უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ამირან გიგუაშვილი
ფოტო: Imedi.ge
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2022 წლის 5 აგვისტოს, სასამართლომ, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ და ვასო ურუშაძის, ასევე ლაშა ფარულავას მიერ გავრცელებული ყველა სადავო განცხადება ცილისწამებად იქნა აღიარებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დაეკისრათ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა საჯაროდ. ასევე, თითოეულ მათგანს დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაცია 5 000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რის გამოც თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური, მხოლოდ ფაქტებსა და სამართლებრივ არგუმენტაციაზე დაფუძნებული ინფორმაცია.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვები გაგრძელდა გონივრულ ვადებში, ოთხ თვეზე მეტხანს და ჩატარდა 6 ძალიან ვრცელი, რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომა, რაც მსგავსი კატეგორიის დავებისთვის იშვიათია და ასახავს საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის თვალსაზრისით სასამართლოს აშკარა დაინტერესებას. შესაბამისად, სრული სიცრუეა განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსამართლე ცდილობდა პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად და შემჭიდროვებულ ვადებში ჩაეტარებინა.
საქმეზე დაიკითხა სულ 6 მოწმე, საიდანაც ჩვენი, როგორც მოსარჩელის მიერ დასახელებული იყო 2 მოწმე, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული იყო 4 მოწმე. რაც შეეხება მოწმის სახით პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისა და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწვევის შესახებ შუამდგომლობას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოპასუხე მხარე ვერ უთითებდა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, ან გარემოებას, თუ რა უნდა დაედასტურებინათ მითითებულ მოწმეებს. სასამართლო სხდომაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოწვევა, იმთავითვე მიმართული იყო პროცესის პოლიტიკურ შოუდ ქცევისკენ, რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა.
ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ მოპასუხეებზე მორალური ზიანის სახით კომპენსაციის დაკისრებასა და მის ოდენობაზე. როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტით, ცილისწამების სარჩელზე, როგორც წესი, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ სადავო განცხადებების ცილისწამებად აღიარების შემთხვევაში, ხდება, მეორე სასარჩელო მოთხოვნის, ანუ მორალური ზიანის ნაწილში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან თავისი არსით, საჯარო ცილისწამება და განსაკუთრებით დანაშაულის დაბრალებით ცილისწამება, თავისთავად წარმოქმნის მორალური ზიანის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, ამ მხრივ, სასამართლოს რაიმე ახალი, განსაკუთრებული, ან მითუმეტეს, „პრეცედენტული“ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გაცნობის შემთხვევაში. ზიანის ოდენობად 5 000 ლარის დაკისრება კი ისეთი წინასწარგანზრახული, კამპანიური ხასიათის ცილისმწამებლური ბრალდებების ფონზე, რასაც თვეების განმავლობაში ორკესტრირებულად ახორციელებდნენ მოპასუხეები, არის აშკარად სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი ლოიალობის აქტი მოპასუხეების მიმართ, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორც თავიდანვე მივუთითებდით (ეს შავით თეთრზე წერია სარჩელში), მატერიალური ნაწილი არ წარმოადგენდა ჩვენს ინტერესს და ნებისმიერი თანხა, რაც არ უნდა დაკისრებოდათ მოპასუხეებს, მიემართებოდა ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად, რომელსაც პატრონაჟს უწევს ბატონი უჩა მამაცაშვილი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხე მხარის სპეკულაციური განცხადებები, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების მათზე გადაკისრების თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ხარჯების განაწილების ამგვარ პრინციპს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს და სასამართლომ იმოქმედა სწორედ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
და ბოლოს, არ შეგვიძლია წუხილი არ გამოვთქვათ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ სრულიად არაკომპეტენტური განცხადების გამო, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში. თან იმ დროს, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მხარეებსაც კი არ ჩაბარებიათ და შესაბამისად გარეშე პირისათვის შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტური შეფასება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიზირებული, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის სურვილის შემცველი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მისწრაფებას, სასამართლო დავა გამოიყენონ მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ეს პროცესი ასევე საბოლოოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული კერძო პირების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციას, ისევე როგორც მის სპიკერებს, არაფერი აქვთ საერთო არც არასამთავრობო სექტორთან და მითუმეტეს, ადამიანის უფლებების დაცვასთან.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას შეხვედრას და საგნობრივ საუბარს, როგორც სასამართლოსათვის მის მიერ წარდგენილ, ჩვენი აზრით, მიკერძოებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ ცილისწამებად აღიარებული განცხადებების ირგვლივ.
ჩვენ, როგორც ბატონი უჩა მამაცაშვილის ადვოკატები ვადასტურებთ მზადყოფნას შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი და ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, თუ მედიის წარმომადგენელთან. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს შეთავაზება ეხება საზოგადოებისთვის შესაძლო საინტერესო სხვადასხვა საკითხებსაც და არა მხოლოდ მიმდინარე სასასამართლო დავას, რომელიც სრულიად გამჭვირვალედ, ობიექტურად და არსებული ეროვნული, თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად წარიმართა“, - აღნიშნულია უფლებადამცველის განცხადებაში.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 13:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი
„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
12 ივლისი 2026, 13:15
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება
„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 13:04
ტაბლოიდი
ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა
მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.
12 ივლისი 2026, 12:33
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
12 ივლისი 2026, 12:13
რეგიონი
ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა
ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება
12 ივლისი 2026, 12:13
მსოფლიო
ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
12 ივლისი 2026, 11:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
12 ივლისი 2026, 11:51
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
12 ივლისი 2026, 11:48
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
12 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს
„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.


