imedi /  03 ივლისი 2020, 14:37 / სანდო წყარო

რა საქმეებშია ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოში

დავით ჭაკუა

დავით ჭაკუა

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. მისი საქართველოში ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

44 წლის დავით ჭაკუა არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

პროკურატურის განცხადებით, 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდნელ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად, რომელსაც მაშინ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, ბრალი ასევე ედება 2011 წლის 13 სექტემბერს, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

მას ცემაში ადანაშაულებს ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი მდივანი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილიც. მისი თქმით, 2007 წლის ოქტომბერში ჭაკუამ და კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა, დათა ახალაიამ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინეს. დავით ჭაკუა ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კრიშტიანუ რონალდო

07 აგვისტო 2020, 19:11

სპორტი

კრიშტიანუ რონალდო 2020 წლის ზამთარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებდა

კრიშტიანუ რონალდო 2020 წლის ზამთარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებდა. ცნობილი გამოცემა „ფრანს ფუტბოლის“ ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი თავის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან ერთად იანვარში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა და განუცხადა, რომ მისი ოცნება ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთ გუნდში თამაში და პარიზში, ანუ იმ ქალაქში ცხოვრებაა, სადაც 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ტურინული და პარიზული კლუბები მოლაპარაკებების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პსჟ-მ რონალდუს სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდაზე უარი თქვა და თავად პორტუგალიელმაც საფრანგეთში ცხოვრება, სადაც მძიმე ეპიდვითარება იყო, გადაიფიქრა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრიშტიანუმ იტალიის სერია A-ში 31 გოლი გაიტანა და „იუვესთან“ ერთად სკუდეტო მოიგო.

07 აგვისტო 2020, 19:11

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია

ეუთოში აშშ-ის მისია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კიანუ რივზი

07 აგვისტო 2020, 19:02

კულტურა

კიანუ რივზს „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილებში გადაიღებენ

კიანუ რივზი ფილმ „ჯონ ვიკის“ მეხუთე ნაწილში გამოჩნდება. ახალ ფილმზე მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაციას სტუდია Lionsgate-ზე დაყრდნობით, screenrant ავრცელებს. დაქირავებულ მკვლელზე გადაღებულ კინოსურათს, რამდენიმე ნაწილი დაემატება. ფილმის გადაღება 2022 წელს დასრულდება. სტუდია გეგმავს, რომ „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილები ერთად გადაიღოს.

ვიოლა ფონ კრამონი

07 აგვისტო 2020, 19:00

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადამ კიზინგერი

07 აგვისტო 2020, 18:53

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

„საქართველოსთვის დადგა დრო, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი. საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, რომ ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს მიზეზი, რათა საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი“.

07 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია უწყების მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

07 აგვისტო 2020, 18:39

პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება: საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააძლიეროს, რათა აიძულოს იგი, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:28

პოლიტიკა

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, UNDP-ის ხელმძღვანელთან ერთად, კლიმატის ცვლილების შესახებ იმსჯელეს

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და UNDP-ის ხელმძღვანელი, ლუიზა ვინტონი ესწრებოდნენ.

07 აგვისტო 2020, 18:20

საზოგადოება

ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ვეტერანებს შეხვდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

07 აგვისტო 2020, 18:18

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 129 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:16

მსოფლიო

ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:10

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა

ლიბანში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. უწყების პირველი პირის, ჰამად ჰასანის განცხადებით, დაშავებულია 5 000-მდე ადამიანი. მათ 20%-ს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ლევან იზორია

07 აგვისტო 2020, 17:59

პოლიტიკა

ლევან იზორია: რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით Bild-ის სტატია მნიშვნელოვანი და მისასალმებელია

დიპლომატის შეფასებით სტატია, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაზეა საუბარი და რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე გამოქვეყნდა მისასალმებელია. საქართველოს ამოცანა კი ისაა, რომ ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში, როგორიც ბერლინია, ყოველთვის პრინციპულად ხდებოდეს იმ უსამართლობის დაფიქსირება, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება და ასევე პრინციპულად უნდა დაფიქსირდეს ის სახელმწიფო პოლიტიკაც, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს არჩეული. ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი „ქრონიკასთან“ საუბრობს.

07 აგვისტო 2020, 17:54

მსოფლიო

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაპირისპირებას პალესტინელი ქალი ემსხვერპლა

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე ერთმანეთს ებრაელი სამხედროები და ადგილობრივი პალესტინელები დაუპირისპირდნენ. შემთხვევისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი ქალები დაჭრეს. მათ შორის იყო 23 წლის ქალიც, რომელიც შემთხვევას ემსხვერპლა.

07 აგვისტო 2020, 17:50

სპორტი

ინგლისის პრემიერლიგაში ხუთის ნაცვლად გუნდებს ისევ სამი შეცვლის უფლება ექნებათ

2020/2021 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგაში ხუთის ნაცვლად გუნდებს ისევ სამი შეცვლის უფლება ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბებთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ცვლილელების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული პაუზის გამო, ფეხბურთელებისთვის დატვირთების შესამსუბუქებლად დააწესეს და განახლებულ ჩემპიონატებში ყველგან ეს წესი მოქმედებდა.

მიხეილ რამიშვილი

07 აგვისტო 2020, 17:36

სამართალი

ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს სთხოვა, არ გაასაჯაროოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

07 აგვისტო 2020, 17:34

საზოგადოება

ევროპელი ექსპერტების ჩართულობით განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დასაგეგმად სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.

ივანე მაჭავარიან;ი ჰუბერტ ქნირში

07 აგვისტო 2020, 17:28

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ერთ სულ მოსახლეზე საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა

ერთ სულ მოსახლეზე დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე.

თეა წულუკიანი

07 აგვისტო 2020, 17:23

საზოგადოება

თეა წულუკიანი: აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის

„ჩვენი მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს შევძინოთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური დოკუმენტები რომლებიც მრავლად არსებობს არაღიარების თემაზე, არამედ საქართველოს, მომავალ თაობას შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოს დავის ფარგლებში, რომელიც დაადგენს იმ რეალობას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია - ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ეკა ბესელია; მაიკე ვან კოლდამი

07 აგვისტო 2020, 17:12

პოლიტიკა

ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა.