imedi /  28 აგვისტო 2020, 20:32 / სანდო წყარო

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე „შექმნილი“ პიროვნებაა

რიტა ზურაბაშვილი

რიტა ზურაბაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგო და ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მეგობრებიც კი არ ყოფილან. ამის შესახებ ზურაბაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე „შექმნილი“ პიროვნებაა და ის გვარამიამ და მიხეილ რამიშვილმა შექმნეს.

„ერთხელ ვუთხარი, გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ და მან მიპასუხა, რომ ვცდებოდი, მაგრამ როგორც კი ვინმე შეუყვარდებოდა, პირველს მე გამაგებინებდა. შემდეგ რაღაცნაირად მობრუნდა და მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანას შესახებ საერთოდ არასდროს არაფერი უთქვამს. ეს არის შექმნილი პიროვნებაა, ის ნიკა გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს. ბაჩანა თამარის თანაკურსელი იყო, სულ კურსზე 500-მდე ახალგაზრდა იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაჩანა. ყველა იცნობდა, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანს, არავისთან მეგობრობდა. ყველა ამბობს, რომ ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან“, - აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია ასევე ამბობს, რომ სრულიად ენდობა გამოძიებას და მისთვის გაუგებარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პოზიცია. მისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი გვარამიასთან ინტერვიუზე მივიდა.

„ვერ წარმომიდგენია, როგორ დაუჯდა ჩემი დისშვილი გვარამიას ეთერში, მითუმეტეს რომ ჩემიც და თამარის აზრიც გვარამიას შესახებ კარგად იცოდა. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი - როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა და დამინახავდა - ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი“, - ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელმა ბებიამ 23 წლის გოგოს პირად თვისებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მომთმენი და თბილი ადამიანი იყო.

„ძალიან მომთმენი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. მისი ინტერესის სფერო იყო „წარმატებული ლედი“. ძალიან ბევრს მიაღწია თავის ასაკში, 23 წლისთვის, მაგრამ მეუბნებოდა, რომ თავისი თავით უკმაყოფილო იყო. ამბობდა, რომ სკოლაში ხელოვნებამ დაუწერა 4-იანი და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო მათემატიკაში, ფიზიკაში და ა.შ. ოქროსმედალოსნობა უნდოდა, მაგრამ ვერცხლის მედალით დაამთავრა. ასევე უნდოდა, რომ ცოტა უფრო მაღალი ყოფილიყო. რაც შეეხება მის სამსახურს, არ საუბრობდა იმაზე, რაში მდგომარეობდა მისი საქმიანობა. ვიცოდი, სად მუშაობდა, სად იყო ტერიტორიულად მისი სამსახური, თუმცა რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი. სულ მეუბნებოდა, რომ თანამედროვე სფეროა და ვერ გავერკვევოდი. საერთო ჯამში, გულჩათრხობილი ბავშვი იყო, სკოლაშიც ძირითადად სწავლაზე ფიქრობდა. მე 14-დღიან კარანტინში მოვხვდი და იქიდანაც თამარს უნდა გამოვეყვანე. ვერ მოვასწარი, სახლში რომ დავბრუნდი, მიცვალებულიც იმ დღეს მოიყვანეს. ასე მგონია, რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა“, - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 14:58

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიაზე საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 14:56

საზოგადოება

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ, უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტის და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.

12 სექტემბერი 2026, 14:22

სამართალი

შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს

შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 14:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება

ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

12 სექტემბერი 2026, 14:05

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ დააზიანა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ, უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 13:56

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:34

საზოგადოება

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:14

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

12 სექტემბერი 2026, 13:13

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

12 სექტემბერი 2026, 13:09

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.

12 სექტემბერი 2026, 12:40

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გასამართ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია

თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირი მომავალ კვირას ჰიუსტონში „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკულ შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.

12 სექტემბერი 2026, 11:37

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა