IMEDI /  03 აგვისტო 2020, 20:22 / სანდო წყარო

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

გოგი თოფაძე

გოგი თოფაძე

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

გოგი თოფაძის თქმით, მას ურეკავენ, მაგრამ მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს.

„12:00 საათზე მივედი, ჩემი შვილიშვილი უკეთ იყო, რამდენიმე წუთი ველაპარაკე. მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო... მთავარია, ჩემი შვილიშვილი ამ ეზოში, სახლში კინაღამ მოკლეს. მერე ის კაცი გამოიქცა, ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არაა. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება...

ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ საავადმყოფოში მოვარდა დილის 08:30 საათზე, შევარდა, ვითომ დაჭრილია, გაიკეთა დიდი რაღაც, მერე საღამოს კიდევ მოვიდა, ექიმიც მოიყვანა და კიდევ დაწვა საავადმყოფოში... რატომ?რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება", - განაცხადა თოფაძემ.

ლევან თოფაძე თბილისში 2 აგვისტოს დაჭრეს. საქმეზე შსს-მ ბ.ჟ. დააკავა.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბრისას - თქვენში არაფერი ჭკვიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები. „თქვენ გამოიყენეთ სიტყვა „ჭკვიანი“? თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, ვისაც დაავიწყდა იმ კოლეჯის სახელი, რომელიც დაამთავრა. არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბრისას. იცით, რატომ? თქვენში არაფერი ჭკვიანია, ჯო. 47 წლის განმავლობაში არაფერი გაგიკეთებიათ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:35

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით

ბუნებრივია, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, დღეს მარნეულში, ასევე, ამ დღეებში, სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი პროვოკაციების მოწყობა.

30 სექტემბერი 2020, 00:33

მსოფლიო

რუმინეთში მერის არჩევნებში ხმის მიცემამდე 10 დღის წინ გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ არჩევანი იმით ახსნა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, რადგან მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.

ბობ მენენდესი

30 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

სენატორი ბობ მენენდესი: ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა უნდა შეაჩეროს

„დემოკრატი“ სენატორი, ბობ მენენდესი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა და აზერბაიჯანი დაგმო.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:15

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: ჩვენი ოპონენტები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ

ჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონს დაასრულებენ წაგებით, და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში სცადონ, ძალადობრივი სცენარით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

ელიოტ ენგელი

29 სექტემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

ელიოტ ენგელი: თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დამარცხდებიან, რადგან ძალადობის, ყაჩაღობისა და რეკეტის დრო წასულია

„ამ დრომდე, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიდიოდა. მოხდა გარკვეული ინციდენტები, და იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევები ძალიან მალე იქნება გამოძიებული, თუმცა, ის რაც ბოლო დღეებში მოხდა ბოლნისსა და მარნეულში, ძალიან სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს და ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი. ეს მთავარი პრევენციაა“.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებზე: ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა

„ამას რომ ადამიანი კადრულობ, ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა. მაგრამ აქ კიდევ გასაოცარია მეორე. დღეს ვუსმენდი „ევრონაცების“ წარმოამდგენლებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ მხარს უჭერენ ამ მოძალადეებს და ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი და ცდილობენ ცეცხლს ნავთი დაასხან. მათ ჰქონიათ, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭერენ თევზს, მაგრამ არავის მივცემთ წყლის ამღვრევის საშუალებას, ეს კარგად გაითავისოს ყველამ“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ წევრები პირდაპირ მიაკუთვნებდნენ დავით გარეჯს აზერბაიჯანს, როცა ჯერ არაფერი იყო შესწავლილი

როდესაც პროკურატურის განცხადება მოვისმინე, ამოვწიე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ძველი განცხადებები, რომლებიც საოცრებებს ამბობდნენ, როდესაც ჯერ არაფერი არ იყო დადასტურებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ სამგორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რეკეტიორები, ყაჩაღები, მკვლელები - ეს 3 სიტყვა ზუსტად ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, როცა სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას, ხულიგნობას, ყაჩაღობას, ცემას, ძალადობას აცხადებენ გმირობად, აცხადებენ ადამიანობად, აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვად ქონების წართმევას. აღარ ვლაპარაკობ უკვე ციხეში რა დღეში იყვნენ. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა, მართლა ცალკე სამყაროა. აი ამის მობრუნება უნდათ ისევ. ხედავენ, რომ წაგებული აქვთ ყველანაირი არჩევნები, ყველანაირი რეიტინგებით და ცდილობენ ისევ და ისევ ამ ძალადობით დაიბრუნონ თავისი ადგილი“, - განაცხადა სუბარმა

29 სექტემბერი 2020, 23:39

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს

სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.

29 სექტემბერი 2020, 23:23

სამართალი

შსს-მ მარნეულში ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.