imedi /  01 სექტემბერი 2018, 13:31 / სანდო წყარო

სენაკში საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება დაიწყო

სწავლების სცენარი თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს ემყარება. სწავლების მიზანია, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისთვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება.

წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს. საერთაშორისო წრთვნებს სახმელეთო ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს.

ყველა სიახლე

08 მარტი 2021, 20:43

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

08 მარტი 2021, 20:23

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 29 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 29 მილიონს გადააჭარბა.

ეკა ურეკაძე

08 მარტი 2021, 20:23

პოლიტიკა

ეკა ურეკაძე: 2012 წლის არჩევნებამდე, ბერას ოფიციალური ფეისბუქგვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს

„ის ინფორმაცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მის ოფიციალურ გვერდზე იდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო. სათითაოდ, ყველა იქ მყოფ ადამიანს მოგვივიდა შეტყობინება, საკუთარი ფეისბუქ გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ბერას ოფიციალურ გვერდზე იმ დროინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს, რომელიც იმდროინდელ პარტიასა და პრეზიდენტს ეხებოდა“, - განაცხადა ეკა ურეკაძემ.

ხვიჩა კვარაცხელია

08 მარტი 2021, 20:21

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ ჩემპიონატის ლიდერი „ზენიტი“ დაამარცხა

რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში ყაზანის „რუბინი“ შინ ჩემპიონატის ლიდერ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი სრულად გაატარა და მეტოქის კარს არაერთხელ დაემუქრა, თუმცა მოედანი უგოლოგ დატოვა.

08 მარტი 2021, 20:18

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 65 ადამიანი გარდაიცვალა.

ენტონი ბლინკენი

08 მარტი 2021, 20:14

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა.

მეუფე სტეფანე

08 მარტი 2021, 20:00

რეგიონი

მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ ინციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს.

08 მარტი 2021, 19:56

საზოგადოება

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

თენგიზ ცერცვაძე

08 მარტი 2021, 19:43

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 9, 10 თუ 12 ახალი შემთხვევა საერთაშორისო სიტუაციასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებული, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 9, 10 თუ 12 ახალი შემთხვევა საერთაშორისო სიტუციასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დავით მირცხულავა

08 მარტი 2021, 19:24

ეკონომიკა

დავით მირცხულავა: ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო

სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას, - ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში, კაშხლების შესახებ გავრცელებულ ფილმს გამოეხმაურა.

რომის პაპი ფრანცისკე

08 მარტი 2021, 19:20

მსოფლიო

რომის პაპი: ქალების ღირსებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

რომის პაპი ფრანცისკე ქალთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალები ისტორიას წინ მიუძღვებიან.

თენგიზ ცერცვაძე

08 მარტი 2021, 19:19

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა პირბადეების გამოყენება

შეზღუდვების მოხსნა უნდა მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს მასიურად პირბადეების გამოყენება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების მოხსნის პარალელურად, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ინფექციონისტის თქმით, ქვეყნისთის დამღუპველი იქნება.

თენგიზ ცერცვაძე

08 მარტი 2021, 19:06

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ხვალ ვიწყებთ კვლევას და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში

მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ, კვლევის შედეგები კი 20 დღეში გახდება ცნობილი.

რასა იუკნევიჩიანე

08 მარტი 2021, 19:04

პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველო მარტო არ არის, ევროკავშირი მის გვერდითაა

როგორ „ქრონიკას“ რასა იუკნევიჩიანემ განუცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, შარლ მიშელმა უდიდესი საქმე გააკეთა თბილისში ჩამოსვლით და განსახილველად მაგიდაზე 6 პუნქტის წარდგენით. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ ვხედავთ საჭირო ნაბიჯების გადადგმას და მოლაპარაკების დაწყებას.

08 მარტი 2021, 18:52

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 669 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა კალაძე

08 მარტი 2021, 18:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვება არანაირ პოლიტიკურ უთანხმოებას არ უკავშირდება და ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

08 მარტი 2021, 18:41

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: აშშ ბელარუსის დემოკრატიისკენ სვლას მხარს უჭერს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ამერიკაში გამგზავრებას გეგმავს და ჯო ბაიდენთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.

კახა კალაძე

08 მარტი 2021, 18:40

პოლიტიკა

კახა კალაძე გადადგომაზე: ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება

მე არასდროს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად ან ჩუმად, ყველფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტოვებს თუ არა ის მერის თანამდებობას. მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და სიცრუის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება. „ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ, მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისელების წინაშე, ბევრ პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

08 მარტი 2021, 18:40

საზოგადოება

ქუთაისში „1000 მშობლის მარშს“ ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა

„გამო, გამო, შენი შვილის გამო“, - ამ სლოგანით გაიმართა აქცია ქუთაისში. „1000 მშობლის მარშს“ ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა. კამპანია „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივაა, რომელიც მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს. მათი თქმით, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კახა კალაძე

08 მარტი 2021, 18:36

პოლიტიკა

კახა კალაძე: ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია​

ფარულ ჩანაწერებზე არც ადრე გამიკეთებია შეფასებები და რაც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. „მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, თქვენც საზოგადოებაც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