დეკანოზის საქმის პროკურორი ნანუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ჯარჯი წიკლაური
ე.წ. დეკანოზის საქმის პროკურორი, ჯარჯი წილკაური სახალხო დამცველის მიერ დღეს წარმოდგენილ მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება და მას არაკომპეტენტურს უწოდებს. პროკურორი უჩა ნანუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს.
“აღნიშნული საქმისადმი სახალხო დამცველს თავიდანვე ჰქონდა მიკერძოებული დამოკიდებულება.
2017 წლის 15 თებერვლიდან 02 მარტამდე პერიოდში იგი შეგნებულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს გამოთხოვილი ჰქონდა საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან და პასუხს ვერ იღებდა, ამავე დროს საჯაროდ აცხადებდა, რომ სახეზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები, თუმცა მისი მომართვა სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ საქართველოს პროკურატურაში მხოლოდ 2 მარტს შემოვიდა.
სახალხო დამცველის ღრმა არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს მისი უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რასაც თურმე საჭიროდ მიიჩნევდნენ ადვოკატები. სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით გარანტირებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს დაცვის მხარის სრულ თავისუფლებას, ბრალდების მხარისგან დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზა და გამოითხოვოს ინფორმაცია. გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა 6 ადვოკატი და არცერთ მათგანს არასდროს მოუმართავს პროკურატურისთვის რომელიმე საგამოძიებო მოქმედების ან/და ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით.
აღვნიშნავ, რომ არავის, მათ შორის არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლება ჩაერიოს პროკურორის საქმიანობაში და მიუთითოს მას, თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს და რომელი არა.
უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულის უფლების დარღვევად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგებში შეგნებულად წარმოაჩინა დამახინჯებული ფორმით, რადგან სასამართლოს მიერ ადვოკატების შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზი, პროცესუალური ნორმების დაუცველობასთან ერთად გახდა ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ შუამდგომლობას არ დაურთო მოთხოვნის დასაბუთებისთვის აუცილებელი მტკიცებულებები.
სახალხო დამცველმა სრულიად დაუსაბუთებლად ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - გიორგი მამალაძის მხრიდან ციანიდის ფლობის ფაქტი, რადგან საგამოძიებო უწყებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა პირი, ვისგანაც მსჯავრდებულმა ეს ნივთიერება შეიძინა. სავარაუდოდ, სახალხო დამცველი ასევე უწევს მონიტორინგს სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, შესაბამისად მან უნდა იცოდეს, რომ მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ დანაშაულებზე, დანაშაულის იარაღის (ცეცხლსასროლი/ცივი იარაღი) წარმომავლობის დადგენის მიუხედავად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება ეჭვქვეშ, როდესაც სახეზეა სხვა უტყუარი მტკიცებულებები. სახალხო დამცველის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით არ არის დადგენილი თუ როდის, სად, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ ცეცხლსასროლი იარაღი (მსჯავრდებული აღიარებს სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას), თუმცა სახალხო დამცველი ამ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ არ აყენებს.
სახალხო დამცველის მიკერძოებულობაზე ასევე მეტყველებს 2017 წლის 05 სექტემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ციანიდის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა“. შეგახსენებთ, რომ 05 სექტემბერს გამოქვეყნდა განაჩენის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც შეიცავდა გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი არ იყო გამოქვეყნებული, უჩა ნანუაშვილმა შეითავსა ზემდგომი სასამართლოს ფუნქცია და წინმსწრებად, სრულიად არაკომპეტენტური შეფასება მისცა ისეთ საკითხებს, რომელიც მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას უჩა ნანუაშვილი პირადად არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, იგი მხოლოდ ორჯერ დაესწრო სასამართლო პროცესს.
ასევე მსურს ყურადღება გავამახვილოთ სახალხო დამცველის არაკომპეტენტურ შეფასებაზე, რომლის თანახმად მიზანშეუწონელი იყო სასამართლო პროცესების სრულად დახურვა. გაუგებარია სახალხო დამცველის ასეთი პოზიცია, როდესაც საუბარია მესამე პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვაზე, რომელთა გასაჯაროვებაც შელახავდა ამ პირთა უფლებებს. სახალხო დამცველის „მონიტორინგის შედეგებში“ აღნიშნულია, რომ თითქოს საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ერთი სხდომის ფარგლებში იქნა გამოკვლეული, რაც არის სიცრუე, ვინაიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არაერთ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული, რასაც ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და უჩა ნანუაშვილს უნდა ჰქონოდა ამის შესახებ ინფორმაცია. ამავე დროს, სახალხო დამცველს რატომღაც მხედველობიდან გამორჩა სასამართლო პროცესის დახურვის ისეთი საფუძველი, როგორიც არის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პროცესის დახურვას არ გამოუწვევია ბრალდებულის უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, მას იცავდა ექვსი ადვოკატი, ხოლო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი სრულად იყო რეალიზებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულს ადასტურებს ის უპრეცედენტო ფაქტიც, რომ დახურულ სასამართლო სხდომებს ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ „იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი.“ აშკარაა, რომ უჩა ნანუაშვილი სცილდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და ღიად იჭრება სასამართლოს უფლებამოსილებაში.
იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში, უჩა ნანუაშვილი ობიექტურად შეასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს, სრულყოფილად მოისმენს ორივე მხარის პოზიციას, არ შეითავსებს სასამართლოს ფუნქციას და მისი არაკომპეტენტური შეფასებებით, უსაფუძვლო ეჭვს არ შეიტანს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
ომბუდსმენმა დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.


