IMEDI /  02 ივლისი 2020, 10:24 / სანდო წყარო

მაკა ასათიანი: ჩვენი ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ დაუმორჩილებლობისთვის „დაისაჯა“, თუმცა 12-წლიანი პროცესი გამარჯვებით დასრულდა

მაკა ასათიანი

მაკა ასათიანი

„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა.


ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა.

ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა.

წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო - ჩვენი ოჯახი „დაისაჯა“ ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის.

ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, „ოსტატურად“ შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „დაიმლერ ბენცის“ (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს.

ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური“, - წერს ასათიანი.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 20:20

პოლიტიკა

კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

01 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

01 აპრილი 2026, 20:12

საზოგადოება

სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.

01 აპრილი 2026, 20:09

მსოფლიო

AXIOS: აშშ და ირანი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ

აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ - ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

კონსტანტინე ბუზალაძე

01 აპრილი 2026, 19:59

საზოგადოება

კონსტანტინე ბუზალაძე: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით

არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

სიმონ გულედანი

01 აპრილი 2026, 19:53

საზოგადოება

სიმონ გულედანი: ცხოველთა დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი დეზინფორმაცია, მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად

გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.

01 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

01 აპრილი 2026, 19:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 19:25

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.

01 აპრილი 2026, 19:20

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 19:20

საზოგადოება

გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.

01 აპრილი 2026, 19:10

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 აპრილი 2026, 19:07

მსოფლიო

ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

01 აპრილი 2026, 18:51

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 18:29

მსოფლიო

ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.

221577

01 აპრილი 2026, 18:29

საზოგადოება

დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.

ვატო ქიზიყურაშვილი

01 აპრილი 2026, 18:24

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში

ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

01 აპრილი 2026, 18:23

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.