imedi /  28 ივნისი 2020, 18:58 / სანდო წყარო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი: ვაპირებთ, აღკვეთის ღონისძიების საკითხი სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივროთ

ალექსანდრე კობაიძე

ალექსანდრე კობაიძე

ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ შერჩევითი სამართლის ქვეშ ვართ და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ მძიმე ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ- ამის შესახებ ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 21:44

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო: ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა

ულტურის სამინისტროს პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.

08 ივლისი 2026, 21:20

საზოგადოება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიის მიმდებარედ კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან ომი ხელახლა არ დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სიმყარესთან დაკავშირებული ეჭვებისა, არ ფიქრობს, რომ ირანთან ომი „ხელახლა დაიწყება“.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 21:10

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ირანის ენაზე ვსაუბრობთ - თუ ისინი დაგვარტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლებას არ ელოდება.

08 ივლისი 2026, 21:05

სამართალი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძეც ფიგურირებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2026, 20:50

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:48

მსოფლიო

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ - მათ მითხრეს, „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო აშშ-ის მიმართ გამოხატული „დიდი სიყვარული“, რომელიც ნატოს წევრებთან შეხვედრისას სუფევდა, და თავი მოიწონა იმით, რომ მსოფლიო ლიდერებმა მადლიერება გამოხატეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით მისი ძალისხმევის გამო.

08 ივლისი 2026, 20:44

პოლიტიკა

სააკაშვილის დაანონსებული რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - როგორ ანაწილებს როლებს მსჯავრდებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ნაცვლად, ჯერ არშექმნილ საბჭოში გამოუნახა. პარტიის მოქმედ ლიდერებს კი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

08 ივლისი 2026, 20:39

სამართალი

სიტყვის თავისუფლება აზრის გამოხატვაა და არა შეურაცხყოფის მიყენება - შსს-ს ახალი სამმართველოს საქმიანობის შედეგები და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიტყვის თავისუფლება აზრის გამოხატვაა და არა შეურაცხყოფა. შსს-ს ახალი სამმართველოს ამოქმედების შემდეგ, სოციალურ ქსელში გინებისა და ბულინგისთვის მოქალაქეებს სოლიდური ჯარიმების გადახდა უწევთ.

08 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ვინ რისთვის იმუშავა ჰააგაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ჰააგაში - პოლიტიკური რეალობის დამახინჯება და ფაქტების გაყალბება, - ასე აფასებს საპარლამენტო დელეგაცია დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მოამზადა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

08 ივლისი 2026, 20:30

ეკონომიკა

მილიონ 360 ათას ტონაზე მეტი ტვირთი მხოლოდ ივნისში - ბოლო ათწლეულის რეკორდი საქართველოს რკინიგზაში და შუა დერეფნის მზარდი როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზამ ათწლეულის რეკორდი აჩვენა.

08 ივლისი 2026, 20:26

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში და მაღალი დონის შეხვედრები. „ქრონიკა“ შვეიცარიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაეროს ღონისძიებაზე გამოსვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის ჯანდაცვის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების გენერალურ დირექტორებთან.

ბაჩო ოდიშარია

08 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

08 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები. პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები; პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

08 ივლისი 2026, 20:04

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:04

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა კუნძულ ხარკზე კონტროლი დაამყაროს

ნატოს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

08 ივლისი 2026, 19:49

საზოგადოება

ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

08 ივლისი 2026, 19:34

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ზელენსკი პოლონეთის წინააღმდეგ „გაუმართლებელი ესკალაციისთვის“ გააკრიტიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 19:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა