IMEDI /  08 ივლისი 2020, 17:41 / სანდო წყარო

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

ავთანდილ ბილანიშვილი

ავთანდილ ბილანიშვილი

„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გუშინ, გაავრცელდა ვიდეომასალდა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. „მთავარი არხი“ ირწმუნება, რომ აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2021, 20:33

COVID19

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი: იტალიაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ

„ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ, ობიექტურ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებდა და ამიტომ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გამომდინარე აქედან, ამ დასკვნით პრევენციული ზომა გაკეთდება, რათა სამომავლოდ ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი

ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებენ.

გივი მიქანაძე

27 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე

„კომისიამ ყველა მიმართულებით, რაზეც ბრალდებების ორკესტრირებული შეტევა იყო წამოსული, ძირითადად რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული განშტოებების მხრიდან, კითხვებს გასცა პასუხი. ყველაზე პრობლემური უბნების გადათვლით დადგინდა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც რომ იყო გარკვეული ხარვეზები და გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

27 ივლისი 2021, 19:54

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დემსს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

27 ივლისი 2021, 19:53

COVID19

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი რეგიონი გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ელხან სულეიმანოვმა განაცხადა.

რიკ დემსი

27 ივლისი 2021, 19:49

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველოს თავმჯდომარეობა გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დემსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებულ მემკვიდრეობაზე ევროპის საბჭოში.

27 ივლისი 2021, 19:41

მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება.

27 ივლისი 2021, 19:24

ტექნოლოგიები

საფრანგეთში კაცმა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება

მსგავსი ეკზოჩონჩხები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებში გამოიყენება, თუმცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ევროა.

შემოსავლების სამსახური

27 ივლისი 2021, 19:22

სამართალი

შემოსავლების სამსახური: ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

27 ივლისი 2021, 19:03

COVID19

Fox News: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოვა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთმა ვაქცინირებულმა პირმა პირბადის ტარება უნდა განაახლოს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოვა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთმა ვაქცინირებულმა პირმა პირბადის ტარება უნდა განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 ივლისი 2021, 19:02

რეგიონი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ165 მონაკვეთზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი.

ბიძინა ესებუა

27 ივლისი 2021, 18:51

სამართალი

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

27 ივლისი 2021, 18:51

სამართალი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის იანვრიდან დღემდე 26 642 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა

2021 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინდა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

ნათია თურნავა

27 ივლისი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩაკეტვას არ ვგეგმავთ - მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ და ეკონომიკა განვითარდეს

არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას. ნათია თურნავას თქმით, ამჯერად სიტუაციის შეცვლა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით უნდა მოხდეს.

27 ივლისი 2021, 18:44

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

27 ივლისი 2021, 18:42

პოლიტიკა

უკრაინა, საქართველო, ალბანეთი, მაკედონია და ნორვეგია ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებას შეუერთდნენ

უკრაინა, საქართველო, ალბანეთი, მაკედონია და ნორვეგია ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებას შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

27 ივლისი 2021, 18:41

COVID19

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა.

27 ივლისი 2021, 18:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: კოვიდის მიუხედავად, საზღვაო სექტორი, პორტები არ გაჩერებულან, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა“

„პრემიერ მინისტრის დავალებით, პირადად ვაორგანიზებ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას - დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში. ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით არ გაჩერებულან. ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ფოთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

ლევან დავითაშვილი

27 ივლისი 2021, 18:31

საზოგადოება

ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანას უწყობს ხელს

„ჩვენ მილიონზე მეტი ვიზიტორი გვყავდა 2019 წელს, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დედამიწაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში არათუ აღვადგენთ იმ რიცხვებს, რომელიც გვქონდა ეკოტურიზმის მიმართულებით, არამედ ჩვენი მიზანია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში 8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდეს დაცულ ტერიტორიებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.