სუსი: იოსებ გოგაშვილმა სახლის ჩხრეკის დაწყებამდე სცადა გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რითაც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა, ამიტომ გამოყენებული იყო პროპორციული ღონისძიებები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ფოტო: არქივი
იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებული იყო პროპორციული ღონისძიებები, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იოსებ გოგაშვილმა, წარსულში თავისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში თავისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა.
„საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ, სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები. რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებული იყო პროპორციული ღონისძიებები“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, გოგაშვილს 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, - აცხადებენ სუს-ში.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 15:10
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია
საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის Springer Nature-ის წიგნში, სახელწოდებით „ფულის ტოკენიზაცია: ტრადიციული ვალუტებიდან სტაბილქოინებამდე“ არის წარმოდგენილი.
12 აგვისტო 2026, 15:07
საზოგადოება
ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 15:07
მსოფლიო
POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ
საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ნაწილის მიზეზი ქვეყნის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელიდან წარმოქმნილი ნაპერწკლებია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 15:06
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუსეთთან მიმართებით 2022 წლის შემდეგ, ოპოზიციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
12 აგვისტო 2026, 15:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ტურიზმს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, თუ ყველა ერთად დავდგებით, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს
ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 15:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება
როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
12 აგვისტო 2026, 14:58
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.
12 აგვისტო 2026, 14:51
პოლიტიკა
პრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური ბანერებით, ეს არის კოორდინაციის შედეგი
2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
12 აგვისტო 2026, 14:48
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში ჩართულია მთელი კოორდინაცია, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, თუ ვინ არის მტერი
უცხოური აგენტურის - თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით, მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:47
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს
ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 14:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი, ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიფ სთეითის“ საერთო ქოლგის ქვეშ, არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც მარტივი ტყუილია
ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური ხაზი და გზავნილი.
12 აგვისტო 2026, 14:37
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას.
12 აგვისტო 2026, 14:37
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
„მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და სერტიფიცირებულ ბიოპროდუქტზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქართული ფერმერული მეურნეობები ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოერგოს და ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მისასალმებელია, როცა ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვაზეა ორიენტირებული და ამცირებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
12 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
პრემიერი: „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ
„დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
პრემიერი: „დიპ სტეიტის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ
„დიპ სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
12 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიერ სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ
საქართველოს ხელისუფლების სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, ერთი უცნაური ფენომენი მოგვეძალა - ხმამაღლა აცხადებდე, რომ ანტირუსი აქტივისტი ხარ, მაშინ, როცა 2008 წლის ომიდან მალევე რუსეთში ჩადიოდი, კონცერტებს მართავდი, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდი, ანაზღაურებასა და სხვა სარგებელს იღებდი, დღეს კი სხვებს „რუსებს“ და „პრორუსებს“ ეძახი , ეს ამ ფენომენისთვის დამახასიათებელი გამოხატული უტიფრობაა
„და ბოლოს, რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, მშვიდობაა და არა ომის გასაგრძელებლად და ბრძოლის წასახალისებლად გამართული, კარგად დაფინანსებული კონცერტები. აქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, უტიფარ მორალისტთა ფავორიტმა ხელისუფლებამ 2008 წელს წაგებული ომი როგორ გვაზეიმა“, - წერს ნინო წილოსანი.
12 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
„სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში - რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
12 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
პრემიერი: „დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის
„დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.


