დოდო გუგეშაშვილი გულმკერდის არეშია დაჭრილი და ოპერაციას უკეთებენ
ღუდუშაურის კლინიკა
დოდო გუგეშაშვილი გულმკერდის არეშია დაჭრილი და მას ოპერაციას უკეთებენ. ის ღუდუშაურის კლინიკაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.
მხედრიონის წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 14:40
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. (მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
30 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: „ნაცების“ ალიანსი - ვის ატყუებენ?! სააკაშვილი, გვარამია, ჩერგო თავის მეუღლესთან ერთად - ვინ მივა ახლა „ლუზერების“ გაერთიანებასთან?!
„ნაცების“ ალიანსი - ეს რეალურად ვის ატყუებენ ახლა?! სააკაშვილი, გვარამია, ჩერგო თავის მეუღლესთან ერთად - ვინ მივა ახლა „ლუზერების“ გაერთიანებასთან?! ჩერგოსთან გვერდით როგორ უნდა დადგე და რაზე უნდა ესაუბრო დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე, ადამიანის უფლებებზე თუ რაზე, ან კიდევ - ბელად სააკაშვილთან?!“, - აღნიშნა ზარქუამ.
30 აპრილი 2026, 14:39
ეკონომიკა
გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს დელეგაციას შეხვდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდნენ, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლობითი დელეგაციით ეწვია, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 14:38
საზოგადოება
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
30 აპრილი 2026, 14:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ვითომ ცდილობს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიოს, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ
მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ვითომ ცდილობს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიოს, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
გორდულაძე ომბუდსმენის კონსტიტუციურ სარჩელზე: დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და თეორიულ რისკებსაც ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა საკანონმდებლო დონეზეც ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე
„საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო, ფსიქიატრიული მკურნალობა. გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხები არაკონსტიტუციურად მიიჩნია და საქართველოს პარლამენტს აქვს დრო იმისთვის, რომ მოვამზადოთ შესაბამისი ცვლილებები, დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და იმ თეორიულ, სავარაუდო რისკებსაც კი ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც ამ კონკრეტული მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე და თეორიული რისკებიც კი იყოს გადაზღვეული. რაც მთავარია კონკრეტული დარღვევა უფლებისა, კონკრეტული პიროვნების მიმართ არ დადგენილა. აქ საუბარია სამომავლო თეორიულ პერსპექტიულ საკითხებზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
30 აპრილი 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ
დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ვოლსკი პოლონეთის საზმაუს ქართულენოვან სამსახურზე: საქართველოს ქვეყნის მიმართ ასეთი პროპაგანდისტული გალაშქრება იმ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რასაც საქართველოს პროქსი სივრცედ ქცევაა
„საქართველოს, პატარა ქვეყნის მიმართ ასეთი პროპაგანდისტული გალაშქრება, რასაკვირველია, იმ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რასაც საქართველოს პროქსი სივრცედ ქცევაა, სადაც გავლენები ექნებათ ძალებს, რომლებსაც გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვთ. ამისთვის საჭიროა ებრძოლო იმას, რასაც ჰქვია სახელმწიფოს სტრუქტურა, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა - მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება. რასაკვირველია, ეკლესიაც არის იმ ჩამონათვალში, რაც ხელს უშლის იმ პროპაგანდის გავრცელებას, დამკვიდრებასა და წარმატებას, რასაც ჰქვია საქართველოში ისეთი მცნებების შემოტანას, რომლებიც უპირისპირდება ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციისა და რევოლუციის პროცესი უნდა განვითარდეს. აი ეს პროპაგანდისტული რესურსი, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა ჩადო პოლონეთის მთავრობამ, არის იმ გამოხატულების დამოკიდებულება, რომელიც არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ინტერესს“, - მიიჩნევს ვოლსკი.
30 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
„ქრონიკამ“ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის გადაცემაში ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ პოლონეთის საელჩოს კითხვით მიმართა
„ქრონიკამ“ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის გადაცემაში ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ პოლონეთის საელჩოს კითხვით მიმართა.
30 აპრილი 2026, 14:27
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: მათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრის ეშინიათ, ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს
ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
30 აპრილი 2026, 14:12
მსოფლიო
Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული შოკის გამო, აპრილში ევროზონაში ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აპრილში ევროზონაში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად, 3%-მდე გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილი ენერგეტიკული შოკით არის გამოწვეული.
30 აპრილი 2026, 14:04
ეკონომიკა
გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს-დელეგაციას შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქართული საექსპორტო პროდუქციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 13:55
ეკონომიკა
წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებლისთვის, რომელიც ასხამს საწვავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მისი ფასი ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის - მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი გაიაფებისთვის
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიმართა.
30 აპრილი 2026, 13:53
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება
დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ, მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10.7%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
30 აპრილი 2026, 13:45
კულტურა
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა
1 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 13:39
მსოფლიო
ზელენსკი: დავალებები მივეცი ჩვენს წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუნდს დაუკავშირდნენ და რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალები გაარკვიონ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან თავის გუნდს დაავალა, დაუკავშირდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და რუსული მხარის პირობები გაარკვიოს.
30 აპრილი 2026, 13:34
რეგიონი
ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირებთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
30 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. მდინარაძემ ასევე ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა.
30 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
30 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან.


