გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე შსს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი შაქარაშვილი
ფოტო: Facebook
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.
გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 05:16
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი უარყოფს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ისრაელმა რეგიონული არასტაბილურობა გამოიწვიეს და აღნიშნა, რომ „ეს სიმართლისგან ძალიან შორს არის“.
06 მარტი 2026, 05:11
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა, ხოლო პერსონალს, გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის ბრძანება მიეცა.
06 მარტი 2026, 05:07
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-მა გასცა დროებითი, 30-დღიანი ნებართვა, რათა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლება მიეცეთ
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა გასცა დროებითი, 30-დღიანი ნებართვა, რათა „ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლება მიეცეთ“.
06 მარტი 2026, 04:59
მსოფლიო
The New York Times-ის ანალიზი ვარაუდობს, რომ ირანში გოგონათა სკოლა, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზის გვერდით მდებარეობს, აშშ-მა შემთხვევით დაბომბა
The New York Times-ის მიერ ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ 28 თებერვალს სამხრეთ ირანში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 175 ადამიანი იმსხვერპლა, იმავე დროს მოხდა, როდესაც აშშ-მა იერიშების სერია მიიტანა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილ მომიჯნავე საზღვაო ბაზაზე.
06 მარტი 2026, 04:44
მსოფლიო
მედია: აშშ-მა გამოსცა დროებითი ნებართვა, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის ინდოეთისთვის მიყიდვის საშუალებას იძლევა
აშშ-მა გამოსცა დროებითი ნებართვა, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის ინდოეთისთვის მიყიდვის საშუალებას იძლევა.
06 მარტი 2026, 04:36
მსოფლიო
მარკ რუტე: ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო
ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო, - განუცხადა ხუთშაბათს Reuters-ს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
06 მარტი 2026, 04:21
მსოფლიო
ტრამპი ირანში ოპერაციის დროს ბენზინზე ფასების ზრდის შესახებ: მე ეს საერთოდ არ მაწუხებს - თუ მოიმატებს, დაე, მოიმატოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის შეშფოთებული აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია ირანთან გაფართოებული კონფლიქტით.
06 მარტი 2026, 04:14
მსოფლიო
ტრამპი: ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია
ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე.
06 მარტი 2026, 04:00
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი: ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების
ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების, - განუცხადა Sky News-ს გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა.
06 მარტი 2026, 03:54
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის ომის უფლებამოსილებების შეზღუდვის მცდელობა დაბლოკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის უფლებამოსილებებს ზღუდავდა ირანის წინააღმდეგ შეტევის გასაგრძელებლად.
06 მარტი 2026, 03:47
მსოფლიო
ტრამპი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ირანის სამხედრო ძალებს ჩაბარებისკენ, ხოლო ირანელ ხალხს - აჯანყებისა და იმ თეოკრატიული მთავრობის დამხობისკენ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს.
06 მარტი 2026, 03:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
06 მარტი 2026, 03:26
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკას საბრძოლო მასალის დეფიციტი არ აქვს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს შემტევი ან თავდაცვითი იარაღის დეფიციტი, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პენტაგონი სასწრაფოდ ცდილობს ჩამჭრელი რაკეტების მარაგების შევსებას.
06 მარტი 2026, 03:20
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანის შემდეგ აშშ კუბაზე გადაერთვება - „ეს მხოლოდ დროის საკითხია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებას კუბაზე გადაიტანს მას შემდეგ, რაც ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები დასრულდება.
06 მარტი 2026, 03:12
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანმა „შეთანხმების დადება“ სთხოვა - „მე ვუთხარი: ცოტა დაგაგვიანდათ, ახლა ჩვენ მათზე მეტად გვინდა ბრძოლა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მას დაუკავშირდა ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევის იმედით.
06 მარტი 2026, 03:03
მსოფლიო
ტრამპი ირანელ დიპლომატებს თავშესაფრის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელ დიპლომატებს „მთელ მსოფლიოში“, რომ თავშესაფარი მოითხოვონ.
06 მარტი 2026, 02:56
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა „მხოლოდ ახლა დაიწყო“ - „ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგები სავსეა, ჩვენი ნება კი ურყევი“
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში სიტყვით გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ერთპიროვნულად აკონტროლებს ირანში მიმდინარე აქტივობების განრიგს და ასე გააგრძელებს „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიოს“ თავის მიზნებს.
06 მარტი 2026, 01:52
მსოფლიო
The Washington Post: ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო კამპანიამ ირანის წინააღმდეგ გაანადგურა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მწყობრიდან გამოიყვანა კრიტიკული სამხედრო მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურა და საბრძოლო შესაძლებლობები, ასევე დააზიანა სამოქალაქო შენობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა“.
06 მარტი 2026, 01:23
მსოფლიო
ზელენსკი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე: პირადად მე მას არ აღვადგენდი - იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა უკრაინისთვის პრინციპულად მიუღებელია.
06 მარტი 2026, 01:10
მსოფლიო
The Wall Street Journal: გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს
ხუთშაბათს, გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს, რაც ვაშინგტონის მოსკოვთან მზარდ დაახლოებაზე მიუთითებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.


