imedi /  16 მარტი 2018, 21:04 / სანდო წყარო

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობაზე კიდევ ერთი თვითმხილველის ჩვენება ვრცელდება

ტელეკომპანია “მაესტროს“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მორიგი ჩვენება,  51-ე სკოლის უმცროსკლასელს ეკუთვნის. საქმის პირდაპირი მოწმე ჩვენებაში ყვება, როგორ დაიწყო კონფლიქტი სკოლის საპირფარეშოში და რატომ გაგრძელდა მოგვიანებით ხორავას ქუჩაზე. ჩვენება, რომელიც არასრულწლოვანმა საქმის გამომძიებელს მისცა პირველი დეკემბრით თარიღდება.

ჩვენებაში იმ არასრულწლოვანზეც არის საუბარი ვინც დღეს სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, რომელიც როგორც მონაყოლიდან ირკვევა საპირფარეშოს ინციდენტში აქტიურად მონაწილეობდა. 

“ვიდექით ზურგით, იარაღიდან ესროლეს ა. ს.-ს, ამასთან ერთად ა. ს.-ც მიტრიალდა და მათ უთხრა, რას შვებით რაებს აკეთებთო და დ.-ს დაუწყო კამათი, უძაბავდა, რა დროსაც იქვე მყოფმა დ. ღ.-მ „პადრუჩკი“ გაუკეთა, ერთი წუთი რას ბლატაობ წამომყევიო და გაიყვანა გარეთ დერეფნისკენ, რის შემდეგაც მე გარეთ გამიყვანა დ.ნ.-მ -მითხრა წამო რას ბლატაობ, იქეთ ვისაუბროთ აქ პრობლემები შემქმნებაო, რაზედაც მე ვუთხარი ,რომ გარეთ რომ ვისაუბროთ იქ არ შეგექმნება პრობლემები მეთქი, რის შემდგომაც მაინც გავყევი და ავედით მეორე სართულზე სადაც დაძაბული ტონით დავუწყეთ ერთმანეთში საუბარი“, - წერია ჩვენებაში. 

თვითმხილველის თქმით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მანდატური, რომელმაც მალევე აღნიშნული სკოლის სასწავლო ნაწილს, თინიკო ყენიას შეატყობინა.

“ის მექაჩებოდა. ამ დროს დაძაბულ საუბარზე მოვიდა მანდატური , რომელმაც გვითხრა, რომ დაწყნარდით და დაბლა ჩადითო, ჩვენც დავმშვიდდით და ჩავედით დაბლა სადაც პირველ სართულზე, დერეფანში დავინახე რომ ერთად იყვნენ დ. ღ. ჩემი ძმაკაცი ა.ს. და მათთან ერთად იყო ასევე დ.ნ. -ის კლასელი დ. ს. ამის შემდგომ, როდესაც დამთავრდა მესამე გაკვეთილი, ჩემთან მოვიდა მანდატური და მითხრა, რომ სასწავლო ნაწილს თინიკო ყენიას სურდა ჩემთან საუბარი, რის გამოც წავყევი  მას. როდესაც ავედი ქალბატონ თინიკოსთან მკითხა, თუ რა მოხდა.  მე ვუთხარი რომ არაფერი, უბრალოდ, საუბარი მქონდა ერთ პიროვნებასთან და დავამთავრეთ ყველაფერი მეთქი, მან მითხრა, რომ ვიცი ვისთანაც გქონდა კამათი - კამერები ვნახეო, აღნიშნულზე მე ვუპასუხე, რომ თუ კი იცით, მასთან მქონდა უბრალოდ საუბარი და ყველაფერი დამთავრდა მეთქი, მე სახელი არ მიხსენებია“, ნათქვამია ჩვენებაში.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სკოლის დირექცია რეაგირებას მოახდენდა.

ამავე არასრულწლოვნის ჩვენებაში კიდევ ერთი, ინცინდენტში შესაძლო მონაწილის არსებობა იკვეთება, რომელიც გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს.  

