ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს
ირაკლი ბებუა
ფოტო: Youtube
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, რომელმაც გალში ე.წ.„გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს აფხაზური დროშა დაწვა და უკანონოდ დააკავეს, ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ირაკლი ბებუას საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის დროს პოლიციელებმა RG-42-ის ტიპის ფრაგმენტული ხელყუმბარა აღმოაჩინეს და ამოიღეს. „მოქალაქე ბებუა მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში; ამ დროისთვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი - პატიმრობა 30 დღის ვადით“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს ე.წ. „გამოძიება“ ე.წ. „სახელმწიფო სიმბოლოს“ შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.
ბებუა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 17:11
თემა
მემარცხენე პარტიის გამარჯვებამ ბერლინში ბიზნეს-სექტორი შეაშფოთა
ბიზნესმენები შიშობენ, რომ მსხვილი საბინაო კომპანიებისადმი მემარცხენეების ექსპროპრიაციული გეგმების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ შეიძლება წლები გასტანოს. გერმანიაში მოქმედმა ებრაელთა ცენტრალურმა საბჭომ მოწოდება გაავრცელა, რომ მემარცხენე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მიეცეს.
21 სექტემბერი 2026, 17:02
თავდაცვა
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს. ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.
21 სექტემბერი 2026, 16:43
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 სექტემბერი 2026, 16:36
თავდაცვა
აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
21 სექტემბერი 2026, 16:34
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
21 სექტემბერი 2026, 16:24
სამართალი
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
21 სექტემბერი 2026, 16:09
მსოფლიო
ტრამპი რამდენიმე მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე: თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში
„თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას, მე მას ძალიან ვაფასებ. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უკონტროლო მოვლენა. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და უნდა შეჩერდეს, ახლავე!“ - დაწერა ტრამპმა.
21 სექტემბერი 2026, 15:51
რეგიონი
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით
21 სექტემბერი 2026, 15:47
მსოფლიო
Politico, CNN-ი და MS NOW თეთრ სახლში ჟურნალისტების არდაშვების გამო ტრამპს უჩივიან
„დღეს დილით მთავრობას ვაცნობეთ, რომ შეგვაქვს სარჩელი აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დასაცავად და იმ პრინციპის დასამკვიდრებლად, რომლის მიხედვითაც მთავრობას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რა უნდა გააშუქოს ან გამოაქვეყნოს პრესამ“, - აცხადებენ მედიაორგანიზაციები.
21 სექტემბერი 2026, 15:45
მსოფლიო
იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო
იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 6 პრეფექტურაში - იბარაკიში, ტიბაში, ტოკიოში, კანაგავაში, შიძუოკასა და საიტამაში ევაკუაციის რეკომენდაცია 1 908 645 ადამიანს მიეცა. ევაკუაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
21 სექტემბერი 2026, 15:42
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 15:20
მსოფლიო
ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა
„გადაწყვეტილებამ, ფედერალური სიით არ დაეშვათ პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები, კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლის არჩევანი, რადგან საარჩევნო პროცესს ჩამოაცილა ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია ომის საწინააღმდეგო პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება
ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 15:03
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში
ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 14:43
საზოგადოება
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაული წირვის შემდეგ.
21 სექტემბერი 2026, 14:39
საზოგადოება
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა და რუსთავისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა არ მიუღია. მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 14:37
სამართალი
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. სასამართლო სხდომაზე კანონდამრღვევები არ მივიდნენ.
21 სექტემბერი 2026, 14:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა საქართველოსთვის ერთი მთავარი და საკმაოდ უხერხული რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: კრემლის პოლიტიკური სისტემა არ ქრება და მისი საგარეო კურსის სწრაფ ცვლილებაზე გათვლა ილუზიაა“, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 14:31
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
21 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: გვარამია ხომ პრაქტიკულად საქართველოს მტრების სახელით საუბრობს და თავად ეს საუბარიც ჩვენი ქვეყნის მტრობაა
მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: გვარამია ხომ პრაქტიკულად საქართველოს მტრების სახელით საუბრობს და თავად ეს საუბარიც ჩვენი ქვეყნის მტრობაა,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გვარამიას განცხადებაზე.


