http://imedi.ge/ /  18 აგვისტო 2020, 16:00 / სანდო წყარო

პროკურორის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები აქვს

გიორგი შაქარაშვილი

პროკურორის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები აქვს და საქმეზე მის დართვას მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პროცესზე მოითხოვს.

ექვსი ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, რომ მას დახურულ სხდომაზე ექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარადგენს ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას. ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს დამატებით წარდგენილი აქვს შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დამატებითი ვიდეომასალა, სხვადასხვა მასალა, გამოძიების პროცესში დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობდა.

თუმცა, ვინაიდან არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენ გვაქვს მოკლე დრო და ვადაში ვართ შეზღუდულები, დამატებით მოხდა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესზე. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ეს მტკიცებულებები დასაშვები იყოს. ამ ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია, ბრალდებულების მცხეთიდან თბილისში გადაადგილება, დანაშაულებრივი ქმედების იქ ორგანიზება, შემდეგ მათი გადაადგილება უკან - თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება“, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების უმრავლესობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს. არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია უცვლელია და ისინი ბრალს არ ეთანხმებიან. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

30 ნოემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება, ერთი მხრივ, იყო კანონიერი და მეორე მხრივ, ამან არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა გადაეტანათ დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ვხედავ პარლამენტში, საკრებულოებში, თვითმმართველობებში და საზოგადოების ყველა დონეზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:39

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ურთიერთობა კრედიტის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული

„მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს ურთიერთობა კრედიტის და ვალის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული და ადამიანური“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც. მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი სურათი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სულხან ჩიხლაძე

30 ნოემბერი 2021, 13:35

სპორტი

სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველი რეფერი გახდა, რომელიც დუბაის ტურნირზე იმსაჯებს

სულხან ჩიხლაძე, 2-4 დეკემბერს, წვეული გუნდების საერთაშორისო ტურნირს – International invitation Man მოემსახურება, სადაც საქართველოს 7-კაცაც ითამაშებს, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

იოსებ არჩვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:32

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი.

დავით ზილფიმიანი

30 ნოემბერი 2021, 13:31

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე, შემოდგომაზე, ხიდან ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს მაშინ შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად?!

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან ისე ოპოზიციიდან გულშემატკივრობს იმ დასანან ფაქტს, რაც „სტერეო +“-ის დარბევა იყო. უნდა გითხრათ, რომ ცხრაწელიწადნახევარი გავიდა და როგორც იქნა წინა კვირას პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ ძიების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 13:27

COVID19

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 13:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ - შედეგს ვერ მიაღწევენ

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხი წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდოგომა“. გუშინ ყველამ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 12:45

სპორტი

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა...

30 ნოემბერი 2021, 12:44

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.