imedi /  31 მაისი 2018, 12:37 / სანდო წყარო

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ადვოკატებმა განცხადებები გააკეთეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში ხმაური დაიწყო. განსაკუთრებით დაიძაბა მდგომარეობა სასამართლოს შენობის ეზოში. წინასწარი ინფორმაციით სამი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა.

დაკავებულები მოსამართლის განაჩენს აპროტესტებდნენ. ჯერჯერობით უცნობია რას ედავება გამოძიება სასამართლოს ეზოში დაკავებულებს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების ადა ბრალდებულების ადვოკატებმა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

18 სექტემბერი 2024, 12:55

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო Mr. მილერ აშშ-ს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაში ღვაწლმოსილი, მიცვალებული პოლიტიკოსების ხილვა!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მეთიუ მილერზე წერს.

18 სექტემბერი 2024, 12:54

არჩევნები 2024

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს, - ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

18 სექტემბერი 2024, 12:51

საზოგადოება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კიდევ 220 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცემს საცხოვრებელ ფართებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში

„აქტიურად გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი დევნილი მოსახლეობისთვის. მთავრობის მორიგი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კიდევ 220 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცემს საცხოვრებელ ფართებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ხაშურში, ხონში, წყალტუბოში, გარდაბანში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, წალენჯიხაში, ფოთში, ზუგდიდში, აბაშასა და სენაკში - ჯამში ეს არის 239 ერთეული ქონება, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში დაუკანონდებათ“.

18 სექტემბერი 2024, 12:47

მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გაურკვეველი ვადით გადადო, განაცხადა სსფ-ს დირექტორმა რუსეთიდან ალექსეი მოჟინმა. „ფონდის ხელმძღვანელობამ შეატყობინა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. მიზეზად კონსულტაციებისთვის მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა სახელდება“, - თქვა მან. 2 სექტემბერს მოჟინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი განაახლებს ონლაინ კონსულტაციებს რუსეთთან 16 სექტემბერს, რასაც 1 ოქტომბრამდე სსფ-ის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში მოჰყვება რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის. ამას ცხრა ევროპული ქვეყნის პროტესტი მოჰყვა.

18 სექტემბერი 2024, 12:37

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ბრძანება აქვთ პატრონებიდან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს მხარი არ დაუჭირონ, ამიტომაც ვერ მობრძანდნენ სხდომაზე, თავიანთ ამომრჩეველსაც კი ვერ გასცემდნენ პასუხს, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომაზე იმიტომ არ მივიდა, რომ მათ გარე ძალისგან პირდაპირი მითითება აქვთ, მხარი არ დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს.

18 სექტემბერი 2024, 12:34

მსოფლიო

სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

სომეხმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ოთხზე ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადამიანთა ჯგუფმა რუსეთის ქალაქ როსტოვში სამთვიანი მომზადება გაიარა, რა დროსაც მათ მძიმე შეიარაღებასთან მოპყრობა ისწავლეს. შემდეგ ისინი სომხეთში დაბრუნდნენ და სხვა ადამიანების გადაბირებით დაკავდნენ. ისინი ძირითადად მოქმედი სამხედროების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები. დაჯგუფების წევრები როგორც სომხეთის მოქალაქეები, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები იყვნენ.

18 სექტემბერი 2024, 12:21

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ახალი სასწავლო წლიდან ბაღის აღსაზრდელები საერთაშორისო სტანდარტის ბაღებით ისარგებლებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წინწყაროსა და ფარცხისში, ახალი სასწავლო წლიდან, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ბაღებით შეძლებენ სარგებლობას.

სერგეი შოიგუ

18 სექტემბერი 2024, 12:18

მსოფლიო

სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით ირანში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. თეირანში შოიგუმ შეხვედრა გამართა მის ირანელ კოლეგასთან, ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივანთან ალი აქბარ აჰმადიანთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აზერბაიჯანში მიმავალ სატრანსპორტო მარშრუტებსა და კორიდორებზე გამახვილდა. შოიგუმ აგრეთვე შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტთან მასუდ პეზეშკიანტან. როგორც შეხვედრის დროს ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობები უწყვეტად განვითარდება.

18 სექტემბერი 2024, 12:16

ტაბლოიდი

ვისკის საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესოდ ბურბონი აირჩიეს🥃

Forbes-ის ინფორმაციით, Peerless-ი 1889 წელს დაარსებული ოჯახური საწარმოა, რომელიც პრემიუმ-კლასის სასმელს აწარმოებს. მფლობელები მთელს პროცესს აკონტროლებენ - ხორბლის მოყვანიდან ბურბონის ბოთლებში ჩასხმამდე. სასმელს ამერიკული მუხის კასრებში ინახავენ.

გურამ მაჭარაშვილი

18 სექტემბერი 2024, 12:14

პოლიტიკა

მაჭარაშვილი: კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის შეიძლება ადამიანებიც დახოცო, სამუდამო პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი რომ წაუკიდო, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადო, ამის დაცვისთვის პოლიციელი უნდა დაასანქცირო

შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს თურმე შეიძლება ადამიანებიც დახოცო, მუდმივ პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტი შეჭრისგან რომ დაიცვას პოლიციელმა, ის უნდა დაასანქცირო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

ჯეფრი საქსი

18 სექტემბერი 2024, 12:12

მსოფლიო

ჯეფრი საქსი: ვიქტორია ნულანდი Deep State-ის ერთგვარი სახეა

"ვფიქრობ, აშკარაა, რომ არსებობს ერთი Deep State პარტია - ჩეინის, ჰარისის, ბაიდენის და ვიქტორია ნულანდის, რომელიც ახლა კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩემი კოლეგაა, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა. როგორც მან აღნიშნა, ვიქტორია ნულანდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, Deep State-ის ერთგვარი სახეა. პროფესორის განმარტებით, ნულანდი როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში იყო, რაც სავსებით ლოგიკურია. „ნულანდი ამ ყველაფრის ერთგვარი სახეა, ვინაიდან, ის ყველა ადმინისტრაციაში იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ის იყო კლინტონის ადმინისტრაციაში, სადაც ანადგურებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით 1990-იან წლებში. ის იყო უმცროსი ბუშის ადმინისტრაციაში, ჩეინისთან ერთად, სადაც ანგრევდა ჩვენს პოლიტიკას ნატოს გაფართოების კუთხით. შემდეგ იყო ობამას ადმინისტრაციაში, თავდაპირველად ჰილარის სპიკერად, შემდეგ კი ორკესტრირებდა 2014 წლის თებერვლის გადატრიალებას უკრაინაში, რაც არ იყო კარგი სვლა, დაიწყო ომი. ბაიდენის ადმინისტრაციაში კი ნულანდი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ის იყო ჩეინის და ბაიდენს მრჩეველი, სავსებით ლოგიკურია. ასე რომ, ეს არის ის რეალობა, რომელთანაც საქმე გვაქვს - ეს არის ორივე პარტიის კოლოსალური არეულობა და კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვიპოვით სხვა პარტიას?“ - განაცხადა საქსმა.

18 სექტემბერი 2024, 12:05

ტექნოლოგიები

Instagram-ი მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს

როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ, საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ - ისინი არ მიიღებენ ნოტიფიკაციებს. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram-ი დახურონ.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2024, 12:02

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, შშმ პირების სადგომებზე

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ გაჩერების ტერიტორიაზე კერძო ავტომობილის გაჩერება აკრძალულია. აკრძალვა, გარდა უსაფრთხოების ელემენტარული საჭიროებისა, გამომდინარეობს ჩვენი ზემოხსენებული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნიდან - მგზავრების გადაადგილება გახდეს შეუფერხებელი და კომფორტული. ამრიგად, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს“.

18 სექტემბერი 2024, 11:59

საზოგადოება

თბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს

დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2024, 11:57

საზოგადოება

რეინჯერებისთვის, მეტყევეებისთვის და ინსპექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მართვაზე ტრენინგები ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რეინჯერების, მეტყევეების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მართვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ ტრენინგები ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

18 სექტემბერი 2024, 11:55

პოლიტიკა

ბორელი მოუწოდებს საქართველოს გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

18 სექტემბერი 2024, 11:54

საზოგადოება

„საქპატენტის“ შუამდგომლობით, თსუ-ს ორი კურსდამთავრებული ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში გაივლის სტაჟირებას

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ შუამდგომლობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) გაივლის. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

18 სექტემბერი 2024, 11:41

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში

ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საელჩოების ნაწილის პოზიციის შეფასებისას.

18 სექტემბერი 2024, 11:36

საზოგადოება

„უნიკალური ქართული გემო“ შემოდგომას თბილისში შეეგება

„აგრობარზრის“ უნიკალური ქართული გემოს მეშვეობით, ჩვენ 70 მწარმოებელს მივეცით ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ღონისძიების წარმატება მასში მონაწილეთა მიერ მიღწეული შედეგებით აისახება. მათ გაყიდვები მინიმუმ 15 პროცენტით გაზარდეს, ხოლო კოლექტიური შემოსავალი - 35 პროცენტით. ტრენინგებისა და კომერციული პლატფორმად ჩამოყალიბებული აგრობაზრით, ვაგრძელებთ იმის დემონსტრირებას, რომ მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების, უნიკალური და უვნებელი პროდუქტი ნამდვილად მოთხოვნადია საქართველოს ბაზარზე“, - ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.

18 სექტემბერი 2024, 11:35

საზოგადოება

პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა

„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.