მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
ხორავას ქუჩის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა.
ბრალდებულის ადვოკატი, გოჩა კვარაცხელია ამბობს, რომ ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის არც დ.ღ.-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არც საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეპიზოდზე ის ჯერ ვერ ისაუბრებს.
მოზარდი 19 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მღვდლის შვილის დაჭრაშიც ადანაშაულებს.
ლაპარაკია დეკანოზ შიო მენაბდეზე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.
12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
02 ივლისი 2026, 14:39
მსოფლიო
გერმანიის პროკურატურა: „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების ბრძანება უკრაინის ხელისუფლებამ გასცა
2022 წელს გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი - 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“ აფეთქების უკან უკრაინის ხელისუფლება იდგა. ინფორმაციას გერმანული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
კახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას! წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყოს ეს დღე თქვენს ცხოვრებაში. მჯერა, რომ შეძლებთ საკუთარი ცოდნისა და უნარების ღირსეულად წარმოჩენას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.
02 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
02 ივლისი 2026, 14:24
სპორტი
რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში მეხუთე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა
რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში მეხუთე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
02 ივლისი 2026, 14:22
საზოგადოება
იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იტალიური განათლების ცენტრ „Polo per l'Istruzione Minerva“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
02 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც მამუკა მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო
პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ფარსად იქცევა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
02 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საწევროს დაწესების შემდეგ კიდევ ერთ ცვლილებაა - ვინც მეტს გადაიხდის, მეტი უფლებები ექნება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საწევროს დაწესების შემდეგ კიდევ ერთ ცვლილებაა - ვინც მეტს გადაიხდის, პარტიაში მას სპონსორის სტატუსი ექნება და მისი უფლებებიც მეტი იქნება. რაც შეეხება საწევროს გადასახადს, რა იქნება მინიმალური ზღვარი, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.
02 ივლისი 2026, 14:15
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.
02 ივლისი 2026, 14:12
რეგიონი
ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები უკვე მეოთხედ ტარდება
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში, ჯამში 90 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
02 ივლისი 2026, 14:08
მსოფლიო
Reuters: ირანმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის დღეს თავდასხმებისგან თავი შეიკავონ
ირანის ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, თავი შეიკავონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებისგან, რადგან ქვეყანა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 14:05
საზოგადოება
კობა კობალაძე: ტამიშის ბრძოლის გმირების დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!
დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 33-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 13:57
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
02 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
გია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება
კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება, არაერთხელ დადასტურდა და 1 ივლისს შეგვახსენა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
02 ივლისი 2026, 13:47
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე: რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? - თავად არ სჯერათ მთელი ამ დისკურსის „რუსული რეჟიმის" შესახებ და განსხვავებით საკუთარი სახელმწიფოსგან, ამერიკის პატივისცემა და რიდი აქვთ
რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? არჩევნები აღარ გაყალბდა? დასავლეთის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციას არ უწყობს ეს ხელს? - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
02 ივლისი 2026, 13:34
კულტურა
Universal-მა „ოდისეას“ ფინალური ტრეილერი წარადგინა
ჰომეროსის ეპოსის მოტივებზე გადაღებულ ფილმში ოდისევსის როლი მეტ დეიმონმა შეასრულა. სურათში ასევე მონაწილეობენ ენ ჰეთეუეი, ზენდეია, ტომ ჰოლანდი, რობერტ პატინსონი, ჯონ ბერნტალი, შარლიზ ტერონი, ლუპიტა ნიონგო, ელიოტ პეიჯი და სხვები.
02 ივლისი 2026, 13:28
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
02 ივლისი 2026, 13:25
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა
სომხეთის პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
02 ივლისი 2026, 13:20
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
02 ივლისი 2026, 13:12
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა არველაძეს და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს შეხვდა.
02 ივლისი 2026, 12:55
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


