25 დეკემბერი 2025, 21:09 / სანდო წყარო

სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს, როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე, დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის, მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი, სატელეფონო ინტერნეტკავშირი. მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალია.

საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. „ვაიფაის“) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე.

რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე - 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე! იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანნა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე, პირველი - ცხრა საათსა და 21 წუთზე, მეორე კი 17 საათსა და 14 წუთზე. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალიასთან 4 ოქტომბერს, დღისით, სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე, 19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირები 21 საათსა და 09 წუთზე; 21 საათსა და 15 წუთზე; 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა.

გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალია და ანნა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ამ ინტერნეტკავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ ,,ქართული ოცნების’’ ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუარა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.

ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადეს ბრიფინგზე.

მანამდე კი ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის აღების მიზნით 10 ოქტომბერს გამოიკითხა.

გამოკითხვა უკავშირდებოდა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარი იყო ასახული.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:46

ეკონომიკა

პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება

„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი“.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:40

ეკონომიკა

პრემიერი: კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება

კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:35

პოლიტიკა

პრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ

ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .

რამაზ გერლიანი

02 მაისი 2026, 22:22

ეკონომიკა

რამაზ გერლიანი: ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში. კარგია იმიტომ, რომ ბიზნესსაც აწყობს, ბიზნესის და ხელისუფლების ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ეს აისახება შემდეგ მოქალაქეებზე

ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:22

ეკონომიკა

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული“, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება

„შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .

ლაშა რიჟამაძე

02 მაისი 2026, 22:15

ეკონომიკა

ლაშა რიჟამაძე საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში

გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ იმ საერთაშორისო რეგულაციაზე ისაუბრა, რაზეც კომისიის დასკვნაშია მითითებული. როგორც მან აღნიშნა, ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის - 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მშპ

ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

გიორგი ხაბაშვილი

02 მაისი 2026, 21:58

ეკონომიკა

გიორგი ხაბაშვილი: მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ვეცდებით პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთმა მხარემ ხარჯი მოვიხსნა და შემდეგ მთავრობა იქნება თუ პარლამენტი, ვთხოვო, რომ ეს ხარჯი სხვას დააკისროს - ასე სისტემურად არაფერი შეიცვლება

რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი სურსათის ფასებთან დაკავშირებული პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, ნუ ეცდებიან ხარჯების მოხსნას და ამ ხარჯების სხვაზე დაკისრებას. ამ საკითხზე ხაბაშვილმა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ისაუბრა. მისივე თქმით, ეს მიდგომა სისტემურად არაფერს შეცვლის.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - განაცახად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

რამაზ გერლიანი

02 მაისი 2026, 21:47

ეკონომიკა

ეკონომისტი რამაზ გერლიანი: როდესაც დასკვნის გაცნობას ვიწყებთ, პირველსავე წინადადებაში წერია - სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას იმ გზით, რომ რაღაც რეგულაციები შეიტანოს, ეს მოსაწონია

„როდესაც დასკვნის გაცნობას ვიწყებთ, პირველსავე წინადადებაში წერია - სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას იმ გზით, რომ რაღაც რეგულაციები შეიტანოს, ეს მოსაწონია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:42

პოლიტიკა

პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელიც კი - საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია

მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი - ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:38

პოლიტიკა

პრემიერი: ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით - ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება

2019-2022 წლები იყო მაღალი ინფლაციით გამორჩეული გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში, თუმცა 2023 წლიდან, დასტაბილურდა ინფლაციური პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

შოთა ბერეკაშვილი

02 მაისი 2026, 21:24

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში

არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წარმატებული ბიზნესი არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:22

პოლიტიკა

პრემიერი: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მაგრამ როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს გავლენას

მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

02 მაისი 2026, 21:20

ეკონომიკა

მარიამ იაკობიძე: ინდუსტრიული განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება საქართველოში საჭიროა

გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა მარიამ იაკობიძემ განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ. იაკობიძემ აღნიშნა, რომ ინდუსტრიული განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება საქართველოში საჭიროა.

 შოთა ბერეკაშვილი

02 მაისი 2026, 21:09

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები

პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:03

პოლიტიკა

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ლაშა რიჟამაძე

02 მაისი 2026, 20:51

ეკონომიკა

ლაშა რიჟამაძე: სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში

სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნე ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო კომპონენტი მთლიან ფასში ერთ-ერთი მთავარია იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი წარმოება ძალიან უმნიშვნელო პროცენტულობით არსებობს და ეს წარმოებაც იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული.