imedi /  27 ივნისი 2020, 20:16 / სანდო წყარო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 18 ივნისს, გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე - მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება. ამისთვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თავის მხრივ ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ. ავტომობილში - თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ., რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით. აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ., რომლებიც თავის მხრივ აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.

2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.

მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ., ნ.რ. და ნ.ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.

ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;

ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულებას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.

საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს. უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 20:30

ეკონომიკა

მილიონ 360 ათას ტონაზე მეტი ტვირთი მხოლოდ ივნისში - ბოლო ათწლეულის რეკორდი საქართველოს რკინიგზაში და შუა დერეფნის მზარდი როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზამ ათწლეულის რეკორდი აჩვენა.

08 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ვინ რისთვის იმუშავა ჰააგაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ჰააგაში - პოლიტიკური რეალობის დამახინჯება და ფაქტების გაყალბება, - ასე აფასებს საპარლამენტო დელეგაცია დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მოამზადა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

08 ივლისი 2026, 20:26

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში და მაღალი დონის შეხვედრები. „ქრონიკა“ შვეიცარიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაეროს ღონისძიებაზე გამოსვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის ჯანდაცვის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების გენერალურ დირექტორებთან.

ბაჩო ოდიშარია

08 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

08 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები. პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები; პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

08 ივლისი 2026, 20:04

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:04

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა კუნძულ ხარკზე კონტროლი დაამყაროს

ნატოს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

08 ივლისი 2026, 19:49

საზოგადოება

ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

08 ივლისი 2026, 19:34

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ზელენსკი პოლონეთის წინააღმდეგ „გაუმართლებელი ესკალაციისთვის“ გააკრიტიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 19:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ანდრეი ბაბიში

08 ივლისი 2026, 19:17

მსოფლიო

ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას

ანკარაში გამართული ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 18:50

საზოგადოება

9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.

ირაკლი ბენდელიანი

08 ივლისი 2026, 18:48

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციაზე: კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს

მისივე თქმით, სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას უკვე დაწყებული აქვს. ბენდელიანის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა და განახლდა.

თამარ იოსელიანი

08 ივლისი 2026, 18:46

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“

„ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ომის შემდეგ აღდგენა შეეძლება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფლორიან სტანჩიუ

08 ივლისი 2026, 18:36

ეკონომიკა

Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის

ეს არის გრანდიოზული პროექტი, უამრავი გამოწვევითა და სირთულით, - ასე აფასებს რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორის, Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი, ფლორიან სტანჩიუ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს, რომელზე მსჯელობაც ბაქოში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალზე შედგა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 18:35

მსოფლიო

ტრამპი: პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს

ვლადიმირ პუტინს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

08 ივლისი 2026, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ირაკლი ბენდელიანი

08 ივლისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ირაკლი ბენდელიანი: მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება

მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.