პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისა და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო
ფოტო: პროკურატურა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას. მომხდარის გამო დაპირისპირებულმა მხარეებმა ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი მონაწილეობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და ,,ქურდული გარჩევა“ ჩატარდა.
„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ვინაიდან ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები“ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, „ქურდული სამყაროს“ წევრმა ,,ქურდული გარჩევა” მოაწყო და სცემა მათ. აღნიშნულის გამო, ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერებმა“ სოციალური ქსელის გამოყენებით დასახმარებლად მიმართეს ,,კანონიერ ქურდს”, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეები დაიბარა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც შედგა ქურდული შეკრება და ქურდული გარჩევა.
ასევე, „კანონიერი ქურდის“ ძმამ ქუთაისში დაიბარა და ანგარიშსწორება მოუწყო ერთ-ერთ ,,ქურდული სამყაროს წარმომადგენელს“, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა, მან დასახმარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად „ქურდული სამყაროს“ სხვა აქტიურ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, უამბო დაპირისპირების მოტივები და დეტალები, რომელმაც, თავის მხრივ, სოციალური ქსელის საშუალებით საქმის კურსში ჩააყენა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „კანონიერი ქურდი“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ,,კანონიერ ქურდს” 10 წლით, ,,ქურდული სამყაროს წევრობის”, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის”, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე შვიდ ბრალდებულს 8-8 წლით, ხოლო „კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 15:05
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კორეის რესპუბლიკაში ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა
ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა.
07 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას ეხმაურება.
07 სექტემბერი 2026, 14:27
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს
სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს. უკვე განიხილეს ორი საქმე. სიმონ ხარატიშვილმა და თორნიკე ძველაიამ სამართალდარღვევა აღიარეს და მოინანიეს.
07 სექტემბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: თუ კონტექსტს შევხედავთ, რა კონტექსტში ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას, მე მგონი, ცხადია, რომ იგი ცდილობს მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას
იმდენად ტყუილია და აცდენილია ეს ყველაფერი რეალობას, რომ ამ 2-3 წუთიან საუბარშიც კი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, ყველაფერი ნათელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.
07 სექტემბერი 2026, 14:10
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
07 სექტემბერი 2026, 14:03
მსოფლიო
NYT: უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება
სტატიაში სახელწოდებით „უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება“ გამოცემა წერს, რომ არასათანადო კონტროლის გამო ქვეყანამ 2024 წელს მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
07 სექტემბერი 2026, 13:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე: სანამ სპეცსამსახურები დედაქალაქის ქუჩებში სროლას აწყობენ და, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებას საბრძოლო დრონებით ახდენენ, პროკურორთა ელიტა მრავალმილიონიან კორუფციულ სქემებს აგებს
„უკრაინის დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ დაპირისპირებამ საკვანძო ძალოვან სტრუქტურებს (СБУ და ГУР) შორის ღია შეიარაღებული კონფლიქტის ფაზაში გადაინაცვლა, ხოლო ანტიკორუფციულმა ორგანოებმა (НАБУ) სამართალდამცავი სისტემის უმაღლესი ხელმძღვანელობის უპრეცედენტო „განადგურება“ დაიწყეს“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
07 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026 გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
07 სექტემბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 13:39
მსოფლიო
ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, 2 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო
ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, აეროპორტების მუშაობა უკვე მეორე დღეა შეჩერებულია. გაუქმდა 2 000-ზე მეტი რეისი, რის შედეგადაც 270 000-მდე მგზავრი დაზარალდა.
07 სექტემბერი 2026, 13:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.
07 სექტემბერი 2026, 13:34
საზოგადოება
გამოიყენე მეორე შანსი - ისწავლე Skillwill-ში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით
Skillwill აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს,11-დან 18 თვემდე პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული განათლების დიპლომი.
07 სექტემბერი 2026, 13:28
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს
გული მწყდება, უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.
07 სექტემბერი 2026, 13:19
პოლიტიკა
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის ზინის მიყენების მიზნით.
07 სექტემბერი 2026, 13:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ
„დიფ სთეითი“ თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვას.
07 სექტემბერი 2026, 13:00
საზოგადოება
კახა კალაძე: დღეს, უბრალოდ, ხელს კი არ ვაწერთ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ ტრამვაის ხაზის პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს
დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.
07 სექტემბერი 2026, 12:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები
წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
07 სექტემბერი 2026, 12:47
თემა
ულტრა მემარჯვენეებმა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულმა არჩევნებმა პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის (Alternative fr Deutschland -AfD) მოუტანა გამარჯვება, თუმცა სიცხადე - ვერ. პარტიებს შორის განხეთქილებისა და აშკარა უმრავლესობის არარსებობის გამო, მმართველი კოალიციის ფორმირება, შესაძლოა, უკიდურესად რთულ პოლიტიკურ თავსატეხად იქცეს.


