წარწერაზე „არა ჩადებას“ ქუთაისში შეიძლება მოკვლევა დაიწყოს
ფოტო: ipn
აქციის „არა ჩადებას“ ფარგლებში ქუთაისში გაკეთებულ წარწერაზე, შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს. რუსთაველის 8 ნომერში მდებარე შენობაზე, რომელიც დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, წარწერა ბ.თ-მ გუშინ გააკეთა, რომელმაც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.
გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ვანდალური ფაქტის შესახებ მიმართავს კულტურულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ს, რომლის დაქვემდებარებაშიც არის გალერეა.
„გაერთიანების მმართველს ჩავაყენებთ საქმის კურსში. გუშინ ვნახე ეს წარწერა, რა თქმა უნდა, ეს არაა კარგი. სამართლიანობაზე რომ გაქვს პრეტენზია, უკანონო გზებით არ უნდა იბრძოლო სამართლიანობისთვის, სხვადასხვა საშუალებაა აზრის გამოსახატად და შესაძლებელია, ეს დააფიქსირონ კანონიერად. ეს არის ვანდალიზმი, მე პირადად ვემხრობი აქციას „არა ჩადებას“, მაგრამ არა ამ ფორმით”, - განაცხადა ელისო ჩოგოვაძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე განმარტავს, რომ მათ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა არ გამორიცხავს, უწყებამ თავად დაიწყოს ამ ფაქტის მოკვლევა.
„შესაძლებელია, ჩვენ თავად დავიწყოთ დამოუკიდებლად ამ საქმეზე მუშაობა. ძეგლზე წარწერა ისჯება ფიზიკური პირისთვის 5000 ლარით, იურიდიულისთვის 10 000 ლარით, ჯარიმა დიდია, თუმცა მოქალაქემ უნდა გაიაზროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა “, -განაცხადა ბექა ბარამიძემ.
4 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას "არა ჩადებას" შეუერთდა. უწყებამ პოზიცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კამპანიაში "არა ჩადებას" სამინისტროს მონაწილეობაზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემხრობა "არა ჩადებას."
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 16:24
ეკონომიკა
საერთაშორისო პლატფორმა Designboom „ Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
ახალი ქართული პროექტით საერთაშორისო პლატფორმის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, ქართული შემოქმედებითი სფეროს მიღწევებმა გლობალურ პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ახალი სივრცის „ ჰეკატეს ბაღის“ კონცეფცია. Designboom ჰეკატეს ბაღს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი ტიპის კულინარიულ და სივრცით გამოცდილებას, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში შეიქმნა.
18 აგვისტო 2026, 16:05
სამართალი
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.
18 აგვისტო 2026, 15:53
მსოფლიო
თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული
თეთრმა სახლმა Facebook-ზე აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტს, რომელზეც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული. აღნიშნული პოსტი თეთრი სახლის ლიდერმა თავის Truth Social-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
18 აგვისტო 2026, 15:08
რეგიონი
იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
18 აგვისტო 2026, 14:58
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ გუგული ილურიძე დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გუგული ილურიძე დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა.
18 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?
არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად? - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:39
მსოფლიო
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ქვეყნისთვის დამანგრეველი შინაარსის პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ
როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:32
თავდაცვა
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს - დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს 42 წელი შეუსრულდებოდა
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
18 აგვისტო 2026, 14:30
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ აცხადებს
უკრაინის რადის დეპუტატი ალექსანდ კაჩურა თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ დონეზე ლაპარაკობს. მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 50-დან 150 ათას დოლარამდე ქრთამის გადახდაა საჭირო.
18 აგვისტო 2026, 14:30
საზოგადოება
ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ. ოჯახის წევრები და ახლობლები სამძიმარს იღებენ. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.
18 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
სი ძინპინი აშშ-ში დონალდ ტრამპს 24 სექტემბერს შეხვდება
Politico-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. გამოცემის წყაროს ცნობით, სი ძინ პინი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. ის მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება.
18 აგვისტო 2026, 14:22
მსოფლიო
ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან
„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.
18 აგვისტო 2026, 14:11
მსოფლიო
Bloomberg: ბერძნულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, დრონებით შეუტიეს
გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემოს ნავთობით დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
18 აგვისტო 2026, 13:10
რეგიონი
ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას
ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 აგვისტო 2026, 13:08
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.
18 აგვისტო 2026, 13:04
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.
18 აგვისტო 2026, 12:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი
არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.


