imedi /  26 ივნისი 2020, 16:29 / სანდო წყარო

ირაკლი მუმლაძის ადვოკატი: ჩხუბში მონაწილეობდა, თუმცა ვინმეს ცემის ფაქტს არ ადასტურებს

დათუნა მოდებაძე

დათუნა მოდებაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ერთ-ერთი დაკავებულის, ირაკლი მუმლაძის ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა გამოძიებას სიმართლე უთხრა იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც საკუთარი თვალით ნახა.

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩხუბში მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა ვინმეს ცემის ფაქტს არ ადასტურებს. ბრალდებული ასევე ვერ აკონკრეტებს, დაინახა თუ არა მან გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი.

„ირაკლი მუმლაძემ სიმართლე მიაწოდა გამოძიებას, რაც მოხდა და რაც ნახა თავისი თვალით. იმყოფებოდა ვერცხლისფერ „მერსედესში“, როდესაც ჩადიან და ჩხუბში აქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა არ ადასტურებს ვინმეს ცემის ფაქტს. ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, კატეგორიულად გამორიცხავს ხელში რამეს ჭერას. შაქარაშვილი დაინახა თუ სხვა პირები, ამას ვერ მიკონკრეტებს, რადგან სახელებითა და გვარებით არავინ იცის.

ირაკლი მუმლაძე იმყოფებოდა წვეულებაზე და იმყოფებოდა „მერსედესში“. ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი, არ ვიცი რას ედავებიან. როდესაც „მერსედესით“ ჩავიდნენ ავტობანზე, იქ მოხდა ჩხუბი - ამას ადასტურებს. შემდეგ „ქამრის“ ჩასვლის შესახებ არაფერი იცის. ესენი ჩავიდნენ თუ არა, გადმოდიან მანქანიდან და იწყებენ ჩხუბს ისინიც და ესენიც, ორმხრივი კონფლიქტია. მუმლაძეს დაზიანებები არ აქვს, მისთვის დაზიანება არ მიუყენებიათ და არც მას მიუყენებია სხვისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შსს ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. დაკავებულთა უმრავლესობა დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მათთან უკვე მიდიან ადვოკატები.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი კაროლ ნავროცკი

08 ივლისი 2026, 21:58

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი პოზიცია ორმხრივ დაძაბულობასთან დაკავშირებით უცვლელია - ვფიქრობ, რომ პოლონეთმა და მთელმა ევროპამ არ უნდა მოითმინონ უკრაინის ამბოხებულთა არმიის ჯარისკაცების განდიდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ნატოს სამიტის კულუარებში მოლაპარაკებები გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, კაროლ ნავროცკისთან.

08 ივლისი 2026, 21:44

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო: ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა

ულტურის სამინისტროს პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან ომი ხელახლა არ დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სიმყარესთან დაკავშირებული ეჭვებისა, არ ფიქრობს, რომ ირანთან ომი „ხელახლა დაიწყება“.

08 ივლისი 2026, 21:20

საზოგადოება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიის მიმდებარედ კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 21:10

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ირანის ენაზე ვსაუბრობთ - თუ ისინი დაგვარტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლებას არ ელოდება.

08 ივლისი 2026, 21:05

სამართალი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძეც ფიგურირებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2026, 20:50

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:48

მსოფლიო

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ - მათ მითხრეს, „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო აშშ-ის მიმართ გამოხატული „დიდი სიყვარული“, რომელიც ნატოს წევრებთან შეხვედრისას სუფევდა, და თავი მოიწონა იმით, რომ მსოფლიო ლიდერებმა მადლიერება გამოხატეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით მისი ძალისხმევის გამო.

08 ივლისი 2026, 20:44

პოლიტიკა

სააკაშვილის დაანონსებული რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - როგორ ანაწილებს როლებს მსჯავრდებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ნაცვლად, ჯერ არშექმნილ საბჭოში გამოუნახა. პარტიის მოქმედ ლიდერებს კი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

08 ივლისი 2026, 20:39

სამართალი

სიტყვის თავისუფლება აზრის გამოხატვაა და არა შეურაცხყოფის მიყენება - შსს-ს ახალი სამმართველოს საქმიანობის შედეგები და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიტყვის თავისუფლება აზრის გამოხატვაა და არა შეურაცხყოფა. შსს-ს ახალი სამმართველოს ამოქმედების შემდეგ, სოციალურ ქსელში გინებისა და ბულინგისთვის მოქალაქეებს სოლიდური ჯარიმების გადახდა უწევთ.

08 ივლისი 2026, 20:30

ეკონომიკა

მილიონ 360 ათას ტონაზე მეტი ტვირთი მხოლოდ ივნისში - ბოლო ათწლეულის რეკორდი საქართველოს რკინიგზაში და შუა დერეფნის მზარდი როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზამ ათწლეულის რეკორდი აჩვენა.

08 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ვინ რისთვის იმუშავა ჰააგაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ჰააგაში - პოლიტიკური რეალობის დამახინჯება და ფაქტების გაყალბება, - ასე აფასებს საპარლამენტო დელეგაცია დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მოამზადა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

08 ივლისი 2026, 20:26

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში და მაღალი დონის შეხვედრები. „ქრონიკა“ შვეიცარიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაეროს ღონისძიებაზე გამოსვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის ჯანდაცვის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების გენერალურ დირექტორებთან.

ბაჩო ოდიშარია

08 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

08 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები. პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები; პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

08 ივლისი 2026, 20:04

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:04

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა კუნძულ ხარკზე კონტროლი დაამყაროს

ნატოს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

08 ივლისი 2026, 19:49

საზოგადოება

ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

08 ივლისი 2026, 19:34

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ზელენსკი პოლონეთის წინააღმდეგ „გაუმართლებელი ესკალაციისთვის“ გააკრიტიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.