19 ივნისი 2020, 10:23 / სანდო წყარო

მცხეთაში საპატრულო პოლიციის შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, სამინისტროს სისტემური
განახლების ფარგლებში, მცხეთაში საპატრულო პოლიციის განახლებული შენობა და
ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

შენობა აღიჭურვა ახალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით. განახლებულია როგორც
შენობის ინტერიერი, ასევე, გარე პერიმეტრი.

შენობაში მოწყობილია დასაკითხი და ნივთმტკიცების ოთახები, საკონფერენციო და
სპორტული დარბაზები. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე
პირებისთვის. პატრულ-ინსპექტორებისთვის მოეწყო მოსასვენებელი ოთახები.

ამავე შენობაში განთავსდა ერთიანი მომსახურების ცენტრი.

თბილისისა და რუსთავის შემდეგ, მცხეთა მესამე ქალაქია, სადაც მოსახლეობა
50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს, მათ შორის:
მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით
შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი
სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობა და სხვ.

საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი
აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და
ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. განახლებულ შენობაში საპატრულო
პოლიციის 32 თანამშრომელი იმუშავებს.

მცხეთის ერთიანი მომსახურების ცენტრში დანერგილია განაცხადების ელექტრონული
ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების
ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

მომსახურების ცენტრში, ასევე განთავსებულია “ლიბერთი ბანკის” ფილიალი,
სადაც მოქალაქეები შეძლებენ ჯარიმების გადახდას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, გარდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობისა,
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნაკლები დროის
დანახარჯით, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სამინისტროს სხვადასხვა
მომსახურებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონული
კომპონენტის დანერგვით საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების
ეფექტიანობა და მცირდება სასურველი მომსახურების მიღების დრო“, - აცხადებენ შსს-ში.

ყველა სიახლე

კიმ კარდაშიანი

11 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი თეთრეულის საკუთარი ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა

ამერიკელმა მეწარმემ და რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ მონაწილე კიმ კარდაშიანმა თეთრეულის საკუთარი ბრენდის Skims-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოები დღეს კომპანიის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

11 ივლისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

Vogue-ის ბრიტანული ვერსიის მოდელი ორი წლის გოგო პირველად გახდება

მოდის ჟურნალ Vogue-ის ბრიტანული ვერსიის მოდელი ორი წლის გოგო ჯიჯი ჰობსი პირველად გახდება. ამის შესახებ The Sun წერს. გოგოს დედის სოფი ჰოვარდის ინფორმაციით, ჟურნალის ახალ ნომერში მისი საბავშვო ბრენდის Gigi Vi Boutique-ს რეკლამა დაიბეჭდება. ახალი კოლექციის ჩვენებაში ჯიჯი ჰობსი ​მონაწილეობს, რომლის ფოტოც Vogue-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

11 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

ინდონეზიაში 4-მეტრიანმა პითონმა 13 წლის ბიჭი მოგუდა

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თავისუფალ დროს გველებსა და ხვლიკებს იჭერდა. ტრაგედიის დღეს ბიჭმა მდინარის პირას გიგანტური პითონი შენიშნა და მისი დაჭერის მიზნით თავი დაუჭირა, ქვეწარმავალმა კი საპასუხოდ, მას ყელზე შემოეხვია და გაგუდა.

„ტრიუმფალური თაღი“

11 ივლისი 2020, 00:26

კულტურა

რენე მაგრიტის „ტრიუმფალური თაღი“ 22,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბელგიელი სიურეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ნახატი „ტრიუმფალური“ თაღი Сhristie's-ის აუქციონზე 17,8 მილიონ გირვანქად (22,5 მილიონი დოლარი) გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააუქციონო სახლის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ანჯელინა ჯოლი ცვილის ფიგურა

11 ივლისი 2020, 00:15

ტაბლოიდი

სტამბოლში „მადამ ტიუსოს მუზეუმის“ ცვილის ფიგურებს პირბადეები გაუკეთეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ „მადამ ტიუსოს მუზეუმი“ გაიხსნა, ცვილის ფიგურებს კი პირბადეები გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ცვილის ფიგურები სოციალური დისტანცირების წესების დაცვით არიან განლაგებულები. სტამბოლში მადამ ტიუსოს მუზეუმი 17 მარტს დაიხურა.

11 ივლისი 2020, 00:11

თემა

არსებობს თუ არა პლუტონზე ოკეანე და რა უნდა ვიცოდეთ ამ ჯუჯა პლანეტის შესახებ?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის, New Horizons- ის მეშვეობით გადაღებული ფოტოების ბოლოდროინდელი ანალიზის მიხედევით, პლუტონი ჩამოყალიბებისთანავე იმდენად თბილი ყოფილა, რომ მის ზედაპირზე ოკეანე არსებობდა. უფრო მეტიც, სტატიის ავტორთა აზრით, მსგავსი ოკეანეები შეიძლება იყოს სხვა ჯუჯა პლანეტებზეც, რომლებიც ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობენ. ზოგადად, ყინულოვანი ოკეანეები მზის სისტემაში, სიცოცხლისთვის საჭირო პირობების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია. თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი და რა ხდება მათი მრავალკილომეტრიანი ფენის ქვეშ.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 23:53

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: თიბისი ბანკი იყო პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გააკეთა.

აშშ-ის კონგრესი

10 ივლისი 2020, 23:47

მსოფლიო

აშშ-ის სენატი აია-სოფიაზე: ერდოღანის დღევანდელი გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი რობერტ მენენდესი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლუკა კულულაშვილი და ლევან მართაშვილი

10 ივლისი 2020, 23:47

საზოგადოება

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა. გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების - ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

ერდოღანი აია-სოფიაზე: მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

შოთა არველაძე

10 ივლისი 2020, 23:15

პოლიტიკა

შოთა არველაძე შენგელიას ტრანსფერზე: არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა და ერთი ადამიანის ამოჩემება

ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე წერს, რითაც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლას ეხმაურება.

10 ივლისი 2020, 23:02

კულტურა

UNESCO აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერებაზე სინანულს გამოთქვამს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დირექტორი ოდრი აზულე გამოეხმაურა თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერების შესახებ. გამოხმაურება ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 22:50

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: სააკაშვილმა მაიძულა, ტელეკომპანია „მზე“ დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად გადამეცა

მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე და მაიძულა ტელეკომპანია „მზის“ დათმობა. 1 ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

10 ივლისი 2020, 22:46

ეკონომიკა

Bloomberg: მსოფლიოს მსხვილი ბანკები 2021 წელს დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ

მსოფლიოს მსხვილი ბანკები, 2021 წელს აშშ დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ. ვალუტა ძალას დაკარგავს, ამის შესახებ Bloomberg წერს.

10 ივლისი 2020, 22:33

COVID19

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 565 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

10 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის დღევანდელ დისტანციურ სხდომაზე მიიღეს. ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 და 14 სექტემბერს თასის გათამაშების საწყისი ეტაპის მატჩების გამართვაა დაგეგმილი. წინა სეზონებისგან განსხვავებული კი ის არის, რომ ზამთრის შესვენება შემოკლებულია და ბუნდესლიგის მეორე წრე იანვრის პირველ რიცხვებშივე დაიწყება. ამის მიზეზი ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატია, რის გამოც ყველა საკლუბო ტურნირი მაისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც „ვერცხლის სინი“ ოცდამეათედ მოიპოვა.

ჯონი ტატუნაშვილი

10 ივლისი 2020, 22:02

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის თანამდებობას იკავებდა.

10 ივლისი 2020, 21:57

სპორტი

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და „ოქროს ხელთათმანი მიიღო. 34 წლის ლორიამ 13 შეხვედრაში არც ერთი ბურთი არ გაუშვა, რაც კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ აელტან ურთულესი ბურთი მოიგერია და ეს მომენტი საუკეთესოდ აღიარეს. კვიპროსის უმაღლესი ლიგა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო მაშინ შეწყვიტა, როდესაც „ანორთოსისსა“ და „ომონიას“ ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ და თემურ ქეცბაიას გუნდი ოქროს მედლებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და უმაღლეს ლიგაში 12-ის ნაცვლად 14 კლუბი ითამაშებს.

კორონავირუსი თურქეთი

10 ივლისი 2020, 21:42

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში COVID-19-ს 5 323 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 003 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ვირუსი 210 965 ადამიანს დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 191 833 პაციენტი.

მაიკლ რაიანი

10 ივლისი 2020, 21:24

COVID19

ჯანმო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს.