პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავეს
ფოტო: არქივი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, გორში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ Facebook-ის დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა.
„მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს“- აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 11:47
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაში Tourism EXPO Japan მონაწილეობს
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.
26 სექტემბერი 2026, 11:40
მსოფლიო
DW: უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, რადგან უკმაყოფილოა კარპატეთში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობით. ინფორმაციას Deutsche Welle ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 11:38
სამართალი
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“.
26 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელების შესახებ ექსპერტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებების დროს აუცილებელია კონკრეტული პროექტების, საინჟინრო სირთულისა და ქვეყნის რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება.
26 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეკა გიგაურმა საჭიროდ ჩათვალა, თავის მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოეხსენიებინა - მანამდე კი არ ჰყოფნიდა არც კომპეტენცია და არც შესაძლებლობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. შემდეგ თავისივე თანაგუნდელებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა და ვხედავთ, რაც გააკეთა
ეკა გიგაური და მსგავსი „ეჯეოშნიკები“ არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი, თუ ესენი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
26 სექტემბერი 2026, 11:18
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთის ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია. ობიექტზე ხანძარი გაჩნდა
რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 26 სექტემბრის ღამით უკრაინული დრონებით სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 11:05
პოლიტიკა
„გაკვირვებია აგენტურას, თუ რატომ ვახსენე, რომ მჩხიბავები მიჰყავდათ „უწყვეტ“ აქციებზე და „სატანისტურ“ რიტუალებს ატარებდნენ“ - ლევან მაჭავარიანი საპროტესტო აქციებზე ჩატარებულ რიტუალებს იხსენებს და ვიდეოს აქვეყნებს
მჩხიბავები აქციებზე და რიტუალები, 2024-2025 წლების მოვლენებს და აქტივისტთა ქმედებებს ლევან მაჭავარიანი იხსენებს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფეისბუკში აქვეყნებს კადრებს, სადაც პროტესტის მონაწილეთა ქცევებია ასახული.
26 სექტემბერი 2026, 10:38
ეკონომიკა
საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ სამი გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა
სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
26 სექტემბერი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
26 სექტემბერი 2026, 10:28
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია, ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
26 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
26 სექტემბერი 2026, 10:19
მსოფლიო
Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა ჩავიდეს მოსკოვში და პუტინს შეხვდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავ მოუწოდა რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასულიყო, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის არაერთი უარისა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 10:16
თავდაცვა
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.
26 სექტემბერი 2026, 10:03
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.
26 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 09:35
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.
26 სექტემბერი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში
26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
26 სექტემბერი 2026, 08:29
მსოფლიო
The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა
The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
26 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?


