გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის ადვოკატები დღეს მცხეთაში დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებსა და ექსპერიმენტებს ჩაატარებენ
ალექსანდრე კობაიძე
ფოტო: არქივი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები მცხეთაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერიმენტების ჩატარებას დღეს ღამით გეგმავენ.
არჩილ გაგნიძის ერთ-ერთი უფლებადამცველის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანია, სასამართლოს აჩვენონ, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, როგორც თავად მიაჩნიათ, რეალობასთან შეუსაბამოა.
მისივე ინფორმაციით, მათთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტში რამდენიმე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც საქმეში არ ფიგურირებენ.
„საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი არის ის, რომ გადამოწმდეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, რომელიც პროკურორმა გამოსცა, სადაც ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს და სხვა პირებს დაუმძიმდათ ბრალი. მაგალითად, გადამოწმდება დროში რამდენად რელევანტურია ის მოსაზრება და ვერსია, რომელიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა, რომ 10 წუთში ჯერ ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, შემდეგ ჩავიდნენ ხევში, ხევში მოახდინეს ლიკვიდაცია, შემდეგ ამოვიდნენ აქედან, მივიდნენ ამირხანაშვილთან, ამირხანაშვილი ჩაისვეს მანქანაში და წამოიყვანეს.
ეს დროში რამდენად შესაძლებელია - გადამოწმდება, იმიტომ, რომ რეალურად, ამდენი დრო მათ იქ არ ჰქონიათ და ფიზიკურად წარმოუდგენელია, რასაც ბრალდების მხარე ედავება ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს. ეს ერთი, მეორე, ბატონი ბრეგვაძის ჩვენება გვინდა რომ გადავამოწმოთ, მან ბოლო ჩვენებაში როგორც ჩანს აღნიშნა, რომ ორი პირი გარბოდა და მის მხედველობის არეალში იყვნენ, უნდა გადამოწმდეს რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია და ჩვენ ამ ყოველივეს ავსახავთ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით.
მესამე, ჩვენ რამდენიმე პირის მეშვეობით მოვახდენთ იმ რელიეფში, ღამე, უკუნით სიბნელეში სწრაფად გადაადგილებას და გვაინტერესებს, რაიმე ფორმით მოხდება თუ არა ამ ადამიანების სხეულებზე დაზიანება. მოგეხსენებათ, საქმეში დევს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები, სადაც არც ერთ იმ ხუთ პირს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება, საინტერესოა იმ რთულ რელიეფში რამდენად რეალურია, რომ იქ სწრაფად გადაადგილდი და მინიმუმ ხელი არ გაგეკაწრა, ან თავი არ გაგიტყდა, ფეხი არ მოგტყდა და ა.შ.
ამ საკითხში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული პირები, რომლებსაც არანაირი ინტერესი არ აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ყოველივეს ღამის საათებში დავიწყებთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 19:34
მსოფლიო
ევროპარლამენტმა ზელენსკი პოლონეთის წინააღმდეგ „გაუმართლებელი ესკალაციისთვის“ გააკრიტიკა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 19:27
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
08 ივლისი 2026, 19:17
მსოფლიო
ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას
ანკარაში გამართული ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 18:50
საზოგადოება
9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.
08 ივლისი 2026, 18:48
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციაზე: კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს
მისივე თქმით, სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას უკვე დაწყებული აქვს. ბენდელიანის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა და განახლდა.
08 ივლისი 2026, 18:46
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“
„ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
08 ივლისი 2026, 18:45
მსოფლიო
ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ომის შემდეგ აღდგენა შეეძლება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
08 ივლისი 2026, 18:36
ეკონომიკა
Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის
ეს არის გრანდიოზული პროექტი, უამრავი გამოწვევითა და სირთულით, - ასე აფასებს რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორის, Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი, ფლორიან სტანჩიუ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს, რომელზე მსჯელობაც ბაქოში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალზე შედგა.
08 ივლისი 2026, 18:35
მსოფლიო
ტრამპი: პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს
ვლადიმირ პუტინს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
08 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ
„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.
08 ივლისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ირაკლი ბენდელიანი: მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
08 ივლისი 2026, 18:22
მსოფლიო
Euronews: რვა წევრი სახელმწიფო სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო კლასტერის გახსნას ეწინააღმდეგება - საერთო წინააღმდეგობა, ძირითადად, სერბეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის არგაზიარებას უკავშირდება
ევროკავშირის ელჩებმა, რომლებიც ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სერბეთის გაწევრიანების გზაზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს, - წერს Euronews-ი.
08 ივლისი 2026, 18:20
ეკონომიკა
CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის
მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის, - აცხადებს "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი ანდრეა მეოლა, რომელიც ბაქოში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.
08 ივლისი 2026, 18:14
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
08 ივლისი 2026, 18:08
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი რომ მოქმედებაში იყოს, პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, თავსმოხვეული პოლიტიკისგან
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
08 ივლისი 2026, 18:02
ეკონომიკა
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა
„აზერბაიჯანს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ მრავალი ერთობლივი, ნავთობისა და გაზის პროექტი გვაქვს. ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში საქართველო ჩვენი ბუნებრივი სტრატეგიული და სატრანზიტო პარტნიორია“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორჰან ზეინალოვმა.
08 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: ყოველ 2 თვეში ან წელიწადში ერთხელ რაღაც ახალ ტენდენციებს ამატებენ, ახალ მიდგომებს გეუბნებიან, თითქოს ხედავ, რომ ყველანაირ ბარიერს აგებენ იმისთვის, რომ ვერასდროს შეძლო სრულფასოვანი წევრობა, თუმცა თავი მოტყუებულად იგრძნო, თითქოს ეს პროცესი მიმდინარეობს
„მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ხომ არ არის, ინფორმაცია იმალებოდეს. ახლა ყველამ ყველაფერი იცის და ყველაფერი ნათელია. ეს ქვეყნები რომ ერთად შეიკრიბნენ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სოლიდარულები იყვნენ ამ გზაზე, რომ ეს თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი და არ იცვლებოდეს ყოველ წუთში, ეს არის ძალიან დადებით მიმართულება და არ შეიძლება ამას არ მიესალმო. მადლობელი ვართ ინიციატორებისა და ყველა იმ ქვეყნისა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
08 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია
ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 17:59
ეკონომიკა
რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: მიმაჩნია, რომ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გააძლიერებს ურთიერთობებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუმინეთისა და უნგრეთის გავლით
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კრისტიან ბუსოიმ.
08 ივლისი 2026, 17:53
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა ENQA-ს შეფასებით ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა ENQA-ს შეფასებით ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია


