imedi /  08 აგვისტო 2018, 13:41 / სანდო წყარო

ლორა სმითის სხეულზე მწყემსის ბიოლოგიური მასალები აღმოაჩინეს

ლორა სმითი

ლორა სმითი

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმითის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია. აღნიშნულ საკითხზე კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ამასთან, ადვოკატმა სხვადასხვა კუთხით ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს აქვს მყარი საფუძველი, რათა მათ სისწორეში ეჭვი შეიტანოს. კობაიძემ ერთ-ერთ „ალოგიკურ დასკვნად“ რაიან სმითთან მიმართებაში ჩატარებული შემოწმების შედეგები დაასახელა.

„საქმეში არის სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის არის კობაურის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არის მოკლული რაიან სმიტის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში ბევრი ქაოსი და არეულობაა. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ექსპერტიზები არასწორად არის ჩატარებული“, - განაცხადა კობაიძემ.

21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2022, 08:26

საზოგადოება

იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან იცვლება

თუ კონტაქტის მქონე აცრილია - როგორც ორჯერადად, ასევე ბუსტერ დოზით, დოზების მიღებიდან 14-90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნება. ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ, შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

დავით ზალკალიანი და იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 08:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ალიანსი ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს უკრაინასა და საქართველოსთან. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-რუსეთის საბჭოზე რუსეთთან განხილული საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოკავშირეების ურყევი მხარდაჭერა და ალიანსში გაწევრიანებაა.

17 იანვარი 2022, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი.

პეტრო პოროშენკო

17 იანვარი 2022, 06:00

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: დამაკავებენ თუ არა? ვაცხადებ, რომ არა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დაბრუნებისას მას არ დააკავებენ.

17 იანვარი 2022, 05:37

მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მოსკოვი ჰიბრიდულ ომშია ჩართული.

17 იანვარი 2022, 05:24

მსოფლიო

FBI: პირი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე, მალიკ ფაისალ აკრამი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, 44 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, მალიკ ფაისალ აკრამი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 05:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკლ მაკკოლი

17 იანვარი 2022, 04:39

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

17 იანვარი 2022, 04:17

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მის მოპყრობას სკანდალური უწოდა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 03:43

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გამოცდილება ვიცით - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ

რუსეთის გამოცდილება ვიცით, რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

17 იანვარი 2022, 03:22

COVID19

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 იანვარი 2022, 02:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ - ერთი წლის წინ, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ, ახლა კი გვეთამაშებიან

არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 02:27

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

17 იანვარი 2022, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტური ტაფა დაამზადეს, რომელიც 6 500 კილოგრამზე მეტს იწონის. ვიდეო

2022 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი სამზარეულოს გიგანტურ ჭურჭელს იხილავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, როგორ გადააქვთ მუზეუმისთვის დამზადებული გიგანტური ტაფა სატვირთო ავტომობილით.

17 იანვარი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალმა კაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრი იყო და 8-საათიანი ავიარეისი მხოლოდ მისთვის სრულდებოდა. ვიდეო

ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალი კაცის ფრენა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება - აღმოჩნდა, რომ British Airways-ის ავიარეისზე ის ერთადერთი მგზავრი იყო და ავიაკომპანიამ 8-საათიანი ფრენა მხოლოდ მის გამო შეასრულა.

17 იანვარი 2022, 00:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2022, 23:51

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

16 იანვარი 2022, 23:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

16 იანვარი 2022, 23:29

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

კახა კალაძე

16 იანვარი 2022, 23:16

სპორტი

კახა კალაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს

„საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ შედეგს - სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ვულოცავ სანდროს ამ დიდ წარმატებას. იგი პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. წარმატებები ქართულ სპორტს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.