www.imedi.ge /  19 ოქტომბერი 2021, 23:30 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე: პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება

რატი ბრგაძე

რატი ბრგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ფარგლებში გასცემს.

ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადაა რეკომენდაციების შესრულება ხვალიდანვე, კანონმდებლობის სრული დაცვით დაიწყოს.

„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა და, ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში რეკომენდაციები იქნება შესრულებული. პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია, ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

02 ოქტომბერი 2026, 00:09

მსოფლიო

გერმანული მედია: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი ფედერალური მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით

გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი ფედერალური მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით. ამას მოწმობს სოციოლოგიური კვლევის, ARD-Deutschlandtrend-ის შედეგები, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. სოციოლოგების განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ლელა რაზიკაშვილი:

02 ოქტომბერი 2026, 00:03

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი: მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული

მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. სახლში წასვლა არავის არ უნდოდა, სიხარულით დარბოდნენ ქუჩაში. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. რამ მოიტანა ეს? ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სიხარულით დადიოდა 14 წლის წინ ამ დროს საქართველოში, ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

02 ოქტომბერი 2026, 00:00

მსოფლიო

Die Welt: ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს

ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს. გამოცემა Die Welt-ის ცნობით, ოფიციალურ წერილში ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, გამოცხადდეს „განხორციელებისა და კონსოლიდაციის წელი“ - ერთგვარი საკანონმდებლო პაუზა, რათა ევროპულ ბიზნესს ბიუროკრატიული ტვირთი შეუმსუბუქდეს.

გია მურღულია

01 ოქტომბერი 2026, 23:57

პოლიტიკა

გია მურღულია IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს

იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ოპოზიციის შედეგი განპირობებულია იმით, რომ ისინი მუდმივად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.

01 ოქტომბერი 2026, 23:57

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან, სადამდე მიიყვანეს ამომრჩეველი, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის

ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ვერ ხვდებიან ამას, დგანან ახლა და ამბობენ, რომ ხედავთ, პროპაგანდამ როგორ იმუშავა, რომ ასე გავნულდითო. 5% კი არა, შეიძლება 1%-იც მეტი იყოს ამათთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

კრისტა პაიკი

01 ოქტომბერი 2026, 23:45

მსოფლიო

The Washington Post: კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს

კრისტა პაიკის ადვოკატების განცხადებით, იგი ცოცხალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს. მანამდე, წინა ღამით, ტენესის შტატის ხელისუფლებამ მისი სასიკვდილო ინექციით დასჯა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 23:40

პოლიტიკა

გია მურღულია: მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია

მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ნიკუშა შენგელაია

01 ოქტომბერი 2026, 23:34

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში.

ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.

ნიკუშა შენგელაია

01 ოქტომბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი

ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით. მისივე თქმით, რომ არა 14 წლის წინანდელი არჩევანი, საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

ვლადიმირ პუტინი

01 ოქტომბერი 2026, 22:16

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

01 ოქტომბერი 2026, 22:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

იოჰან ვადეფული

01 ოქტომბერი 2026, 22:09

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა. მან გააფრთხილა პარტნიორები, რომ სასწორზე უშუალოდ ბლოკისა და მისი რეგიონული გავლენის სანდოობა დგას.

ზაალ ანჯაფარიძე

01 ოქტომბერი 2026, 21:49

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სადისტების და ჯალათების რეჟიმი ჩამოაშორა.

გურამ მაჭარაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 21:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მას პატივს სცემს, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ოქტომბერი 2026, 21:39

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.

01 ოქტომბერი 2026, 21:21

ეკონომიკა

შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი. საერთაშორისო ფორუმი თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაზი გაესვა საქართველოს როლს ამ სფეროში. განიხილეს „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება საქართველოს სტრატეგიულ პოტენციალზე გადის.

01 ოქტომბერი 2026, 21:00

რეგიონი

ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.

ვლადიმირ პუტინი

01 ოქტომბერი 2026, 20:59

მსოფლიო

პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი.

01 ოქტომბერი 2026, 20:45

საზოგადოება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

01 ოქტომბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

შეტევა პატრიარქსა და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელი განცხადებებით ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები გამოდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას.