imedi /  03 აგვისტო 2020, 21:59 / სანდო წყარო

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

„ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებენ პროკურატურაში.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2020, 09:47

საზოგადოება

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა

ხონში, დევნილთა დასახლებაში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა, ჯვართამაღლება მიულოცა და ტაძარი აკურთხა. მეუფე საბას თქმით, სიმბოლურია, რომ ეკლესია სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გაიხსნა.

27 სექტემბერი 2020, 09:44

მსოფლიო

საფრანგეთში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს

საფრანგეთის ქალაქ ევრიოში 27 წლის ჩეჩენი მოკლეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც ერთმანეთს ჩეჩნები და აფრიკელები დაუპირისპირდნენ. მძიმედ დაჭრილი ჩეჩენი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

27 სექტემბერი 2020, 09:40

საზოგადოება

ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 09:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

27 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სასმელ წყალში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკრობი აღმოაჩინეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ლეიკ ჯექსონის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ონკანის წყალი, რადგან მასში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის გამომწვევი მიკრობი, Naegleria Fowleri აღმოაჩინეს. „მოსახლეობამ ონკანის წყლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს, ვიდრე წყალმომარაგების სისტემა შესაბამისად არ დამუშავდება და ნიმუშები არ მიუთითებს, რომ წყალი უსაფრთხოა გამოსაყენებლად"

27 სექტემბერი 2020, 08:53

რეგიონი

მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill“–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

27 სექტემბერი 2020, 08:41

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 28 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 869 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 28 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 869 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 717 991 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 406 ადამიანი გარდაიცვალა.

27 სექტემბერი 2020, 08:18

რეგიონი

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილი

27 სექტემბერი 2020, 08:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: კახეთის, როგორც მეღვინეობის რეგიონის ეკონომიკური პოზიციონირება გრძელდება

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ხმა და ინტერესების დამცველი ვიქნები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მზად ვარ, თითოეული გამოწვევის გადასაჭრელად, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იქნება დაყენებული, მივიტანო შესაბამის უწყებამდე“.

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

27 სექტემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ლონდონი

26 სექტემბერი 2020, 23:37

მსოფლიო

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ლონდონში აქციაზე ლოქდაუნის 10 მოწინააღმდეგე დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა. მათგან ორს კი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.