IMEDI /  03 ნოემბერი 2020, 13:13 / სანდო წყარო

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.

1-ელ ნოემბერს ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში დაუმაგრეს.

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2022, 20:07

მსოფლიო

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. Associated Press-ის ცნობით, ჩაუტოკას ინსტიტუტში, სადაც მწერალს ლექცია უნდა წაეკითხა, სცენაზე შევარდა კაცი და სალმან რუშდის ცემა დაუწყო.

სოზარ სუბარი

12 აგვისტო 2022, 20:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ელჩი დეგნანის ინტერვიუმ განგვიმტკიცა აზრი, რომ პოლიტიკა, რომელსაც საელჩო ატარებს, არ შეცვლილა, რაც არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არაკონსტიტუციური გზით

„მე პირადად ვიყავი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კარგად ვხედავდი, როგორ მიდიოდა ზეწოლა, რომ როგორმე მომხდარიყო უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვება. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა ხელისუფლების იძულება და საბოლოოდ ეს დამთავრდა პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემით, რომ ეს ორი ადამიანი ყოფილიყო გამოშვებული. საბოლოოდ მოხდა პარლამენტის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ის, რომ პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რაც ასევე იყო პოლიტიკური ჩარევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამით არა მხოლოდ რურუა და მელია, არამედ არაერთი ადამიანი გამოვიდა გარეთ“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი

12 აგვისტო 2022, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, როგორ ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ მომხდარიყო ორი პოლიტიზირებულად აღქმული საქმის განხილვა და ამ დამნაშავეების ციხიდან გამოშვება

ვერანაირი ოპოზიცია და მით უმეტეს, გაკოტრებული ოპოზიცია ვერ მოახერხებდა იმას, რომ თუნდაც, უგულავა-ოქრუაშვილის გამოშვება და სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფა მომხდარიყო იმის გამო, რომ რომელიღაც გაკოტრებული ოპოზიციური პარტია ამას ითხოვდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხათუნა ხოფერია

12 აგვისტო 2022, 19:41

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: არ ვართ ჩვენ ამერიკის კოლონია, არა.. არ გავა საქართველოში კოლონისტური დამოკიდებულება და აგენტურასაც აღარავინ მოიყვანს ხელისუფლებაში

მართლა კოლონია ხომ არ ჰგონიათ ეს ქვეყანა, რა დამოკიდებულებაა, რა უბედურებაა, სახელმწიფოს ყველა უნდა ელაპარაკოს, როგორც თანასწორსა და მართლა პარტნიორს, არ გავა საქართველოში კოლონისტური დამოკიდებულება და აგენტურასაც აღარავინ მოიყვანს ხელისუფლებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია წერს, საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2022, 19:35

მსოფლიო

ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძე

12 აგვისტო 2022, 19:22

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანას რაც არ სჭირდება არის ის, რომ არ იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ყველაზე მთავარი, ქვეყანაში არ იყოს ომი

ამ ვითარებაში, როცა რეგიონში არის საომარი მდგომარეობა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ისტერიულ მცდელობას იმისა, რომ ქვეყანა ჩაერიოს პირდაპირ საომარ მოქმედებებში, სწორედ ეს არის ქვეყნის ყველაზე მაღალი უსაფრთხოების საკითხი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რონ ჯონსონი

12 აგვისტო 2022, 19:11

მსოფლიო

სენატორი რონ ჯონსონი: FBI-ს რეფორმები სჭირდება

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) რეფორმები სჭირდება.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აგვისტო 2022, 19:07

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მოვუწოდებ ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს, ასეთი თამაშები საქართველოს საზოგადოებასთან და მით უმეტეს, კონსტიტუციით და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ

რაც არ უნდა მოგვაკერონ, რომ ჩვენ ანტიდასავლური ძალა ვართ და ვეწინააღმდეგებით რაღაცას, თუ სიმართლის თქმა რუსული ნარატივია, მაშინ ვერასდროს შევთანხმდებით ვერც ერთ ოპოზიციურ წარმომადგენლობასთან. ყველაზე მთავარი რაც არის, ამას ძალიან კარგად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება. მოვუწოდებ ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს, ასეთი თამაშები საქართველოს საზოგადოებასთან, მოსახლეობის უმრავლესობასთან და მით უმეტეს კონსტიტუციით და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ. შესაძლებელია უკვე, რომ პირდაპირი დიალოგით მოხდეს ეს ყველაფერი - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 19:04

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების ომის რიტორიკას, ის ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც არ სურს ომი

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების, რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის ომის რიტორიკას, რომელთაც სურთ ომი, ის ემიჯნება პრაქტიკულად საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც არ სურს ომი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ალექსეი რეზნიკოვი

12 აგვისტო 2022, 18:33

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად გაათავისუფლებენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად გაათავისუფლებენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს.

12 აგვისტო 2022, 18:32

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

„ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესწავლის შედეგად იქნა შეთავაზებული სამუშაო ჯგუფისთვის, მათ თავიანთი მოსაზრებები და პოზიცია წარმოადგინეს. დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეეხო ყველა საკითხს, უნდა ითქვას, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები დაახლოვებულია. არის თემები, რომელთა შესახებ ჩვენ საგნობრივად ვისაუბრეთ და მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებისკენ სავალი გზა არ არის რთული“.

დიმიტრი ხუნდაძე

12 აგვისტო 2022, 17:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორული ურთიერთობა არის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ის, რომ ქვეყანა თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში

ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა ვიცით ისეთი, როგორიც იყო აქამდე, თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ისე, რომ ქვეყანა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა

ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:32

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მოთხოვნაზე: საქართველოს საკანონმდებლო სივრცე საცდელი ობიექტი არ უნდა იყოს - ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

„დავაყენეთ საკითხი, რომ სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს კორუფციის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე და ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვაზე კორუფციულ დანაშაულთა მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ სამუშაო ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ახლა უნდა მოვისმინოთ, რამდენად არგუმენტირებულია ეს, რამდენად უზრუნველყოფს ეს სწორედ კორუფციის პრევენციას და რეაგირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

12 აგვისტო 2022, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპული რეკომენდაციების შესახებ ბევრ საკითხზე ჩვენი საკმაოდ დაახლოებულია

ევროპული რეკომენდაციების შესახებ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი [კონსულტაციებში მონაწილე მხარეები] ხედვები საკმაოდ დაახლოებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არცერთ შემთხვევაში ჩვენ ვინმეს დისკრედიტაციას არ ვცდილობთ

საქართველოს ხელისუფლება იყო და დღესაც არის იმ მდგომარეობაში, რომ არათანაბარი პირობებით უწევს ურთიერთობა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოსთან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 17:18

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

„ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით“.

რატი ბრეგაძე

12 აგვისტო 2022, 17:16

სამართალი

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს ნამდვილად შეხვდა. მინისტრის განმარტებით, შეხვედრა კანონის დაცვით შედგა. ბრეგაძემ აღნიშნა ისიც, რომ გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება, მათ შორის, წახალისების მიზნითაც მისცეს.

ილია დარჩიაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის

სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 16:49

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ. დეტალურად 🚇

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.