ბაკურ აბულაძე: საქართველოს პროკურატურამ გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო
ბაკურ აბულაძე
ფოტო: გენერალური პროკურატურა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურაში IBM I2 ანალიზის პროგრამა დაინერგა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ციფრული ანალიტიკური პროგრამა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ დახვეწილი საგამოძიებო ანალიზი, ამოიცნონ საჭიროებები, ხელი შეუწყონ უწყებათა თანამშრომლობას და მართონ დანაშაული. IBM I2 პროგრამა მომხმარებელს აძლევს განსხვავებული ფორმატის, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საბანკო და სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერების და სხვა ინფორმაციის პროგრამაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. პროგრამა ახდენს მონაცემების ანალიზს, დახარისხებას, სტრუქტურიზაციას და ავტომატიზაციის საშუალებით, დროის მცირე მონაკვეთში, დამუშავებული, მშრალი მონაცემების ვიზუალიზაციით ორ ან რამდენიმე ქსელს შორის კავშირის გამოვლენას, შაბლონური ქცევების და ლატენტური საფრთხის აღმოჩენას და დანაშაულებრივი ქმედებების მიდევნებას. სისტემაში მონაცემების მიღება-დამუშავება შესაძლებელია რეალურ დროშიც“ - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.
მისივე განცხადებით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, როდესაც კომპლექსური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას სულ უფრო ხშირად ვხვდებით მოცულობითი ელექტრონული ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის აუცილებლობას, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გამოძიების პროცესში. როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, IBM I2 ასევე გააჩნია ინოვაციური ფუნქცია, როგორიცაა სოციალური ქსელის მონაცემების ზედდება სხვა საგამოძიებო მასალებზე.
„IBM I2 წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება დანაშაულის პრევენციის და დროულად გამოძიებისთვის. აღნიშნული პროგრამა შექმნილია NATO-ს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით და აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის, თაღლითობის და სხვა კომპლექსური ხასიათის დანაშაულის გამოძიების პროცესში“ - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.
ბაკურ აბულაძის თქმით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა პროკურორებსა და გამომძიებლებს საგამოძიებო თუ ოპერატიული გადაწყვეტილებების დროულ მიღებაში ეხმარება და დროის მცირე მონაკვეთში ეფექტიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 12:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:
15 ივლისი 2026, 12:19
ტექნოლოგიები
ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ
მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.
15 ივლისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“
15 ივლისი 2026, 12:10
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:10
საზოგადოება
კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე
ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
15 ივლისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.
15 ივლისი 2026, 12:02
საზოგადოება
კახა კალაძე: მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის)მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
15 ივლისი 2026, 11:55
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა
დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.
15 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება.
15 ივლისი 2026, 11:46
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:45
რეგიონი
თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
15 ივლისი 2026, 11:40
საზოგადოება
ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება
ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა.
15 ივლისი 2026, 11:40
საზოგადოება
NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა, - ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:35
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი აკრიფა. სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
15 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
15 ივლისი 2026, 11:31
საზოგადოება
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (EmreRay + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.
15 ივლისი 2026, 11:28
სპორტი
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო კლუბმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული „იბერია“ - „ფლორას“ დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი თბილისის გუნდმა ესტონელები 5:4 დაამარცხა.
15 ივლისი 2026, 11:21
რეგიონი
თელავში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ვარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა
თელავში სალიკვიდაციო სამუშაო ამ დროისთვის ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. პარალელურად, აქტიურად გრძელდება ხევის ნაპირსამაგრი სამუშაო, რაც სპეციალისტების შეფასებით, დატბორვის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვლავ შეფერხებით მიეწოდება, თუმცა მუშაობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.
15 ივლისი 2026, 11:20
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს
ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლენს. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.
15 ივლისი 2026, 11:16
მსოფლიო
მარკო რუბიომ ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის იორდანიაზე მიმდინარე თავდასხმები დაგმო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილა და ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებს, მიუღებელი უწოდა.


