imedi /  30 ივნისი 2026, 15:12 / სანდო წყარო

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 ივნისს, ბრალდებულმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ტყიდან ტორფის მოსაპოვებლად, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 600 ლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ყველა სიახლე

30 ივნისი 2026, 16:32

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 3.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლების პირველი კვარტლების მონაცემების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

30 ივნისი 2026, 16:32

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

30 ივნისი 2026, 16:30

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი მასპინძლობს.

30 ივნისი 2026, 16:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

30 ივნისი 2026, 16:27

კულტურა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის -„ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ წარდგენა გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის -„ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ წარდგენა გაიმართა

ჯაბა ხუბუა

30 ივნისი 2026, 16:21

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი", „სინდისის პატიმარი", ,,რეჟიმის მსხვერპლი" - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

30 ივნისი 2026, 16:12

რეგიონი

4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

30 ივნისი 2026, 15:52

რეგიონი

ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება

წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. წირვას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პარლამენტის დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან ერთად დაესწრო.

ცოტნე ანანიძე

30 ივნისი 2026, 15:49

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია

„აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია“, - წერს ანანიძე.

30 ივნისი 2026, 15:46

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: რა საოცრად დაემთხვა პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული, თანაც, ნაკრები ისევე უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო გერმანიის ელჩის საქმიანობა, და კიდევ, რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი იყო ფიშერისათვის, ასეთივე აღმოჩნდა გერმანიისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარგვაი FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილზეა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული ფიშერის დიპლომატიური მისიის დასასრულს სიმბოლურად დაემთხვა.

ვახტანგ ცინცაძე

30 ივნისი 2026, 15:41

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას

მაისის თვეში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შეფასებისას.

30 ივნისი 2026, 15:34

მსოფლიო

POLITICO: გაერთიანებული სამეფო, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების ახალ მოდელის ქმნის

გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკუთარი შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თორნიკე მოლაშვილი

30 ივნისი 2026, 15:21

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა - დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ

„გუშინ უსაუბრია ცოტნე ივანიშვილს აგენტურაზე და „ქართველ“ აგენტებზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა ის ზუსტი შეფასება, ზუსტი ალეგორია, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა და თითქოს ჩვენი ყველას სათქმელი თქვა“, - ასე გამოეხმაურა სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, როდესაც მან ისაუბრა საქართველოში არსებულ იმ ძალებზე, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები და მისი თქმით, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს.

კაია კალასი ფრიდრიხ მერცი

30 ივნისი 2026, 15:18

მსოფლიო

POLITICO: პარიზსა და ბერლინს სურთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა „რამენაირად“ დიდებული გახადონ

ევროკავშირის ორ უმსხვილეს სახელმწიფოს, საფრანგეთსა და გერმანიას ბლოკის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული იდეები აქვთ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

30 ივნისი 2026, 15:04

მსოფლიო

იაპონური მედია: რუსული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% იაპონური წარმოების კომპონენტებს შეიცავს

რუსეთის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების დაახლოებით 90%-ში იაპონური კომპანიების მიერ წარმოებული ელექტრონული კომპონენტებია გამოყენებული. ინფორმაციას Kyodo News-ი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელზე ვლადისლავ ვლასიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივნისი 2026, 14:50

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, PABSEC-ის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველოს ექვსი თვის განმავლობაში ეკავა, საბერძნეთის პარლამენტს გადასცა.

30 ივნისი 2026, 14:49

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

30 ივნისი 2026, 14:44

სამართალი

სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მოქალაქე ორი ათასი ლარით დააჯარიმა

სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მოქალაქე ორი ათასი ლარით დააჯარიმა

30 ივნისი 2026, 14:40

ჯანდაცვა

პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამით მიიღებენ

პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.