“ჩხუბის დროს გავიგონე ხმა, დაიჭრაო, ვინ დაიძახა ვერ ვიხსენებ, აღნიშნულ შეძახილზე გავიხედე და დავინახე, რომ ვიღაც ჩემთვის უცნობ ბიჭს, რომელიც იყო გამხდარი, ეცვა შავი ფერის კაპიშონიანი ზედატანი, ასევე დაბალი თმები ჰქონდა, ხელები ჰქონდა სისხლიანი, მაგარამ ეს არი იყო მ.კ.-ის  მეგობარი, რომელიც ზემოთ ვახსენე, ანუ რომელმაც დაიწყო დ.ს.-თან  ჩხუბი. მეც და სხვებსაც შეგვეშინდა, თან ვიღაც ყვიროდა გაიქეცითო და მე გამოვვარდი გარეთ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ვიცნობდი ლ.დ.-ს , რომელიც მე ზემოაღნიშნული ჩხუბის დროს არ მინახავს, ასევე კითხვაზე გიპასუხებთ , რომ მე დ.ს. უკვე დაჭრილი არ დამინახავს, მე დ.ს. დავინახე ჩხუბის დროს , რომელიც იდგა  მოჩხუბრებს შორის შუაში და დავიმახსოვრე მისი დიდი აღნაგობის გამო“, წერს თვითმხილველი.

ვინ იყო გამხდარი ე.წ კაპიშონიან  შავ ზედატანში ჩაცმული არასრულწლოვანი, თუ ის ორი ბრალდებულიდან არცერთი არ იყო, ჯერ უცნობია. თუმცა ჩვენების მოხედვით ის მოკლულ დავით სალარიძეს არ უპირისპირდებოდა. იმის მიუხედავად რომ მოწმეთა ჩვენებებში ბევრი სხვა მოზარდი იკვეთება საქმის პროკურორი ბრალდებულთა წრის გაზრდას გამორიცხავს. 

სისხლიანი გარჩევის საქმეზე მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარე კვლავ ამტკიცებს რომ საქმის მოწმეები ჩვენებებს ცვლიან, პროკურორი კი განმარტავს, რომ მოწმეები ჩვენებებს მხოლოდ აზუსტებენ.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალდებულთა ოჯახებს შეკითხვები აქვთ. კეთდება განცხადებები, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან. სწორედ მათ გამოაშკარავებას და დასჯას ითხოვს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის დედა, რომელმაც "ქრონიკასთან" ორთვიანი დუმილი დაარღვია.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 22 იანვარს დაიწყო. კანონით, საქმეზე, რომელშიც ბრალდებულებიც არასწრულწლოვნები არიან, განაჩენი 6 თვის ვადაში, ივნისამდე უნდა გამოცხადდეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 00:56

მსოფლიო

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის განახლებული კამპანია „ძალიან დიდხანს“ არ გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ივლისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცეცხლის გაცვლა მოხდა.

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 00:40

მსოფლიო

„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.

მარკო რუბიო

02 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.

კაია კალასი

02 სექტემბერი 2026, 21:53

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

02 სექტემბერი 2026, 21:37

საზოგადოება

ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია

ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია

02 სექტემბერი 2026, 21:28

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

02 სექტემბერი 2026, 21:13

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

02 სექტემბერი 2026, 20:40

კულტურა

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.

02 სექტემბერი 2026, 20:36

საზოგადოება

26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.

თამარ იოსელიანი

02 სექტემბერი 2026, 20:33

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

02 სექტემბერი 2026, 20:31

რეგიონი

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.

ლევან მაჭავარიანი

02 სექტემბერი 2026, 20:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია

დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

02 სექტემბერი 2026, 20:26

ეკონომიკა

ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.

02 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“

უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.

02 სექტემბერი 2026, 20:21

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.

02 სექტემბერი 2026, 20:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.

02 სექტემბერი 2026, 20:12

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

02 სექტემბერი 2026, 19:57

საზოგადოება

6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება

6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.

02 სექტემბერი 2026, 19:52

პოლიტიკა

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

დონალდ ტრამპი

02 სექტემბერი 2026, 19:48

მსოფლიო

ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.