imedi /  27 ივლისი 2017, 18:20 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: მუხტარლის საქმეზე პროკურატურამ ჩვენი წინადადება ნაწილობრივ გაითვალისწინა

აფგან მუხტარლი

აფგან მუხტარლი

​საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაწილობრივ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაზარალებულად ცნობისა და მის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აფგან მუხტარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის  გამომძიებლებისთვის გადაცემის წინადადებით მიმართა. ამასთან, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის უნდა მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.

2017 წლის 21 ივლისის სახალხო დამცველს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან წერილობით აცნობეს, რომ მუხტარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

რაც შეეხება ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის საკითხს, მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. „სახალხო დამცველი არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. სახალხო დამცველი აგრძელებს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მის ცალკეულ ასპექტებზე საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.“- აღნიშნავს ომბუდსმენი. 

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქართულმა გამოძიებამ აზერბაიჯანულ გამოძიებას აფგან მუხტარლის დაკითხვის თხოვნით მიმართა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. ცნობილი გახდა, რომ მუხტარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.

ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეს "აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღდმეგ" პრიორიტეტი მიანიჭა. საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობა კი, გამოძიების შედეგებს ელოდება.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 19:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა

იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს

აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - გაუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 19:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

27 აგვისტო 2026, 18:58

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს - ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული ამერიკული კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს

აშშ-ის თავდაცვის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ეს 6 ნოემბრამდე მოხდება.

კეროლაინ ლევიტი

27 აგვისტო 2026, 18:45

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

27 აგვისტო 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს

„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

27 აგვისტო 2026, 18:36

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

27 აგვისტო 2026, 18:28

საზოგადოება

თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„კონკას“ განახლების მიზანი ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლება, შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა.

27 აგვისტო 2026, 18:09

რეგიონი

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.

ფაბიენ მანდონი

27 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:34

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა

ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:25

სამართალი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.

27 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.

რატკო მლადიჩი

27 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:11

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

27 აგვისტო 2026, 16:56

მსოფლიო

Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:35

რეგიონი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 16:30

საზოგადოება

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.

27 აგვისტო 2026, 16:26

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.