IMEDI /  15 ოქტომბერი 2020, 00:25 / სანდო წყარო

პროკურორის თქმით, წინა ​ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ დავით გარეჯზე გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა საქართველოს საწინააღმდეგო არგუმენტი აღმოჩნდეს

ამირან გულუაშვილი

ამირან გულუაშვილი

დავით გარეჯზე წინა ​ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა საქართველოს საწინააღმდეგო არგუმენტი აღმოჩნდეს, - საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

„არსებობს მარტივი საერთაშორისო მოცემულობა, არსებობს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ახდენს, მათ შორის სახელმწიფოებს შორის არსებული დავების განხილვას, მათ შორის დავებს, რომელებიც კონკრეტულ ტერიტორიებს უკავშირდება. ამ სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი პრეცედენტი იმისა, რომ ხდებოდა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტა. ამ სასამართლომ ჩამოაყალიბა გარკვეული კრიტერიუმები, რითაც ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღების დროს. ერთ-ერთი ასეთი შესამოწმებელი მოცემულობა დავის შემთხვევაში არის ის, რომ რამდენად აყენებდა კონკრეტული სახელმწიფო პრეტენზიას კონკრეტულ ტერიტორიასთან მიმართებით და როგორი იყო მისი დამოკიდებულება, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დროს. ამ კონკრეტული თვალსაზრისით, სამართლებრივად რომ შევაფასოთ, გარკვეულ პერიოდში, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ დავით გარეჯი არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას, შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, წარმოადგენდეს ჩვენს საწინააღმდეგო არგუმენტს სამართლებრივი დავის ჭრილში“, - აღნიშნა პროკურორმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული რუკები და დოკუმენტები და დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 09:37

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 09:35

რეგიონი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:18

მსოფლიო

ტრამპი: ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რომის პაპ, ლეო მე-XIV-ს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:02

მსოფლიო

ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

15 აპრილი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

15 აპრილი 2026, 08:48

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.

15 აპრილი 2026, 08:35

რეგიონი

კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება

შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.

15 აპრილი 2026, 08:33

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 08:31

საზოგადოება

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება

ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.

15 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“

თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გიორგი ვოლსკი

15 აპრილი 2026, 08:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად

„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 07:58

პოლიტიკა

სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.

15 აპრილი 2026, 07:54

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 03:00

მსოფლიო

Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.

15 აპრილი 2026, 02:44

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 02:31

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.

15 აპრილი 2026, 02:20

მსოფლიო

The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 01:18

სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 00:54

მსოფლიო

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.