Imedi /  01 მარტი 2021, 12:45 / სანდო წყარო

დავით ყაზარაშვილი: სასამართლო პროცესებზე შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები უკვე გამოკვეთილია, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან

დავით ყაზარაშვილი

დავით ყაზარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები სასამართლო პროცესებზე უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეპიზოდში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავეა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში. ყაზარაშვილის თქმით, სწორედ მათ სცემეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.

პროკურორის თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია, რაც არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებით იქნება გამყარებული.

„წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ამ ხუთივე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა და ამაში ეჭვი დღეის მდგომარეობით, ჩემი აზრით, დაცვის მხარესაც აღარ ეპარება. რაც შეეხება მათ პოზიციას, რაც დღეს უნდა მოვისმინოთ, ვფიქრობ, დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს და მათი სიტყვები, რაც აქამდე გვესმოდა, არ იყო არანაირად დასაბუთებული.

ბრალდებულები დაკითხვის შედეგად სიცრუეშიც გამოვიჭირეთ, ასე ვთქვათ, თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა ყველა იმ ტყუილს, რასაც სასამართლო პროცესებზე ამბობდნენ. მათი ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი. ასევე, არჩილ გაგნიძე და ნიკა რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს Google map-ში დამახსოვრებული იყო მათი გადაადგილების შესხებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მათ არ ჰქონდათ ჩართული ინტერნეტი, შესაბამისად, არცერთ მათგანს Google map-ის პროგრამა გააქტიურებული არ ჰქონდა.

ბრალდებულებმა, ყველამ, ასე ვთქვათ, ნიკა რევაზიშვილს ათქმევინეს თავიანთი სათქმელი. თუმცა, რევაზიშვილმაც ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი. ის ცრუობდა თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება მათ საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს. ისინი აირეოდნენ თავიანთ ტყუილებში, როგორ ნიკა რევაზიშვილი. ვერ მიიტანდნენ სასამართლომდე ელემენტარულ თავის სათქმელსაც. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როდესაც კითხვა არ დაისმევა, მათ შორის კრიტიკული კითხვები, და ამ პირობებში უფრო მეტ ტყუილს ეტყვიან სასამართლოს. თუმცა, მათი ეს ტყუილები უკვე გამოკვეთილია სასამართლო პროცესებზე და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან“, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. სიტყვით ბრალდებულებიც ისარგებლებენ. ასევე, იქნება მხარეებს შორის რეპლიკების ეტაპი. შემდეგ კი მოსამართლემ უკვე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო

17 აპრილი 2021, 23:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დააკავეს ჯგუფის წევრები, რომელიც მასზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე მკვლელობის მიზნით თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია belta.by-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირი ამერიკის საელჩო

17 აპრილი 2021, 23:47

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან სალუქვაძე

17 აპრილი 2021, 23:33

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებაზე: თუ ეკლესია ამბობს, რომ შესაბამის უწყებებს, საკითხის მშვიდად მოგვარება უნდა ვადროვოთ, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებს

„თუ ეკლესია ამბობს, რომ უნდა ვადროვოთ საკითხის მშვიდად მოგვარება შესაბამის უწყებებს, რაც არაა ერთი ან ორი დღის საქმე, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც ეს თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებდეს და რატომ უნდა ავწიოთ ეს თემა აქციაზე? რასთან გვაქვს საქმე? ესაა ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, სამეზობლოში ვითარების დაძაბვის სურვილი თუ რა? - ასე ეხმიანება ესქპერტი ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საუბარია დავით გარეჯისა და ნამოხვანჰესის საკითხების გამიჯვნაზე.

17 აპრილი 2021, 23:10

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის სერვისით მომხმარებელთა ნაწილმა შესაძლოა შეზღუდულად ისარგებლოს

WhatsApp-ის მომხმარებლების ნაწილი, რომელიც 15 მაისამდე სერვისის ახალ წესებს არ მიიღებს, მესენჯერით შეზღუდული რეჟიმით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

17 აპრილი 2021, 22:35

მსოფლიო

მედია: ჩეხეთიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებენ

ჩეხეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებს. ამის შესახებ რუსული მედია პრაღაში რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. „დიახ, ჩეხეთის მხარემ გვაცნობა, რომ რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - აცხადებენ საელჩოში.

17 აპრილი 2021, 21:56

სამართალი

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, დანარჩენი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

პრინცი ფილიპი

17 აპრილი 2021, 21:30

მსოფლიო

პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ფულით და მედიარესურსით ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა ოპოზიცია დესტრუქციულია, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შემოუერთდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შეუერთდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჩვენ ამისთვის ყველა ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია სრულფასოვნად შემოუერთდეს პარლამენტს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

17 აპრილი 2021, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ოპოზიციას შევთავაზეთ ლეგიტიმაციის 40%-იანი ზღვარი

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ჰქონდა მყარი საფუძველი. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა იმის დაფიქსირება, რომ ვმოქმედებთ სათანადო პასუხისმგებლობით და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია, საჭიროებს ცვლილებას და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ არ მარტო ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა შარლ მიშელისა და ევროკავშირის სახელით, არამედ ამის მიღმა ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვრის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ისინი იყვნენ გახარიას თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით პერსპექტივა არ აქვთ

„ჩვენი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე არის მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, როდესაც 48%-ზე მეტი მივიღეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ ეს შედეგი არ დადგეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა გაგრძელდება შესაბამისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა, ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს... ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის უარი ალოგიკურია

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2021, 20:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

17 აპრილი 2021, 19:43

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ბაქრაძე

17 აპრილი 2021, 19:27

საზოგადოება

აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. მისი განმარტებით, აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამინისტროს შესყიდვების გეგმას, საუბარი არ არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურად ხარჯვაზე, არამედ ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც გასწორდა აუდიტორული შემოწმების პროცესში.

დემნა გვასალია

17 აპრილი 2021, 19:07

ტაბლოიდი

დემნა გვასალია Pre-Fall 2021 კოლექციას ციფრულად წარადგენს

​​​​​​​ბალენსიაგამ მორიგი სიახლე გაავრცელა. დემნა გვასალია Pre-Fall 2021 კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს, კოლექციის ნახვა მსოფლიოს ყველა წერტილიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი.