პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირია დაკავებული, რომელთაგან ერთი რუსეთის, ორი კი ამერიკის მოქალაქეა
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 20 პირს შორის, სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია დაკავებულებს შორის 1 რუსეთის ფედერაციის, ხოლო 2 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.
„12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.
ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.
მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული.
დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.
აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ყველა სიახლე
10 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან. უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.
10 აპრილი 2026, 14:14
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ვნების შვიდეულის პარასკევი, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. სახარებაში ვკითხულობთ, თუ რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც
ვნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევს ვუწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს, ჩვენი გადარჩენისთვის საკუთარი თავი გაწირა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
10 აპრილი 2026, 13:52
მსოფლიო
POLITICO: ტრამპი რუტეს შეხვედრის დროს შეურაცხყოფას აყენებდა და ნატოს უმოქმედობაში ადანაშაულებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის დროს ალიანსის მოკავშირეები გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო ის საპასუხო ზომებს განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 13:27
მსოფლიო
ესპანეთი ირანს მოუწოდებს აშშ-თან მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის დროს ისლამურ რესპუბლიკას მოუწოდა ისლამადაბში აშშ-თან დაგეგმილი მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 12:52
საზოგადოება
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 12:46
მსოფლიო
Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება - მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?
ირანის კრიზისი არა მხოლოდ ნავთობით ვაჭრობაზე მოქმედებს, არამედ სოფლის მეურნეობაზეც, - წერს გერმანული გამოცემა, Berliner Zeitung-ი და აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გლობალურ ბაზარზე მილიონობით ტონა სასუქის ნაკლებობაა.
10 აპრილი 2026, 12:12
მსოფლიო
POLITICO: ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
10 აპრილი 2026, 11:45
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის
ევროკავშირმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსული თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლას ახდენს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 11:41
რეგიონი
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 11:28
მსოფლიო
ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა
ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 11:19
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: განვითარება და ომი - ეს ორი რამ შეუთავსებელია. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით სწორი მიმართულებით მიდის
საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლზე ისაუბრა მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მხოლოდ მშვიდობაა ის აუცილებელ პირობა, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
10 აპრილი 2026, 11:18
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.
10 აპრილი 2026, 11:18
მსოფლიო
Reuters: პუტინის სპეცწარმომადგენელი, დმიტრიევი აშშ-შია და ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება და პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 11:06
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს.
10 აპრილი 2026, 11:02
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ცვლილებების ჟინმა მთლიანად ევროპა მოიცვა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
10 აპრილი 2026, 10:39
მსოფლიო
ჯონ კერი: ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს ირანზე თავდასხმას სთხოვდა, თუმცა მაშინ მან უარი მიიღო.
10 აპრილი 2026, 10:12
მსოფლიო
ტრამპი უნგრელებს არჩევნებში ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, - „ის დაუღალავად იბრძვის და მას უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, როგორ მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
10 აპრილი 2026, 09:40
სპორტი
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. მერვედფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
10 აპრილი 2026, 09:33
კულტურა
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ფესტივალი გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი.’’ სპექტაკლი ფარაჯანოვის უკანასკნელი კინოსცენარის მიხედვითაა დადგმული.
10 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: The Wall Street Journal-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The Wall Street Journal-ი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“.


