imedi /  17 ივნისი 2020, 00:15 / სანდო წყარო

ამირან სალუქვაძე: ბრიფინგმა ბევრი კითხვა გააჩინა, თუმცა სრული ანალიზისთვის ჩვენ საკმარისი მასალები არ გვაქვს

ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე

გვაქვს ბრიფინგი, რომელმაც ბევრი კითხვა დაბადა და ანალიზს მოითხოვს, თუმცა სრული ანალიზისთვის ჩვენ მასალები არ გვყოფნის. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რადგან გამორიცხულია, რომ ასეთ ხმაურიან თემას არ მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები სუსის მხრიდან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი ბრიფინგის მასალებზე დაყრდნობით. სუსის განცხადებაში არის მხოლოდ მინიშნება, თუ რა საქმის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მოქალაქე - საუბარია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე. გვაქვს ბრიფინგი, რომელმაც ბევრი კითხვა დაბადა და ანალიზს მოითხოვს, თუმცა სრული ანალიზისთვის ჩვენ მასალები არ გვყოფნის. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რადგან გამორიცხულია, რომ ასეთ ხმაურიან თემას არ მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები სუსის მხრიდან. გამოძიების შედეგები შეიძლება იყოს ნაყოფიერი ან მწირი. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის დაკავების შემდეგ მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო ქმედებები - დაწყებული დაკითხვიდან. ეს დაკითხვა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და თუ ის პროფესიონალი მკვლელია, ის მარტივად არ ალაპარაკდება და არ ითანამშრომლებს. რაც შეეხება კვალს, უნდა იყოს უამრავი მასალა, თუ ეს ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში. დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს მილიონია გადახდილი ამ საქმეში. რას აკეთებდა ეს ადამიანი უკრაინაში, შემდეგ კი კვირების განმავლობაში აქ - ეს ყველაფერი ბადებს კითხვებს. ჩვენ ვიცით, რომ კადიროვი საკმაოდ დამოუკიდებელი ფიგურაა და პუტინის პირადი მფარველობის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტდა ამ დანაშაულის განხორციელებას, ის ამას სპეცსამსახურებთან არ შეათანხმებდა. ხოლო თუ მან დავალება მიიღო, ამ შემთხვევაშიც კოორდინაცია სპეცსამსახურებთან ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, გაურკვეველია ისიც, რატომ გაიმართა ეს ბრიფინგი 15-ში, მაშინ როდესაც ეს ადამიანი 12 ივნისს დააკავეს. მოსახლეობას მოსწონს ეს თუ არა, გიორგი გაბუნია არის საქართველოს მოქალაქე. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ იგეგმება დანაშაული, ეს უნდა იყოს ჩვენი ამომავალი წერტილი და არა რაღაც სხვა სიმპატიები. ჩვენზე მეტად მის სიცოცხლეზე მის უშუალო ხელმძღვანელს უნდა ეზრუნა. ჩემი აზრით, როდესაც გაქვს ინფორმაცია, რომ შეკვეთილი მკვლელობა იგეგმება, წესით არ უნდა დაიცვა სიჩუმე. გამოთქმული არგუმენტები ჩემთვის დამაჯერებელი არაა“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ყველა სიახლე

16 მაისი 2026, 01:33

მსოფლიო

Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ხუთშაბათს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, მიმდინარე წელს არის წარმოებული დასავლური კომპონენტებით, რაც ხაზს უსვამს მოსკოვის უნარს, გვერდი აუაროს სანქციებს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 მაისი 2026, 00:11

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი პრეზიდენტის ოფისის შენობასა და სახელმწიფო რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავს

რუსეთი გეგმავს დაარტყას პრეზიდენტის ოფისს კიევში და პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციას კონჩა-ზასპაში, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრის შემდეგ.

16 მაისი 2026, 00:05

პოლიტიკა

თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა 36 ქვეყანამ. რეზოლუციას არ შეუერთდა თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

15 მაისი 2026, 23:17

მსოფლიო

BBC: ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს

ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

15 მაისი 2026, 23:02

მსოფლიო

მერცი: მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ ის აღარ მისცემდა ახალგაზრდებს რეკომენდაციას, სამუშაოდ ან სასწავლებლად აშშ-ში გადასულიყვნენ. მიზეზად მან ამერიკაში არსებული „სოციალური კლიმატის“ გაუარესება დაასახელა.

15 მაისი 2026, 22:53

მსოფლიო

აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა

აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა.

ვან ი

15 მაისი 2026, 22:30

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით.

ირაკლი ზარქუა

15 მაისი 2026, 22:04

პოლიტიკა

ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.

ირაკლი ხელაძე

15 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2026, 21:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

ვან ი

15 მაისი 2026, 21:35

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ პეკინის დასკვნით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2026, 21:35

პოლიტიკა

პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება.

თინათინ რუხაძე

15 მაისი 2026, 21:30

კულტურა

თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.

15 მაისი 2026, 21:13

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მონაწილეობდა

საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 მაისი 2026, 21:08

კულტურა

დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა დიდი შემოქმედის ცხოვრების ქრონიკას ასახავს. ექსპონატების გარკვეული ნაწილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.

15 მაისი 2026, 20:53

სამართალი

ქართულ-ესპანური საპოლიციო თანამშრომლობა - დაკავებულია დაჯგუფების 13 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდებულები 30-მდე ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. ხმაურიანი დაპატიმრებები საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

15 მაისი 2026, 20:48

საზოგადოება

17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

12 წელია 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. წელს პირველ სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. დილის 11 საათიდან კი ქაშუეთიდან სამებამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.

15 მაისი 2026, 20:44

ეკონომიკა

კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს.

15 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

ევროინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი რეგიონში - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში და შეხვედრა რომის პაპთან. დეტალები „ქრონიკაში“

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან და შეხვედრები ვატიკანში.

15 მაისი 2026, 20:35

რეგიონი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.