ცრუ ჩვენების გამო დაკავებულ მოზარდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლო
ფოტო: არქივი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვნს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა ხოლო დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ გაიზიარა.
ადვოკატი გოჩა კვარაცხელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე დაუსაბუთებელს უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
პროკურორის განმარტებით, არსებობდა რეალური, დასაბუთებული საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული მიემალებოდა გამოძიებას, ასევე მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლიდა ხელს.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი 20 ივლისს წარედგინა.
ბრალდებულის ადვოკატი, გოჩა კვარაცხელია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის არც დ.ღ.-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არც საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეპიზოდზე ის ჯერ ვერ ისაუბრებს.
მოზარდი 19 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მღვდლის შვილის დაჭრაშიც ადანაშაულებს.
ლაპარაკია დეკანოზ შიო მენაბდეზე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.
12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
02 ივლისი 2026, 16:00
პოლიტიკა
ისნის რაიონში სამ მისამართზე გზის დამჭერი კედლები მოეწყო
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე ისნის რაიონის გამგებელ აკაკი ხლაბუსტოვთან ერთად გზის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და რამდენიმე მისამართზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 15:49
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი: ირეგულარი რაზმაძე და „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ. კარგია, რომ ჩვეული დებოში არ მოაწყვეს, თუმცა, ამათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები არასდროს იმსახურებენ - ეს უსამშობლოების საყოველთაო დიაგნოზია, პატივი სცე ყველაფერს, გარდა ქართულისა
ირეგულარი რაზმაძე და საეჭვო რეპუტაციის მქონე „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოპოზიციონერი აქტივისტების, თორნიკე რაზმაძისა და გიორგი ახობაძის შესახებ, რომლებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ.
02 ივლისი 2026, 15:39
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
კრწანისის, მთისძირისა და ახალი კუმისის წყალმომარაგების სისტემების დეტალურ საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები კრწანისის, მთისძირისა და გიგანტის მოსახლეობას შეხვდნენ, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 15:26
მსოფლიო
POLITICO: სტარმერი ბრიტანეთის მომავალ პრემიერს საშინელ მემკვიდრეობას უტოვებს
გამოცემა POLITICO წერს, რომ ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მთარვობის მომავალ მეთაურს საშინელ მემკვიდრეობას უტოვებს.
02 ივლისი 2026, 15:25
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს - საქართველოს შესახებ უარყოფითი ანგარიში რასა იუკნევიჩიენეს, თურქეთის შესახებ კი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებებს ეფუძნება
საქართველო და თურქეთი: ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესი რეფორმების გარეშე არ იქნება, - ვკითხულობთ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
02 ივლისი 2026, 14:53
მსოფლიო
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: პოლონელებსაც კი აღარ სურთ აიტანონ უკრაინა, რომელიც „უკრაინის მეამბოხე არმიის“ მიერ მასობრივ მკვლელობას ზეიმობს
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინა-პოლონეთის სკანდალს ეხმიანება.
02 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
ხუბუა ოპოზიციას და ენჯეო სექტორს: ამერიკელებმა ყური აგიწიეს, კუთხეში დაგაყენეს და პრემიერ კობახიძის გამოსვლის მშვიდად მოსმენა მოგისაჯეს? პრორუსულად და არალეგიტიმურად შერაცხილი მთავრობა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე უცებ ანტირუსული და ლეგიტიმური გახდა? რატომ არ მოაწყვეთ ობსტრუქცია?
ო, როგორ საცოდავად და სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ გუშინ, აშშ -ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მიძურწული ბუდარა ბოკერია, ბუდარიხა ჩერგოლეიშვილი, ბაბუცა და სხვა ოლე-ოლა ნაცლიბერალები, ეს ლუზერი რადიკალები და ხელმოცარული რევოლუციონერები,- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
02 ივლისი 2026, 14:39
მსოფლიო
გერმანიის პროკურატურა: „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების ბრძანება უკრაინის ხელისუფლებამ გასცა
2022 წელს გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი - 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“ აფეთქების უკან უკრაინის ხელისუფლება იდგა. ინფორმაციას გერმანული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
კახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას! წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყოს ეს დღე თქვენს ცხოვრებაში. მჯერა, რომ შეძლებთ საკუთარი ცოდნისა და უნარების ღირსეულად წარმოჩენას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.
02 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
02 ივლისი 2026, 14:24
სპორტი
რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში მეხუთე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა
რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში მეხუთე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
02 ივლისი 2026, 14:22
საზოგადოება
იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იტალიური განათლების ცენტრ „Polo per l'Istruzione Minerva“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
02 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც მამუკა მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო
პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ფარსად იქცევა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
02 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საწევროს დაწესების შემდეგ კიდევ ერთ ცვლილებაა - ვინც მეტს გადაიხდის, მეტი უფლებები ექნება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საწევროს დაწესების შემდეგ კიდევ ერთ ცვლილებაა - ვინც მეტს გადაიხდის, პარტიაში მას სპონსორის სტატუსი ექნება და მისი უფლებებიც მეტი იქნება. რაც შეეხება საწევროს გადასახადს, რა იქნება მინიმალური ზღვარი, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.
02 ივლისი 2026, 14:15
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.
02 ივლისი 2026, 14:12
რეგიონი
ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები უკვე მეოთხედ ტარდება
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში, ჯამში 90 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
02 ივლისი 2026, 14:08
მსოფლიო
Reuters: ირანმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის დღეს თავდასხმებისგან თავი შეიკავონ
ირანის ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, თავი შეიკავონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებისგან, რადგან ქვეყანა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 14:05
საზოგადოება
კობა კობალაძე: ტამიშის ბრძოლის გმირების დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში კიდევ ერთი, დიდი, დიადი გმირობისა და თავდადების ფურცელი ჩაიწერა!
დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 33-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 13:57
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
02 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
გია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება
კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება, არაერთხელ დადასტურდა და 1 ივლისს შეგვახსენა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


