imedi /  24 ივლისი 2020, 16:34 / სანდო წყარო

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს

პროკურატურა

პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს და საქმის მასალების გაცნობა შესთავაზეს. ამის შესახებ განცხადებას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

დღესვე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს გარდაცვლილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

ასევე გაზიარებულია გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ,,ემპათიას’’ წარმომადგენელმა, გალინა კარმუშინამ.

საქართველოს პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მის ადვოკატთან მჭიდრო კომუნიკაციის და საქმეზე თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ საქმეზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას მომავალშიც მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 ივლისი 2021, 10:48

მსოფლიო

ფლორიდაში, შენობის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, შემთხვევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.

24 ივლისი 2021, 10:32

საზოგადოება

თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების ღია კარის დღეები - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

24 ივლისი 2021, 10:01

რეგიონი

შტორმისა და წყალდიდობის შემდეგ, ენგურმა შესართავთან ნაპირსამაგრი გაანგრია

შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში, ენგურის შესართავთან. მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამუშაო ანაკლიაში დილიდან განახლდა. მიმდინარეობს დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაო, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას.

24 ივლისი 2021, 09:54

რეგიონი

რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასა და მის მოადგილეებთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა.

24 ივლისი 2021, 09:50

საზოგადოება

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.

24 ივლისი 2021, 09:44

კულტურა

ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო. ღონისძიება ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

24 ივლისი 2021, 09:41

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ.

24 ივლისი 2021, 09:39

COVID19

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციის პროცესი უკვე თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება.

საულიუს ვალაინისი

24 ივლისი 2021, 09:28

COVID19

საულიუს ვალაინისი „ასტრაზენეკას“ დოზების ჩუქებაზე: ეს პატარა საჩუქარია, თუმცა ლიეტუვამ ის მთელი გულით გადმოგცათ

დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ“, - განაცხადა ლიეტუვას ელჩის მოადგილემ, საულიუს ვალაინისმა საქართველოში, ლიეტუვას მიერ ნაშუქარი 15 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ შემოსვლის შემდეგ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 ივლისი 2021, 09:16

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

1/32-ფინალურ დაპირისპირებაში, ნიკოლოზმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა 2 სეტში, 6-3, 6-2 უშანსოდ დაამარცხა. მსოფლიოს უძველესი სპორტული ღონისძიების 1/16-ფინალში, ნიკოლოზი, დანიელ ტაროსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დავით ზალკალიანი

24 ივლისი 2021, 09:15

COVID19

დავით ზალკალიანი ლიეტუვას „ასტრაზენეკას“ დოზების გადმოცემისთვის მადლობას უხდის

„ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

24 ივლისი 2021, 09:07

COVID19

ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა

საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა მიიღო. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

24 ივლისი 2021, 08:54

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 193 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 193 165 622 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 143 105 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 400 655 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 610 720 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 ივლისი 2021, 08:44

COVID19

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია. ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

24 ივლისი 2021, 08:29

მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ში რამდენიმე ოფიციალურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

ამერიკის ბოლოდროინდელი სანქციების საპასუხოდ, ოფიციალურმა პეკინმა რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამერიკულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. მათ შორისაა აშშ-ის ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი. 7 სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არიან Human Rights Watch-ის დირექტორი ჩინეთში - სოფი რიჩარდსონი და International Republican Institute-ის წარმომადგენელი ადამ კინგი.

24 ივლისი 2021, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 ივლისს ქუთაისში მცირე ნალექი და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ივლისი 2021, 01:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა

„პანდემიის მართვის პერიოდში არაერთი დახმარება მიგვიღია ამერიკის მთავრობისგან, რისთვისაც ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი მოქმედებებითა და ღონისძიებებით ჩვენ ყველა აქტიურად ჩავერთვებით ვაქცინაციის მასობრივ კამპანიაში. რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელჩს კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივლისი 2021, 01:25

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას

ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტახნის წინ ამერიკის მიერ ნაჩუქარი 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა.

კელი დეგნანი

24 ივლისი 2021, 01:16

COVID19

კელი დეგნანი: Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

ამერიკელი ხალხის სახელით მოხარული ვართ, რომ დავხვდით pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის ნიშნად ჩვენი მეგობრობისა. ძალიან მოხარული ვართ, ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ნიშანი სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აეროპორტში, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.