. მოლდოვამ თავი ბრიტანეთის ასევე უსაფუძვლო გადაწყვეტილებით იმართლა, ევროპის საბჭომ კი მედიის შეზღუდვა რეაგირების გარეშე დატოვა.
15 მაისი 2026, 20:17
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი გეგმავს უკრაინაზე ან ნატოზე თავდასხმას ბელარუსის ტერიტორიიდან
რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებთან შეხვედრის გამართვის შემდეგ.
15 მაისი 2026, 20:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მონაწილეებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაკა ბოჭორიშვილმა ორმაგ სტანდარტებზე, ასევე, დემოკრატიის სახელით დემოკრატიისთვის გამოცხადებულ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება; სოლიდარობა უკრაინას, რუსეთის ოკუპაცია საქართველოში, მშვიდობის მნიშვნელობა და ხელისუფლების უცვლელი პოლიტიკა.
15 მაისი 2026, 20:08
მსოფლიო
ტრამპის თქმით, მან უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა სი ძინპინისთვის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში
დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ მან უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა სი ძინპინისთვის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, თუ ჩინეთი მას თავს დაესხმებოდა.
15 მაისი 2026, 19:58
პოლიტიკა
პარლამენტის წევრებმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის და ფონდი „ქართული გალობის“ მიერ ორგანიზებულ, მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნით სესიას დაესწრნენ.
15 მაისი 2026, 19:45
მსოფლიო
POLITICO: პოლონეთისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჰეგსეტის გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ
პოლონეთისთვის, რომელიც ევროპაში აშშ-ის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ, - წერს გამოცემა POLITICO.
15 მაისი 2026, 19:38
საზოგადოება
მომსახურების სააგენტოს დირექტორმა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა შალვა კბილაშვილმა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახურის თანამშრომლებთან და მათ ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
15 მაისი 2026, 19:25
მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: ომის ფონზე ჩინეთი უფრო მეტ ამერიკულ ნავთობს შეიძენს
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინი - ირანული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი - ომის ფონზე უფრო მეტ ამერიკულ ნედლ ნავთობს შეიძენს.
15 მაისი 2026, 19:06
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ევროპარლამენტში ხშირია ხაზგასმა თავისუფალ მედიაზე, თუმცა, ეს რიტორიკა ფუჭია, რადგან გამოხატვის თავისუფლება ამ დაწესებულებაში, როგორც ჩანს, მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც ერთსა და იმავე შეხედულებებს იზიარებს
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
15 მაისი 2026, 18:54
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი ყოველთვის იქნება უსაფრთხოების მცველი ჰორმუზის სრუტეში
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მას „ნაყოფიერი შეხვედრა“ ჰქონდა თავის ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.
15 მაისი 2026, 18:48
საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით მის სახლ-მუზეუმში ღონისძიებები მიმდინარეობს
ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსხურდიას სახლმუზეუმში ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამოიფინა უიშვიათესი ექსპონატები, რომელიც მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდა.
15 მაისი 2026, 18:43
საზოგადოება
ნიკუშა შენგელაია: ამ წლის 17 მაისი განსაკუთრებულად ემოციურია. ვფიქრობ, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ვინაიდან ეს დღე დააარსა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
„ამ წლის 17 მაისი განსაკუთრებულად ემოციურია. ვფიქრობ, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ვინაიდან ეს დღე დააარსა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ.
15 მაისი 2026, 18:40
მსოფლიო
ტრამპის თქმით, ის განიხილავს სანქციების მოხსნას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი განიხილავს იმ ჩინური კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.
15 მაისი 2026, 18:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი საქართველო-უკრაინაზე: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველთვის უპრიანია უშუალოდ გვქონდეს საუბარი, ვიდრე ცალკეული ბიუროკრატები გამოვიდნენ და ომში ჩართვა მოუწოდონ საქართველოს
დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველთვის უპრიანია უშუალოდ გვქონდეს საუბარი, ვიდრე ცალკეული ბიუროკრატები გამოვიდნენ და ომში ჩართვა მოუწოდონ საქართველოს, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.
15 მაისი 2026, 18:28
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, მან და სი ძინპინმა ტაივანის საკითხი ძალიან დეტალურად განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ მან და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეხვედრების დროს „ძალიან დეტალურად“ განიხილეს ტაივანის საკითხი და კუნძულისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვის თემა.
15 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
ტრამპი: ირანის უახლესი წინადადების პირველი წინადადება მიუღებელი იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანის უახლესი წინადადების პირველი წინადადება „მიუღებელია“. მისი მტკიცებით, ირანმა უკან დაიხია საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ არსებული პოზიციიდან.
15 მაისი 2026, 18:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი
გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
15 მაისი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინთან კომუნიკაცია ჰქონდა და აღნიშნავს, რომ მათ „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩრდილოეთ კორეს ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან და მათ შორის არსებული ურთიერთობა შეაფასა, როგორც „ძალიან კარგი“.
15 მაისი 2026, 18:11
პოლიტიკა
იონათამიშვილი: რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონია მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში. იციან, რომ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ისევ გარეთ ეძებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ
ფაქტობრივად, ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ 26 მაისი [დაანონსებული აქცია] ჩავარდა, ისინი უკვე ავლენენ მკაფიო გამოხატულ ნიშნებს როგორც აგონიის, ასევე პანიკის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
15 მაისი 2026, 18:10
კულტურა
კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა დავით ბანუჩიანმა მოაწერეს ხელი.


