ხვალ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება
გიორგი შაქარაშვილი
ფოტო: facebook
ხვალ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. ამით სასამართლო ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვას განაგრძობს. დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
„ჩატარდება სასამართლო სხდომა, გაგრძელდება შესავალი სიტყვების თქმა, პროკურატურამ წინასასამართლო სხდომაზე თქვა თავისი შესავალი სიტყვა, ამჯერად ადვოკატები ვიტყვით ჩვენს შესავალ სიტყვას და ამის შემდეგ დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის, გ.მ.-ს ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„პირველ რიგში ბრალდების მხარის მტკიცებულებები იქნება გამოკვლეული, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, თუ რომელი გადაწყვეტილებებით დაიწყებს ბრალდების მხარე ეს მისი გადასაწყვეტია და გამოჩნდება ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე.
ძირითადად, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე არაფერი წყდება, თუ იქნებიან მოწმეები წარმოდგენილები, წინასწარ ჩვენ ეს არ ვიცით, დაველოდებით ხვალინდელ სასამართლოს და შემდეგ დეტალურად გვეცოდინება, რა მტკიცებულებები იყო გამოკვლეული და თუ მოწმეები იყვნენ, რომელმა მოწმემ, რა სახის ჩვენება მისცა სასამართლოს, - განაცხადა როსტომ კერესელიძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 17:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას, უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას
„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონიათ, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
15 აპრილი 2026, 17:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, აგრეთვე მასშტაბური სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
15 აპრილი 2026, 17:17
პოლიტიკა
მაიკლ ო’ფლაერტი ოძისსა და წეროვანში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია. მაიკლ ო'ფლაერტიმ ასევე დაათვალიერა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება. კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
15 აპრილი 2026, 16:55
მსოფლიო
Financial Times: BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში 2 ათასი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში, ყოველი მეათე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:48
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.
15 აპრილი 2026, 16:28
კულტურა
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა.
15 აპრილი 2026, 16:26
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი ძალიან ბედნიერია იმით, რომ მე ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ვხსნი. პრეზიდენტი სი ჩამეხუტება, როცა რამდენიმე კვირაში მასთან ჩავალ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთი ძალიან ბედნიერია იმით, რომ ის ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ხსნის. ტრამპის განცხადებით, ამის გამო ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მას ჩაეხუტება.
15 აპრილი 2026, 16:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
15 აპრილი 2026, 16:24
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთადერთი, რაც შეუძლიათ შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უპირველესი, რომ სამშობლო არის პირველი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს მათი
ჩვენი ოპოზიცია რადიკალურად განსხვავებულია პეტერ მადიარისგან. ჩვენი ოპოზიცია აქცენტს აკეთებდა ეკლესიის, ჩვენი ღირებულებების შელახვაზე და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე, მერამდენედ წაიტეხეს ცხვირი, მიუხედავად იმისა რომ მილიონობით დაფინანსება ჰქონდათ, არ გამოვა გამორიცხულია, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
15 აპრილი 2026, 16:21
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თუ ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც არ უნდა გაფინანსოს - ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან
ასი მაკედონელი გვერდში რომ ამოგიდგეს, თუ შენ, ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც არ უნდა გაფინანსოს და მერამდენედ წაიმტვრიეს ცხვირ-პირი, ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან, - ასე აფასებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ოპოზიციის მორიგ მცდელობებს.
15 აპრილი 2026, 16:18
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
15 აპრილი 2026, 16:14
პოლიტიკა
სეფაშვილი: ხშირად ვისმენთ დიასპორის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ საკონსულოს მომსახურებები ისეთი ოპერატიულობით არ ხორციელდება, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა კარგი იქნება
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებზე და მათ საჭიროებებზე. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ემიგრანტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ციფრული სერვისები, რომლებიც დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში:
15 აპრილი 2026, 16:13
მსოფლიო
მედია: თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში სროლა იყო. დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 20 ადამიანი
თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის აისერ ჩალიქის სახელობის საჯარო სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:03
პოლიტიკა
მაჭავარიანი: რეზოლუციებში რომ წერდნენ სააკაშვილს აწამებენო, ეგ ხომ არა „ოცნების“, არამედ საქართველოს შეურაცხყოფაა, იმავენაირადაა „მოსკოვის მექანიზმზეც” რომ გამოუშვეს ვითომ ექსპერტი, რომელმაც ორ დღეში შეისწავლა საქართველოს ისტორია
მე მაქვს შემდეგი კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს თავმოყვარე ერის თავმოყვარე ხელისუფლება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში აწყდება უამრავ დეზინფორმაციას, ტყუილს, ორმაგ სტანდარტს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების”თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
15 აპრილი 2026, 15:57
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს მეთადონს (ფუძე), „მდმას“ და ,,მეფედრონს“,„ალფა-პვპ“-ს (α-PVP), „გამომშრალ მარიხუანას“ და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“.
15 აპრილი 2026, 15:53
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, მან ჩინეთის ლიდერს წერილი მისწერა და სთხოვა ირანისთვის შეიარაღება არ გადაეცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს წერილი მისწერა და სთხოვა, რომ ირანს შეიარაღება არ გადასცეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 15:42
მსოფლიო
16 აპრილს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამუშაოების წარმოების დროს საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზისა და ნიგოითის, ლანჩხუთის, ლესას სატრანსპორტო კვანძების გამოყენებით.
15 აპრილი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია. რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, ამის გამო გვსჯიდნენ
საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად პასუხობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
15 აპრილი 2026, 15:30
მსოფლიო
ნატოს ყოფილი გენმდივანი სტოლტენბერგი: ნატო არ არის ბუნების კანონი, რომ მარადიულად იარსებოს და არც ქვაზეა ამოტვიფრული, რომ ის მომდევნო ათ წელიწადს გადაურჩება
ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არ არის ბუნების კანონი, რომ მარადიულად იარსებოს.


