გოჩა ლორთქიფანიძე: იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად
გოჩა ლორთქიფანიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, საერთაშორისი სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებებით.
„ამ ორი თვის განმავლობაში, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის და მთელი სახელმწიფოს უმთავრესი წარმატება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაა, რამაც დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამებისათვის; ეთნიკურად ქართველების დაკავებასა და არაადამიანური მოპყრობისთვის... ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები განსახორციელებელი ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ერთი წლის ვადაში უნდა წარვადგინოთ დეტალური ინფორმაცია და მასალები თითოეული დარღვევის მიხედვით და მოვითხოვოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს, ცხადია, მოითხოვს იუსტიციის სამინისტროს და კოლეგა უწყებების ისეთივე ეფექტურ თანამშრომლობასა და ტიტანურ შრომას, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ დავის მოსაგებად. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაიწყოს კომპენსაციის გარდა სხვა ღონისძიებების განხორციელება გადაწყვეტილების აღსასრულებლად“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა, აგრეთვე, ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზეა და ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას რუსეთის მხრიდან. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო განიხილავს სხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურების შესაძლებლობასაც.
„ჩვენ, აგრეთვე, გვაქვს პროგრესი ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმართულებით. კერძოდ, თუ აქამდე რუსეთი სრულად ეწინააღმდეგებოდა დაკისრებული კომპენსაციის გადახდას, ბოლო კომუნიკაციების შედეგად იკვეთება პერსპექტივა, რომ ის დათანხმდეს თანხის გადახდას ევროსაბჭოსთვის, რის შემდეგაც მოხდება კომპენსაციის დაზარალებულებისთვის განაწილება. საკითხის თაობაზე მეტი დეტალები ცნობილი გახდება მინისტრთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰააგის გამოძიების შესახებაც ისაუბრა.
„სამინისტრის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომ მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჰააგის მიმართულებითაც მივაღწიოთ ისეთივე დიდ წარმატებას, როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოში შევძელით“, - თქვა მან.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, რაც აუცილებელი წინაპირობა იქნება 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრების განაცხადების შესატანად. აქტიურად გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია სამინისტროს სისტემის ფარგლებში.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 17:43
საზოგადოება
ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
28 მაისი 2026, 17:22
მსოფლიო
მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 17:18
რეგიონი
ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.
28 მაისი 2026, 17:14
პოლიტიკა
გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა: არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავის ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაშია, სისტემური რატომაა? იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება
ყველამ დაინახა რაც მოხდა იმ კადრებში. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ.
28 მაისი 2026, 17:02
საზოგადოება
უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:59
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:51
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:49
რეგიონი
წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
28 მაისი 2026, 16:40
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა
შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.
28 მაისი 2026, 16:24
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს
შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.
28 მაისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 16:09
საზოგადოება
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
28 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
28 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 მაისი 2026, 15:39
მსოფლიო
შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 15:38
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.


